მეფე ტატამზე მეფურად დაბრუნდა

Home სიახლეები მეფე ტატამზე მეფურად დაბრუნდა
მეფე ტატამზე მეფურად დაბრუნდა

ძიუდოს მეფე ტატამზე დაბრუნდა. მსოფლიოს ათგზის და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, დაუმარცხებელი ტედი რინერი კვლავ მწვერვალზეა. წელიწადნახევრის განმავლობაში ფრანგი არანაირ შეჯიბრზე არ გამოსულა და ხანგრძლივი ტაიმ-აუტის შემდეგ დაბრუნებულმა, პირველივე ტურნირზე გაიმარჯვა.

მონრეალის გრან-პრის ნახევარფინალში რინერმა 100 კგ-მდე კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა, ფინალში კი იაპონელ ხისაეში ხარასავას სძლია, რომელიც რინერს რიოს ოლიმპიადის ფინალშიც ჰყავდა დამარცხებული.

“ჩემთვის ეს რთული დღე იყო. წელიწადნახევრიანი შესვენების შემდეგ საკუთარი თავის შემოწმება გადავწყვიტე. ჩემთვის ეს ოლიმპიადისთვის მზადებაა, თუმცა დღეს ყველაფერი არ მიჩვენებია, რაც შემიძლია. მთავარია, რომ მოგიგე. სერიოზული მოწინააღმდეგეები მყავდა. ვფიქრობ, ჩემი მეტოქეები ნახევარფინალსა და ფინალში დღეისთვის უძლიერესი ძიუდოისტები არიან” – თქვა მონრეალის კვარცხლბეკზე ასვის შემდეგ რინერმა.