თვე: ივლისი 2020

Home 2020 ივლისი
სეტიენმა მომავალი დაინახა
ჩანაწერი

სეტიენმა მომავალი დაინახა

„ბარსელონას“ თავკაცი კიკე სეტიენი საკუთარ მომავალს ისევ კატალონიურ კლუბში ხედავს. „რა თქმა უნდა, მომავალ სეზონში ჩემ თავს ისევ „ბარსელონას“ მწვრთნელად ვხედავ. თუმცა, რეალობა ისეთია, ხანდახან დასახული მიზანის განხორციელება არ გამოდის. დიახ, მე ვიღებ პასუხისმგებლობას, მაგრამ არა სრულად. როდესაც ეძებენ დამნაშავეს, რატომღაც ყველა მთავარ მწვრთნელს უყურებს. არ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ყველაფერი ცუდად არის, რადგან ბოლო პერიოდში...

დემბელე+80 მლნ.=ნეიმარი
ჩანაწერი

დემბელე+80 მლნ.=ნეიმარი

ძალიან მარტივი ფორმულაა, რომლის ავტორებიც ფრანგული პსჟ-ის ხელმძღვანელები არიან. ეს ხალხი, როგორც სრულიად საფეხბურთო სამყარო, დაღალა „ბარსელონას“ უშედეგო მცდელობებმა, არადა ლეო მესი ნეიმარის ტრანსფერს კატეგორიულად ითხოვს. ბარსელონელებს ნეიმარის საყიდელი ფული არ აქვთ და იმთავითვე იგულისხმებოდა, რომ მის შესაძლო ტრანსფერში „ხურდად“ ესპანური კლუბის რომელიმე ფეხბურთელიც იქნებოდა ჩართული. აქ კი თავად პარიზელებმა აარჩიეს სამიზნე და თუ პრეზიდენტ...

ბაიერნს ტალანტები სჭირდება
ჩანაწერი

ბაიერნს ტალანტები სჭირდება

მიუნხენის „ბაიერნმა“ პსჟ-დან 18 წლის მცველი ტანგი ნიანზუ კუასი დაიმატა. ნიჭიერი ფეხბურთელი „რეკორდმაისტერს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. 18 წლის ფეხბურთელი პარიზული კლუბის აღზრდილია. ის მცველია, თუმც 2019-2020 წლების სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში სამი გოლის გატანა და ამდენივე საგოლე პასის გააკეთება მოახერხა. კუასიმ „ბაიერნთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა… ამ კონტრაქტს მოჰყვა დიდი აჟიოტაჟი – თითქოს „ბაიერნი“ კონკურენტ...

… თუ გამოვიდა კარგი იქნება
ჩანაწერი

… თუ გამოვიდა კარგი იქნება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ თუ ექვს ერზე საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების დამატებით შემოდგომაზე ტურნირი გაიმართება, ეს განვითარებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება, მაგრამ ის ფიქრობს, რომ სანამ ოფიციალური შეთავაზება არ იქნება, ამ საკითხზე სერიოზული ფიქრი ნაადრევია: „სასიამოვნო ინფორმაციაა და ძალიან კარგი იქნებოდა მოვლენების ამგვარი განვითარება, თუმცა ეს არაა ოფიციალური ვერსია. ამასთან...

ალაბას ცალმხრივი სიყვარული
ჩანაწერი

ალაბას ცალმხრივი სიყვარული

წლების წინ ქართულ რესტორნებში მღეროდნენ ხოლმე – „ვისაც ვუყვარვარ, მე ის არ მიყვარს, ვინაც მე მიყვარს – არ მეკარება“… დაახლოებით იგივე სჭირს მიუნხენის „ბაიერნის“ მცველ დავიდ ალაბას. მის კონტრაქტს 2021 წელს გასდის ყავლი, მაგრამ ახალზე შეთანხმება ვერ ხერხდება. ფეხბურთელი წლიურად 20 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს. გერმანული კლუბის ბოსებმა მას აგრძნობინეს, ამხელა ხელფასი აშკარად გაწყენსო და,...

კოსმოსური ფორმულა
ჩანაწერი

კოსმოსური ფორმულა

შარშან „ფორმულა 1“- ს საჯინიბოებმა რამდენჯერმე შოკში ჩააგდეს ავტოსპორტის მოყვარულები. პიტ-სტოპებზე საბურავების შეცვლის პროცესი იმდენად დახვეწილი გახდა, 2019 წლის განმავლობაში მხოლოდ „რედ ბულის“ მექანიკოსებმა ხუთჯერ მოახერხეს ოთხი საბურავის ორ წამზე ნაკლებ დროში გამოცვლა. საუკეთესო შედეგი 1.82 წამი (!!!) იყო. ქომაგები შიშობდნენ, რომ რვათვიანი უქმობა ცუდად აისახებოდა ტექნიკური პერსონალის ოსტატობასა და სინქრონულ მუშაობაზე. ნურას უკაცრავად! სეზონის...

გოლზე დაგეშილი
ჩანაწერი

გოლზე დაგეშილი

იტალური „ატალანტა“ ძალიან მაგარ ფორმაშია და ასეთივე ფეხბურთს თამაშობს. ჯან პიერო გასპერინის გუნდს კარანტინის შემდეგ წაგება არ აქვს – რვა შეხვედრიდან შვიდი მოიგო და მხოლოდ ტურინის „იუვენტუსთან“ (2:2) ითამაშა ფრედ. აღსანიშნავია, რომ ტურინელებისგან ორივე გოლი პენალტით გაუშვა. ბოლოს ბერგამოელებმა სერია A-ს აუტსაიდერი „ბრეშა“ გაანადგურეს – 6:2. მიმდინარე ჩემპიონატში „ატალანტას“ უკვე 93 გოლი აქვს გატანილი. XXI-ე...

მითხარი, ვინ გიხდის ხელფასს…
ჩანაწერი

მითხარი, ვინ გიხდის ხელფასს…

        ეს წერილი გულწრფელობაზეა. აი, იცით, როგორ გულწრფელობაზე? ადამიანი საკუთარ თავთან მარტო რომ დარჩება და მაშინ მაინც რომ უნდა იყოს გულწრფელი, სწორედ იმ გულწრფელობაზე.– ვწერდით ორიოდ დღის წინ. ახლაც იმავე გულწრფელობის თემას მივუბრუნდით და… ამბობენ, ЦСКА -ს დიდი ხანია არანაირი კავშირი აღარ აქვს რუსულ არმიასთან, კრემლთანო, თუმც… ფორმალურად ეს მართლაც ასეა, მაგრამ...

დოქტორი მარკუს რეშფორდი
ჩანაწერი

დოქტორი მარკუს რეშფორდი

წარმოიდგენდით? მარკუს რეშფორდმა მანჩესტერის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიიღო. მიზეზი: მან ღარიბ ბავშვთათვის 20 მილიონი გირვანქის აგროვებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. „მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების 22 წლის თავდამსხმელი covid 19-ის კარანტინის გმირის სერ ტომი მურის გზას დაადგა და მთელს ინგლისში გაითქვა სახელი. რეშფორდი ტომი მურისგან განსხვავებით, რასაკვირველია ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ, როგორც გითხარით, ამჯერად მას...

თავის მართლება არ შეიძლება
ჩანაწერი

თავის მართლება არ შეიძლება

ლუის სუარესი მიიჩნევს, რომ მიმდინარე სეზონში „ბარსელონამ” თავად გაუშვა ხელიდან უპირატესობა და დიდი ალბათობით ჩემპიონის ტიტულიც დაკარგა. სეზონის განმავლობაში ლა ლიგის ცხრილს მეტწილად კატალონიელები ლიდერობდნენ, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონი, სავარაუდოდ ხვალ, „რეალი” გახდება. სუარესმა „მუნდო დეპორტივოს” მისცა ინტერვიუ: „ჩვენ საკუთარი თავი უნდა ვაკრიტიკოთ. ტიტული თავად გავუშვით ხელიდან. კარგად ვხვდებით, რომ ეს ჩვენი ბრალია და თავის გასამართლებელ...