მართალია, ამჟამად ყატარულ „ალ-სადს“ უდგას სათავეში, მაგრამ ესპანური ფეხბურთის ლეგენდა ჩავი ერნანდესმა უკვე განაცხადა თანხმობა, სათავეში ჩაუდგეს „ბარსელონას“.კლუბის ყველაზე ტრიუმფალური ეპოქის ერთერთ შემოქმედს მთავარი მწვრთნელის პოსტს შარშანვე სთავაზობდნენ, მაგრამ თავად იუარა – ჯერ „ბარსელონას“ საკადრი მწვრთნელი არ ვარო. როგორც ჩანს, გასულმა პერიოდმა მას თავდაჯერება შემატა. თანაც, ასეთი შანსი მესამედ როდის მიეცემა, ვინ იცის.
რაც შეეხება კიკე სეტიენს: მას შესაძლოა, სეზონის ჩამთავრება აცალონ, თუმცა არ არის გამორიცხული, დაუყოვნებლივაც გაუშვან. ასეთ შემთხვევაში მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად „ბარსელონა B“-ს დამრიგებელი გარსიუ პიმიენტუ დაინიშნება.
კლუბის პრეზიდენტ ხოსეპ ბარტომეუს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ფეხბურთელებმა. ბოლოს და ბოლოს, ჩავი ლეო მესისთვისაც კი შეუვალი ავტორიტეტია. ჩავის წლიური ხელფასი 6 მილიონი ევრო იქნება.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
