საჩოგბურთო სამყარო აგვისტოს ელოდება. სწორედ 3 აგვისტოს WTA ქალთა ტურს პალერმოში განაახლეებს, აქედან ზუსტად 11 დღეში კი ATP და ვაჟთა ჩოგბურთი ვაშინგტონის ტურნირით დაგვიბრუნდება.
ახლა თავსატეხი ისაა, როგორი უნდა იყოს სარეიტინგო ქულების დათვლის სისტემა. მოგეხსენებათ, გაცდენილ თვეებში ჩოგბურთელებს შარშანდელი ქულები ჰქონდათ დასაცავი, რაც ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოახერხეს. ქულების ბრმად ჩამოჭრაც აშკარა უსამართლობა იქნებოდა. როგორ ჩანს, აზრი შეჯერდა: ტურის განახლების შემდეგ ჩოგბურთელებს გამომუშავებული ქულები სრულად დაემატებათ, მაგრამ ზუსტად 52 კვირის (1 წლის) განმავლობაში ყოველკვირეულად დააკლდებათ იმ ქულების 1/52, რაც ლოკაუტის ოფიციალურად გამოცხადებამდე ჰქონდათ.მაგალითად რაფაელ ნადალი, რომელსაც 9850 სარეიტინგო ქულიდან აგვისტო-სექტემბერში 5360-ს დაცვა მოუწევდა – შარშან მან აშშ-ის ღია პირველობა, „როლან გაროსი“ და რომის „მასტერსი“ მოიგო, მადრიდის „მასტერსზე“ კი ნახევარფინალში გავიდა.
რაც შეეხება საქართველოს პირველ ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილს, ლოკაუტის გამოცხადების მომენტისთვის 1395 ქულით რეიტინგში 27-ე პოზიციაზე იდგა. შესაბამისად, მისი დანაკარგი ერთი წლის განმავლობაში ყოველკვირეულად 1395:52=27 ქულა იქნება.
იმედია, დამდეგ საჩოგბურთო სეზონში ნიკას მონაგარი დაქვითულს ბევრად გადააჭარბებს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
