ნათელა ძალამიძემ, რომელიც აქამდე რუსეთის სახელით ასპარეზობდა, მოქალაქეობა შეიცვალა, ქართული პასპორტი აიღო და მოახლოებულ „უიმბლდონზე“ ჩვენი სახელით ითამაშებს. ძალამიძე, აქამდე რუსეთში ვარჯიშობდა, WTA-ს რეიტინგშიც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლად იყო ხსენებული. ახლა კი მის პროფილზე საქართველო და ჩვენი ქვეყნის დროშაა მითითებული. ნათელა ძალამიძე WTA-ს 44-ე პოზიციაზეა, ოღონდ წყვილთა თანრიგში. მას ორი ტურნირი აქვს მოგებული. ბოლოს რუსეთის სახელით...
ჭდე: WTA
ნაომი მედიას გაებუტა
მსოფლიოს მეორე ჩოგანი ნაომი ოსაკა „როლან გაროსიდან“ მოიხსნა. მიზეზი – ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე უარი. 23 წლის იაპონელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 2018 წელს პირველი სლემტიტულის მოპოვების შემდეგ მუდმივად აწუხებდა დეპრესიის ხანგრძლივი შეტევები. ჯერ კიდევ გასულ კვირაში ნაომიმ თქვა, რომ ფსიქოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით არ მიიღებდა მონაწილეობას მატჩისშემდგომ პრესკონფერენციებში. არადა, WTA და ATP-ის დებულებით, ეს სავალდებულო პროცედურაა....
ქალთა წელი შეუჯამებელი დარჩა
ქალთა შორის წლის შემაჯამებელი ტურნირი გაუქმებულია. ეს გადაწყვეტილება WTA-მ საბოლოოდ მიიღო. შეჯიბრი ჩინეთში უნდა გამართულიყო, მაგრამ… იმედად რჩებოდა, რომ წლის ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირის ჩატარება სხვა ქვეყანაში იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ WTA-ს ხელმძღვანელობას ბევრი არ უფიქრია და საერთოდ გააუქმა. „სამწუხაროდ, ჩინეთში ყველა ტურნირის გაუქმება, ქალთა შემაჯამებელსაც ეხება. ასევე ანულირებულია ამ ტურნირზე გასასვლელად სპეციალურად შექმნილი რეიტინგიც. ჩვენ პატივს...
რამდენს დაუქვითავენ ბასილაშვილს?
საჩოგბურთო სამყარო აგვისტოს ელოდება. სწორედ 3 აგვისტოს WTA ქალთა ტურს პალერმოში განაახლეებს, აქედან ზუსტად 11 დღეში კი ATP და ვაჟთა ჩოგბურთი ვაშინგტონის ტურნირით დაგვიბრუნდება. ახლა თავსატეხი ისაა, როგორი უნდა იყოს სარეიტინგო ქულების დათვლის სისტემა. მოგეხსენებათ, გაცდენილ თვეებში ჩოგბურთელებს შარშანდელი ქულები ჰქონდათ დასაცავი, რაც ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოახერხეს. ქულების ბრმად ჩამოჭრაც აშკარა უსამართლობა იქნებოდა. როგორ...
შიში და გაურკვევლობა – რა იქნება ხვალ?
კრამიტებს ამტვრევდაო ვერ ვიტყვით, მაგრამ ხელწამოსაკრავი ჩოგბურთელი არასდროს არავისთვის ყოფილა. თავისი სათამაშო სტილით, შეუპოვრობით და ბრძოლისუნარიანობით კი გამოირჩეოდა და არაერთი ხმაურიანი გამარჯვებაც მოუპოვებია. კალათბურთივით არა, თუმც სიმაღლე უმნიშვნელო ფაქტორი არც ჩოგბურთშია, რაც მოთამაშეს მოწოდების დროს დიდად ეხმარება. ის კი ტანდაბალი გახლდათ (160 სმ.), მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია უმაღლეს დონეზე ეთამაშა და საკუთარი კოლექცია პრესტიჟული...




