ჟოზე მოურინიუ ამბობს, რომ ფინანსური „ფეარ ფლეის” იდეა მოკვდა, და ამის მიზეზი „მანჩესტერ სიტისთვის” ორწლიანი დისკვალიფიკაციის მოხსნაა. მოკლედ შეგახსენებთ: ფინანსური რეგულაციების დარღვევისთვის უეფამ „სიტის” ჩემპიონთა ლიგაში ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. კლუბმა უეფას წინააღმდეგ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში აპელაცია შეიტანა და დისკვალიფიკაციის ნაწილში მოიგო, თუმცა 9 მილიონიანი ჯარიმის გადახდა მაინც მოუხდა. გირვანქებზეა ლაპარაკი. მოურინიუს აღშფოთების საგანიც სწორედ ეს...
ექვს ერს საქართველო და ფიჯი უნდა დაემატნონ
ექვსი ერის ექსპერიმენტულ ტურნირში, რომელიც წლეულს შემოდგომის მიწურულსა და ზამთრის დასაწყისში იგეგმება, შესაძლოა, მონაწილეობა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმაც მიიღოს. ამ ვარაუდს Irishtimes-ი გამოთქვამს, რომელმაც აღნიშნულ თემას ვრცელი პუბლიკაცია მიუძღვნა. აი, რას წერენ ირლანდიელები: „მსოფლიო რაგბი მიმდინარე კვირაში აპირებს გარკვეული ნათელი მოჰფინოს დარჩენილი წლის კალენდარს. მისი ერთ-ერთი ნაწილი რვაგუნდიანი ექსპერიმენტული ტურნირი უნდა გახდეს, რომელშიც 6 ერის ნაკრებების...
ბეილს ფასი არ აქვს
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა გარეთ ბეილთან კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტს სერიოზულად განიხილავს. 30 წლის უელსელს გუნდის დატოვება უკვე ამ ზაფხულს შეეძლება. „რეალში“ ზინედინ ზიდანის დაბრუნების შემდეგ ბეილის სათამაშო დრო კიდევ უფრო შეიზღუდა. ამასთან, ფრანგს და უელსელს უკვე რა ხანია ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არ აქვთ. თუმცა, ბეილი მზად არის, მისი საკონტრაქტო ვალდებულებები ბოლომდე ამოწუროს, რომელიც 2022 წლის 30...
კლოპმა ცხოველიც კი აატირა (+ VIDEO)
ორშაბათს პატარა ინგლისური გუნდი „უიკომბი“ არსებობის 133-წლიან ისტორიაში პირველად აღზევდა ჩემპიონშიფში (რანგით მეორე დივიზიონში). გადამწყვეტ შეხვედრაში „უიკომბმა“ 2:1 დაამარცხა „ოქსფორდი“. ნამატჩევს ჟურნალისტებმა „უიკომბის“ სიმბოლოდ ქცეული ფეხბურთელი მოიქციეს ალყაში. ადებაიო აკინფენვუ ოფიციალურად ითვლება მსოფლიოში ყველაზე დიდი გაბარიტების მქონე პროფესიონალ ფეხბურთელად. 38 წლის ადებაიო 185 სმ. სიმაღლისაა და 110 კილოგრამზე მეტს იწონის. წარმოიდგინეთ მეტოქე მცველების თავზარი, როცა...
ხმას გაუფრთხილდით, ბატონო შალვა!
ბატონმა შალვა ნათელაშვილმა სამიზნედ სპორტსმენები აირჩია. დღევანდელ საქართველოში, როცა ამომრჩეველთა ხმებისთვის გაცეცხლებული ბრძოლა მიდის და მოწინავე პარტიებსაც კი თავი ქუდში ვერა აქვთ, ლეიბორისტთა ლიდერმა თავის გამოსვლით ერთგულ ამომრჩეველთა ისედაც მწირი გუნდი გაინახევრა, რადგან: საქართველოში, ეროვნულ დონეზე თუ ვინმე უყვართ – სპორტსმენები საქართველოში თუ ვინმემ იცის შრომის, ტკივილს მორევის, ქვეყნისთვის თავის დადების ფასი – სპორტსმენებმა საქართველოს...
ჩელინოს ცუდი თავდამსხმელები
იტალიური „ბრეშას“ პრეზიდენტი მასიმო ჩელინო ქუჩაში ორ მძარცველს შეება, რომლებიც მისთვის საათის წართმევას ცდილობდნენ. 63 წლის იტალიელი ბელგიის ქალაქ პადენგეში იმყოფებოდა, სადაც ახლახან სახლი შეიძინა. ჩელინოს სახლის მახლობლად მდებარე სუპერმარკეტის ტერიტორიაზე, პრეზიდენტს ორი მძრცველი დაესხა თავს და ძალიან უხეშად მოსთხოვეს ოქროს საათი. მასიმომ მძარცველები ჩხუბით მოიგერია, მაგრამ მცირე დაზიანება თავადაც მიიღო, როდესაც სახით დაეტაკა საკუთარი...
გამოაღეთ ფანჯრები!
ინგლისური პრემიერლიგის კლუბები უკვე შეთანხმდნენ სატრანსფერო ფანჯრის ვადების შეაახებ. ყველაზე ოპტიმალური აღმოჩნდა 27 ივლისიდან 5 სექტემბრამდე პერიოდი. ამ შეთანხმებას ლიგის წევრი კლუბების წარმომადგენლები უახლოეს ვიდეოკონფერენციაზე ოფიციალურად გააფორმებენ. იმავე დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება დამატებითი ორკვირიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ინგლისის ყველა დივიზიონის კლუბებს ფეხბურთელების მხოლოდ ერთმანეთისგან ყიდვა ან იჯარით აყვანა შეეძლებათ.
როცა თანაგუნდელები არ გყავს…
ალბათ რთული წარმოსადგენია, როდესაც ერთი გუნდის კალათბურთელი 74 ქულას აგროვებს და მისი გუნდი მატჩს მაინც აგებს. ასეთებიც ხდება – NBA-ს გუნდის, „ინდიანა პეისერსის“ ყოფილმა კალათბურთელმა ჯო იანგმა ჩინეთის ჩემპიონატში წარმოუდგენელად შედეგიანი თამაში აჩვენა. „მანქი კინგსისა“ და „შალდუნ გოლდენ სტარსის“ შეხვედრაში 74 ქულას მოუყარა თავი. იანგმა 39 ორქულიანიდან 21 ჩააგდო, 11 სამქულიანიდან – 6, ხოლო 15...
ჩავი ექიმებს დაერია
თუ სასწაული არ მოხდა, მომავალი სეზონიდან „ბარსელონას“ საჭეს კლუბის ლეგენდათაგანი ჩავი ჩაიბარებს. ქომაგების, ფეხბურთელების და კლუბის ხელმძღვანელების ერთსულოვნება მის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ამის წინაპირობას ქმნის. ჩავიმ კლუბის ბოსებს (ჯერჯერობით) ერთი სასწრაფოდ შესასრულებელი პირობა წაუყენა. მისი მთავარი მწვრთნელობის შემთხვევაში უნდა შეიცვალოს გუნდის სამედიცინო შტაბი, ცვლილებები კი დეპარტამენტის უფროსიდან უნდა დაიწყოს. მისი მოთხოვნა ლოგიკურია. მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ მხოლოდ...
ოთხეულში ფეხის შედგმა-გამოდგმა
ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედის” ადგილი ქარმა მსაჯის დამატებულ დროში წაიღო. გოლი 97-ე წუთზე გავიდა, როდესაც ჯეიმს ვორდ-პროუსის ჩაწოდებულ კუთხურს მიკაილ ობაფემის თავური მოჰყვა და „საუთჰემპტონმა” ანგარიში გაათანაბრა — 2:2. ობაფემი მოედანზე ათი წუთის შესული იყო. ახლა, დარჩენილია სამი ტური და „იუნაიტედის” საქმე გაცილებით რთულადაა, ვიდრე გამარჯვების შემთხვევაში იქნებოდა. როგორც ოლე გუნარ სულშერი ამბობდა, ყველაფერი შეიძლება...









