ჩემპიონთა ლიგის მომგები „ლივერპული,“ ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. გასულ კვირას მათ პირველად ივარჯიშეს „მელვუდის“ საწვრთნელ ბაზაზე. იურგენ კლოპის განკარგულებაში ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელები იყვნენ, 17 წლის ჰოლანდიელი ახალწვეულის, სეპ ვან დენ ბერგის ჩათვლით, რომელიც მერსისაიდელებს „ზვოლედან“ შეუერთდა ორიოდ კვირის წინ. გამოცდილთაგან ივარჯიშა ჯეიმს მილნერმა. აქტიურები იყვნენ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი და ადამ ლალანა, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებას ცდილობენ....
წელი: 2019
ქუჩური ამბავი: პოგბა vs ლინგარდი
მას მედიასა და სოციალურ მედიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია ავსტრალიიდან ელვის სისწრაფით გავრცელებულმა რამდენიმე წამიანმა ვიდეომ, სადაც გადაღებულია, როგორ მიდიან „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელები ქუჩაში და როგორ ედავება ერთი შეხედვით აგრესიული პოლ პოგბა რაღაცას ჯესი ლინგარდს, რომელიც პასუხს არ ცემს. შემდეგ, პოგბას უკნიდან ვიქტორ ლინდეოფი ჰკიდებს ხელს და გაყავს. ზოგადად, ვიდეო მანჩესტერელთა ქუჩაში ვოიაჟის შესახებ უფრო ვრცელია...
მერსედესის კატასტროფა
„ფორმულა 1“-ს მიმდინარე სეზონი „მერსედესის“ ისეთი უპირატესობით მიმდინარეობს, ინტრიგა უკვე მკვდარია. ბრიტანელი ლუის ჰემილტონიც უკვე შეირაცხა ჩემპიონად, თუმცა… ავსტრიის გრან-პრი „მერსედესის“ კატასტროფულ მარცხად იქცა. ლუის ჰემილტონი ფინიშზე მხოლოდ მეხუთე მივიდა. უკეთესად იასპარეზა მისმა თანაგუნდელმა ვალტერ ბოტასიმ, თუმცა მისი შედეგიც მხოლოდ პოდიუმის მესამე საფეხურისთვის აღმოჩნდა საკმარისი. ავსტრიაში „რედ ბულის“ პილოტმა მაქს ფერსტაპენმა იპირველა და ინტრიგის ნაპერწკალი...
ტიტეს ხუთოსნები
ბრაზილიის ნაკრებმა 12-წლიანი პაუზის შემდეგ დიდი ტიტული მოიგო. ისტორიაში მეცხრედ, „სელესაომ“ წარმატებას „კოპა ამერიკაზე“ მიაღწია, თანაც საკუთარი გულშემატკივრის წინაშე. პერუსთან ფინალურ შეხვედრაში 3:1 გამარჯვების შედეგად, ბრაზილიამ საკუთარი მიღწევა ხელუხლებელი დატოვა და იმ ოთხეულში ადგილი შეინარჩუნა, სამშობლოში ჩატარებული სამხრეთ ამერიკის ყველა ჩემპიონატი რომ მოუგიათ, თანაც მეხუთედ. პერუელებს პირველი ბურთი ევერტონმა შეუგდო, მან გაბრიელ ჟეზუსის პასით ისარგებლა....
ბებია და მჭადი…
ეს ზაფხული საფეხბურთო თვალსაზრისით, შესაძლოა, ისეთივე ცხელი ვერ გამოდგა, როგორც შარშანდელი, როდესაც მილიონობით ქომაგის თვალი, ყურადღება და ინტერესი რუსეთში გამართული მონდიალისკენ იყო მიპყრობილი, მაგრამ მთლად უფეხბურთობასაც არ ვუჩიოდით. სამხრეთ ამერიკული გუნდების ქომაგებს მოსაწყენად არ ეცალათ. ბრაზილიაში დასრულებულ კოპა ამერიკას უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს. ნეიმარის გარეშე „პენტაკამპეონებმა“ შინაური კედლებიდან თასი არავის გაატანეს და დამსახურებულადაც იჩემპიონეს. ფინალში,...
დანი ალვეშის ორმოცი
ბრაზილიის ნაკრებმა „კოპა ამერიკას“ ფინალი პერუსთან 3:1 მოიგო. მატჩის შემდეგ ბრაზილიელი დანი ალვეში ფეხბურთის ისტორიაში შევიდა, როგორც 40 ტიტულის მომგები პირველი ფეხბურთელი. 36 წლის მცველი ორ-ორჯერ გახდა ამერიკის და კონფედერაციათა თასის გამარჯვებული. ამას გარდა ალვეშმა „ბარსელონასთან“ ერთად ესპანეთში ექვსჯერ იჩემპიონა, პსჟ-სთან ერთად ორჯერ საფრანგეთში იპირველა და ერთხელ „იუვენტუსის“ რიგებში სკუდეტოც მოიპოვა. სხვა წვრილმანები რომ გამოვტოვოთ,...
მეფე ტატამზე მეფურად დაბრუნდა
ძიუდოს მეფე ტატამზე დაბრუნდა. მსოფლიოს ათგზის და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, დაუმარცხებელი ტედი რინერი კვლავ მწვერვალზეა. წელიწადნახევრის განმავლობაში ფრანგი არანაირ შეჯიბრზე არ გამოსულა და ხანგრძლივი ტაიმ-აუტის შემდეგ დაბრუნებულმა, პირველივე ტურნირზე გაიმარჯვა. მონრეალის გრან-პრის ნახევარფინალში რინერმა 100 კგ-მდე კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა, ფინალში კი იაპონელ ხისაეში ხარასავას სძლია, რომელიც რინერს რიოს ოლიმპიადის ფინალშიც ჰყავდა დამარცხებული....
გადახტდნენ და გადაახტდნენ
„მსოფლიო ჩემპიონები რომ გავხდეთ მე არ წავალ იმ დაწყევლილ თეთრ სახლში,“ – ეს სიტყვები ამას წინათ მეგან რაპინოს ბაგედან გამოიცრა. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ რაპინო ახლა სწორედ მსოფლიო ჩემპიონია. საფრანგეთში დასრულებულ ქალთა მონდიალზე მოგახსენებთ, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების გუნდი ყველა მეტოქეზე თითქმის ერთი თავით მაღლა იდგა და უძლიერესის წოდებაც დამსახურებულად მოიპოვა. ამერიკელმა მანდილოსანმა მობურთალებმა...
წითელი ფინალში
გაბრიელ ჟესუსი მძვინვარებდა და ტიროდა — ის „კოპა ამერიკას” ფინალში გააგდეს. ბრაზილიის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა ამავე შეხვედრაში საგოლე პასი გადააწოდა და გოლიც გაიტანა. თამაშის მე-15 წუთზე მან „გრემიოს” ფორვარდ ევერტონს გაუწია ასისტენტობა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს, უფრო სწორად, მსაჯის წამატებულ დროში, პერუელთა მიერ ანგარიშის გათანაბრებიდან ოთხი წუთის შემდეგ, ჩემპიონატის მასპინძლები კვლავ წინ გაიყვანა...
ლევანდოვსკიც? ვერ მოგართვით
მას მერე, რაც მათს ჰუმელსი „დორტმუნდში“ დაბრუნდა, ქომაგებმა იფიქრეს, ეგებ „ბაიერნის“ გაახალგაზრდავების პოლიტიკით ვისარგებლოთ და ხელი რობერტ ლევანდოვსკისაც გამოვკრათო, მაგრამ ნურას უკაცრავად, პოლონელი „რეკორდმაისტერისთვის“ საჭირო ფეხბურთელია და ის მიუნხენში რჩება. 30 წლის თავდამსხმელს „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2 წლის თავზე ეწურებოდა, თუმც გაგრძელებას დათანხმდა და შეეცდება გერმანიის უტიტულოვანესი კლუბისთვის კიდევ გაიტანოს. ლევანდოვსკი „ბაიერნში“ სწორედ „დორტმუნდიდან“ 2014 წელს...









