პრემიერლიგის განახლებას საშველი არ დაადგა. არც თარიღებია ცნობილი და, თუ საერთოდ გაიმართა, ბოლო ტური შუა ზაფხულში მოუწევს. დაახლოებით ასეთივე ვითარებაში აღმოჩნდა ინგლისის საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელობა შორეულ, 1947 წელს. სეზონის ჩაშლის შანსი მაშინაც იყო, მაგრამ სხვა მიზეზით. ინგლისში, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, 1946-47 წლების სეზონი პირველი სრულფასოვანი ტურნირი გამოდგა. თუმცა, უკვე 1947 წლის მარტში, საფეხბურთო...
წელი: 2020
კანტეს ეშინია და არ ვარჯიშობს
ნგოლო კანტეს კორონავირუსის ეშინია და „ჩელსიმ” ვარჯიშებიდან გაათავისუფლა. როდის დაბრუნდება მსოფლიოს ჩემპიონი გუნდში, უცნობია. „ლურჯებს” covid 19-ის ტესტი ჩაუტარეს და ყველა ჯანმრთელი აღმოჩნდა. შესაბამისად, ფრენკ ლემპარდის სამწყსო წვრთნას შეუდგა. პირველ ვარჯიშს ფრანგიც დაესწრო, მაგრამ შემდეგ მან საგანგებო მოპყრობა ითხოვა. მწვრთნელი ნახევარმცველის ამ თხოვნას გაგებით შეხვდა. კანტეს არ სურს საქმიანობას შეუდგეს მაშინ, როდესაც მთელი ინგლისი კარანტინშია...
NBA ტეხასს განიხილავს
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია განიხილავს ვარიანტს, რომ სეზონი ჰიუსტონში ჩამთავრდეს. ამერიკული მედიის გადაწყვეტილებით NBA-ს მატჩები Toyota Center და George R. Brown Convention Center ჩატარდეს. საქმე ის არის, რომ ტეხასი შედარებით უსაფრთხო შტატია ამერიკაში და უახლოეს მომავალში სპორტული ღონისძიებები გამართვა შესაძლებელი იქნება. შტატის გუბერნატორის თქმით, ეს მაისის ბოლოს იგეგმება. ასევე იგეგმება, რომ NBA-ს სეზონი ორლანდოში, ანაც ლას...
ბაიერნმა ნოიერს 5:3 მოუგო
დიდხანს ევაჭრა მანუელ ნოიერი მიუნხენის “ბაიერნის” ბოსებს. 34 წლის გოლკიპერი ახალ, 5-წლიან კონტრაქტს და წლიურად 20 მილიონ ევროს ითხოვდა, მაგრამ არ გამოუვიდა. 3-წლიანი კონტრაქტი და წლიურად 12 მილიონი ევრო – ეს იყო “ბაიერნის” ბოლო სიტყვა. ნოიერი იძულებული იყო, თანხმობა ეთქვა. შეგახსენებთ, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე მიუნხენში 2011 წელს გელზენკირხენის “შალკედან” გადავიდა. ამ ცხრა წლის...
პსჟ რეალს დაეჯახება
ესპანური „მარკას“ ინფორმატორს თუ ვენდობით, პსჟ სერიოზულად აპირებს ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლაში ჩართვას. პარიზელებს ერთბაშად ორი თავსატკივარი აქვთ: კილიან მბაპე წლეულს ან გაისად აუცილებლად გაექცევათ მადრიდის „რეალში“ და ნეიმარს კი „ბარსელონაში“ დაბრუნება ამოუჭრია გულში. ამ ორ ფეხბურთელზე შორსმიმავალ სტრატეგიას ვერ ააგებ, ახალგაზრდა ნორვეგიელი კი დიდწილად დააბალანსებდა პსჟ-ს შეტევის ხაზს. შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი გასულ ზამთარს...
ნაკრებიდან მესამე ლიგაში
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრები გიორგი ტურძილაძე და გიორგი კორსანტია კარიერას უცხოეთში გააგრძელებენ, თუმც უცხოეთი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია – საქართველოს ნაკრების კალათბურთელები საფრანგეთის რანგით მე-3 დივიზიონის კლუბებში ჩაირიცხნენ – 22 წლის ცენტრი ტურძილაძე „რუეილ ატლეტიკში“ ითამაშებს, ხოლო მისივე თანატოლი, მძიმე ფორვარდი კორსანტია – „კაენ კალვადოსში“. ქართველთა გუნდები არც საკუთარ დივიზიონში წყვეტენ ვარსკვლავებს: „რუეილმა“ B ჯგუფის რეგულარული...
მარტინესმა ბელგიასთან გაახანგრძლივა
ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი, გუნდთან მუშაობას გააგრძელებს.. ბელგიის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდი გვამცნობს, რომ ესპანელი სპეციალისტი „ეშმაკუნებს“ 2022 წლამდე გაწვრთნის. მარტინესმა ბელგიის ეროვნული გუნდი 2016 წელს ჩაიბარა. 2018-ში ბელგიელები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევაფინალში გავიდნენ და საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავეს. შემდეგ კი ევრო 2000-ის შესარჩევ ჯგუფში 100 პროცენტიანი შედეგით (10-დან 10 მოგება) პირველი ადგილი დაიკავეს....
ალკოჰოლის სუნით აყროლებული გასახდელი
რა არ უნახავს ლეგენდარულ ფაბიო კაპელოს თავის სამწვრთნელო კარიერაში, მაგრამ არავის ისე არ გაუწვალებია, როგორც ფენომენს — რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმას. რონალდო და კაპელო ნახევარი წლით „რეალში” გადაიკვეთნენ. ეს მოხდა 2007 წლის იანვრამდე, სანამ ბრაზილიელი მადრიდს დატოვებდა და „მილანში” გადავიდოდა. „მარკა” წერს, რომ რამდენადაც უდავო იყო რონალდოს ნიჭი, იმდენად რთული აღმოჩნდა მისი მოთოკვა. „სქაი...
ექვსი ახალი შემთხვევა პრემიერლიგაში
პრემიერლიგაში ჩატარებულმა ტესტებმა ექვს ადამიანს დაუდგინა covid 19, მათ შორის ერთ-ერთი „უოტფორდის” მოთამაშეა. გუნდები საწვრთნელ პროცესს ამ კვირაში დაუბრუნდნენ. სულ 748 ტესტი ჩატარდა. კორონავირუსით დაავადებული ფეხბურთელის ვინაობას უოტფორდელები ჯერჯერობით მალავენ, ამ კლუბზე კი ყურადღება იმიტომ გავამახვილეთ, რომ ბოლო პერიოდში მისმა მოთამაშემ ტროი დინმა „პროექტის განახლების” წინააღმდეგ ბრძოლით გამოიჩინა თავი და ახლა თავისი სიმართლის არგუმენტებით გამყარებას...
ეგვიპტეში ოთხი სალაჰი დააკავეს
ეგვიპტის პოლიციამ მძრაცველთა ბანდა დააკავა. პოლიციის ასეთი მუშაობა ჩვეულებრივი მოვლენაა, უჩვეულო ის არის, რომ მძარცველები საყაჩაღოდ „ლივერპულის“ თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის ნიღბებით დადიოდნენ. შეიარაღებული ბანდა კაიროში მაშინ დააკავეს, როდესაც მაღაზიას ძარცვავდნენ. ოთხივე თამდამსხმელს სახის დასაფარად სალახის ნიღაბი ეკეთა. პოლიციის გამოჩენისთანავე მძარცველები მიმალვას შეეცადნენ, მაგრამ ვერ შესძლეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. სალაჰი ეგვიპტის ეროვნული გმირია. თამაშობს იქაურ...









