ბევრი ჩემი კოლეგის თუ უბრალოდ ქართული ფეხბურთის ქომაგის მოსაზრება წავიკითხე. ბუნებრივია, ბელარუსთან მოგება ყველას უხარია, მაგრამ საყვედურიც ბევრი იყო – თამაშის ხარისხი არ გვივარგოდაო. კარგით, რაა… მივიგეთ! თავად ეს ვიკმარე და თანახმა ვარ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 90-წუთიანი უსახური თამაშით გავიმარჯვოთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ჩვენს ბიჭებს, მათ შორის სულ ყმაწვილებსაც, ქართული ფეხბურთის რამდენიმე თაობის წინაშე ვალი დააწვათ...
ბითაძე ამაყობს, ბითაძე ემზადება, ბითაძე ამბობს…
გოგა ბითაძემ NBA-ში ერთი სეზონი უკვე გაატარა. „ინდიანა პეისერსის“ ქართველმა ცენტრმა რეგულარული სეზონის 54 მატჩი ჩაატარა. მისი საშუალო მაჩვენებელი 3.2 ქულა და 2.0 მოხსნაა. მართალია, ფლეი ოფში არ უთამაშია, მაგრამ საერთო ჯამში… „კმაყოფილი ვერ ვიქნები მხოლოდ სათამაშო დროით, მაგრამ ვითამაშე NBA-ში, მქონდა ვარჯიშები, ვნახე ფლეი ოფის მატჩები, გავიგე რა ხდება ამერიკულ კალათბურთში და მივიღე დიდი...
საქართველო ფინეთში ორჯერ ითამაშებს
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო ორ მატჩს ფინეთში გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი ჯერ მასპინძლებს ეთამაშება, ხოლო შემდეგ – შვეიცარიას. წესით, ბოლო მატჩი შვეიცარიაში უნდა გამართულიყო, მაგრამ ფიბა-ევროპამ გადაწყვიტა, რომ მატჩები ე.წ. „ბაბლის“ სისტემით ჩაეტარებინა. ფიბა-ევროპის მიერ დადგენილი ფანჯარა 23-30 ნოემბრით განისაზღვრება, თამაშების ჩატარების ზუსტი თარიღები კი მოგვიანებით დადგინდება. E ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად სერბეთი, ფინეთი და...
მისამართი შეიცვალა…
წუხელ, რეიკიავიკში გაირკვა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები C ჯგუფში ნიდერლანდებთან, უკრაინასთან და ავსტრიასთან ითამაშებს. ორი მატჩი ბუქარესტში გაიმართება, ერთიც ამსტერდამში, ნიდერნალდებთან. და რა შუაშია რეიკიავიკი? სწორედ ისლანდიაში დათმო თავის საფლეიოფო მატჩი რუმინეთის ნაკრებმა, რომლის შედეგზეც იყო დამოკიდებული C და F ჯგუფებში მეოთხე გუნდების ვინაობა. რუმინეთი, ცხადია, წარმატების შემთხვევაში, ბუქარესტის 55-ათასიან „არენა ნაციონალზე“...
პოგბა რეალზე ოცნებობს
პოლ პოგბა არ მალავს, რომ „რეალში” თამაშზე ოცნებობს, რადგან „რეალი” მისი ოცნების გუნდია. ამასთან ერთად ფრანგი ამბობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში” თავს შესანიშნავად გრძნობს. ეწყინებათ თუ არა მანჩესტერელ ფანებს მისი ეს განცხადება, ამაზე მსოფლიოს ჩემპიონს ალბათ ბევრი არ უფიქრია. მოგეხსენებათ, ევროპაში სატრანსფერო ბაზარი ამ კვირის დასაწყისში დაიხურა. 27 წლის ფეხბურთელმა თავის საკლუბო ბედ-იღბალზე საფრანგეთის ნაკრების ბანაკში...
ერთი მატჩიც და…
საქართველოს ნაკრებმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბოლო წამამდე გვენერვიულა. არადა, ყველაფერი ფაქტობრივად მატჩის დასაწყისშივე უნდა დასრულებულიყო. წარმოიდგინეთ: მე-15 წუთზე სამი ქართველი შემტევი ორი ბელარუსის მცველის პირისპირ. ეს დანამდვილებით იყო ის შემთხვევა, როდესაც ასეთი მომენტის გაფუჭებას გაუკუღმართებული ფანტაზია სჭირდება… პირდაპირ ვთქვათ, რომ ამ მატჩში საქართველოს 3-4 გოლიც რომ გაეტანა, ვერავის მოუბრუნდებოდა ენა, შედეგი ძალთა ბალანსს არ...
ზეიმი პირველი
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა შეძლო: არა შეუძლებელი, მაგრამ ძნელი. უეფას ერთა ლიგის D-ჯგუფის პლეი-ოფის ნახევარფინალში არ ყოფილა ეპიზოდები, რომლებიც ისტორიას გასწვდება, მაგრამ ესთეტიკას და სილამაზეს დღეს ბელარუსთან დღეის თამაშში ბოლო ადგილი ეჭირა. ნერვული 96 წუთის შემდეგ შედეგი დადგა, რომელმაც საქართველო დასკვნით რაუნდში გაიყვანა. ეს იყო ძნელი 1:0, მოპოვებული დიდი გარჯით და პრაგმატული მიდგომით. სწრაფად გატანილი...
ბართომეუს განაჩენი გამოუტანეს: წადი!
„ბარსელონაში“ პრეზიდენტ ხოსეპ ბართომეუს კარიერა, ფაქტობრივად, დასრულდა. უნდობლობის ვოტუმის კომისიამ შეგროვილი ხელმოწერები გადაამოწმა და დაასკვნა: 20 687 ხელმოწერიდან 18 090-ს ნამდვილობა დადასტურებულ იქნა. არადა, უნდობლობის რეფერენდუმის გამოსაცხადებლად სულ 16 521 ხელმომწერი იყო საჭირო. საზოგადოებას ეს ინფორმაცია „ბარსას“ დირექტორთა საბჭოს წევრმა და საპროტესტო მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა ჟორდი ფატემ მიაწოდა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, რეფერენდუმი არ გახდება საჭირო...
ისევ!
„ისევ ვერ მოვიგეთ!” — ასე იწყებს თავის მიმოხილვას „შპორტბილდი”. წუხელ, კიოლნში, მთელ რიგ პოზიციებზე ახლებურად დაკომპლექტებულმა გერმანიის ნაკრებმა თურქეთის ეროვნულ გუნდთან 3:3 ითამაშა. პირველი ტაიმი გერმანელებმა 1:0 მოიგეს, მეორეში კი თურქეთმა გაათანაბრა და გახურდა აქეთ-იქით თითოს შეგდება, სანამ 3:3 არ გახდა. თურქებმა ბოლო გოლი 90+4 წუთზე გაიტანეს. „ჩვენ თურქებს გოლის გასატანად ვეპატიჟებოდით, — გაწბილებული იყო...
უგოლო ფრით 2030 წლის მუნდიალისკენ!
ქართულ მას-მედიაში, გამონაკლისი შემთხვევის გარდა, სათაური უცხო ენაზე არ უნდა იწერებოდეს. მიზეზი მარტივია: ქართულ მას-მედიას წილად ხვდა პატივი გამოდიოდეს ისეთ უნიკალურ ენაზე, როგორიც ქართულია და უცხოური ასოები, მითუმეტეს სასათაურე ზომის, თან სტატიის, პოსტის თუ ბლოგის თავში, უბრალოდ რომ ვთქვათ, უხერხულია. განსაკუთრებულიც არაფერი მომხდარა. ლისაბონში ამხანაგური მატჩი გაიმართა, სადაც პორტუგალიის და ესპანეთის ნაკრებებმა 0:0 ითამაშეს და...









