ივლისის ბაშომდე რამდენიმე დღით ადრე ლევან გორგაძემ მხრის ტრავმა კი მიიღო, მაგრამ თავადვე თქვა, საშიში არაფერიაო და საკონტროლო შეხვედრებშიც მშვენივრად გამოიყურებოდა. ბაშო დაიწყო და ლევანმა ისეთ მეტოქეებთან წააგო, აქამდე უპრობლემოდ რომ გაჰქონდა დოჰიოდან. ზედიზედ ოთხი მარცხი ოძეკის ტიტულის მატარებელი ქართველისთვის კატასტროფული შედეგია და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტოჩინოშინი ტურნირად მოხსნას გადაწყვეტს. ხუთშაბათს ჩვენეური დოჰიოდან მეორე მაეგაშირა...
წელი: 2019
იოსებიძის ქუჩიდან შერიფის განადგურებამდე
ბნელი 90-იანების მიწურულს, 1999 წლის 20 აგვისტოს, თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე, 161-ე სკოლის ბაზაზე საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ დაარსდა. 16 წლის თავზე, „საბურთალომ“, ჭაბუკთა შორის შიდა თუ ევროსარბიელზე წარჩინებულად რომ გამოდიოდა, საქართველოს უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. სამ წელიწადში თბილისური გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვა. 9 ივლისს, „საბურთალო“ მოლდოვაში ჩაფრინდა...
მილიტაო პრეს-კონფერენციაზე ცუდად გახდა
იშვიათი რამ მოხდა „რეალის” პრეს-კონფერენციაზე, სადაც მადრიდული კლუბი 21 წლის ცენტრალურ მცველ ედერ მილიტაოს წარადგენდა. „პორტუსგან” 50 მილიონ ევროდ ნაყიდი ბრაზილიელი რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ ცუდად გახდა. დეტალების მოყოლას აზრი არ აქვს, რადგან ყველაფერი თანდართულ ვიდეოზე შეგიძლია ნახოთ. ფაქტია, რომ ფეხბურთელმა ოფიციალური პრეზენტაცია შეწყვიტა. შესაძლოა, მილიტაოს ცუდად გახდომა მგზავრობისა და გადაღლის ბრალი იყო. მოთამაშე...
მოიგო და ალალია
გიო ჩაკვეტაძემ ბოლო ერთ წელიწადში ქართული ფეხბურთის ყველა ქომაგის გული მოიგო. ჰოდა, სპორტულმა ჟურნალისტებმაც ის გააპირველეს. ამ ასაკში საუკეთესოობა გიო ქინქლაძის მერე არავის რგებია. „სარბიელმა“ დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულ პარტნიორ „ლიდერბეთთან“ ერთად კიდევ ერთი მეგობრის – „ბეარ თაიმის“ ტერიტორიაზე გამართა. გიორგი ჩაკვეტაძე მოკრძალებული ბიჭია და უნდა გენახათ რა სახე ჰქონდა, როცა პირველობას პირველი მწვრთნელი თამაზ კოსტავა,...
პასები, პასები, პასები ჩქარა!
ესეც ფრენკ ლემპარდის პირველი მატჩი „ჩელსის” მწვრთნელის რანგში. დასავლეთ ლონდონელებმა ირლანდიურ „ბოჰემიანსთან” 1:1 ითამაშეს. ლემპარდის შეგირდთაგან ანგარიში მიჩი ბატშუაიმ გახსნა, მაგრამ „ბოჰემიანსში” გასინჯვაზე მყოფმა ერიკ მოლოიმ ბოლო წუთებში გაათანაბრა. ლემპარდმა შესვენებისას 11 ფეხბურთელი შეცვალა. ვინც ხელთ ჰყავდა, ყველას შეავლო თვალი, მათ შორის 17 წლის ჰოლანდიელ იან მაატსენს. „ჩელსის” საიტზე მატჩის გარჩევა გუნდის ყოფილმა ფორვარდმა ჯიმი...
გიორგი ჩაკვეტაძე: ველოდი, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი
გიორგი ჩაკვეტაძე მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ ერთი დიდი საქმე უკვე გააკეთა: ვერის (კიროვყოფილი) პარკში, ბუკიას ბაღის საჭადრაკო მაგიდებთან, თბილისური ეზოების და სოფლის ბირჟებზე წლების წინ მინავლულ დისკუსიებს ქართული ფეხბურთის შესახებ დიდი ცეცხლი შეუნთო. მორიდებული სახის და მანერების ახალგაზრდამ ისევ დააბრუნა საქართველოში იმ ფეხბურთზე საუბრის ხალისი, რომელსაც პაიჭაძე, ბასა, მესხი, ყიფიანი და სხვები თამაშობდნენ. ჩაკვეტაძის დრიბლინგებმა,...
რა თქმა უნდა, ჩაკვე!
„სარბიელის“ ტრადიციული, რიგით მე-18 გამოკითხვის შედეგების გამოცხადება წლეულს უჩვეულოდ გვიან, ახლაღა გვიხდება, თუმც მიზეზიც ობიექტურია – გამარჯვებული საქართველოში არ იმყოფებოდა… შარშანდელივით, წლეულსაც ჩვენი პარტნიორი კომპანია „ლიდერბეთი“ გახლავთ, ლიდერი კომპანია ინტერნეტსივრცეში. შეგახსენებთ, „სარბიელის“ გამოკითხვა, რომელშიც სპორტული ჟურნალისტები მონაწილეობენ და რომლის მიზანიც სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის გამოვლენა გახლავთ, შარშან, „სარბიელთან“ ერთად 10-წლიანი პაუზის შემდეგ აღვდგინეთ. „სარბიელისა“ და „ლიდერბეთის“ წლევანდელ გამოკითხვაში...
სტარიჯის ძაღლი
დენიელ სტარიჯს შვებულება ჩაუმწარეს. მართალია, ლივერპულის ფორვარდს 2018-2019 წლების სეზონში ბევრი საქმე არ ჰქონია. ის პრემიერლიგის ოდენ 18 მატჩში გამოჩნდა მოედანზე და საკუთარ გუნდს მხოლოდ 2 გოლით შეეწია. სტარიჯი გადაღლილი იყო, სეზონის დასრულებამ სულზე მიუსწროო ვერ ვიტყვით, მაგრამ შვებულება ნებისმიერ შემთხვევაში გეკუთვნის და მას როგორც გინდა ისე გამოიყენებ. სტარიჯიც ადგა და ოკეანისგაღმა გაემგზავრა, კონკრეტულად კი...
ლეგენდა პარკეტზე
ბრიტანული “მირორის” ცნობით, გასაოგნებელი ამბავი მოხდა კალიფორმიაში, სადაც კრივის ლეგენდა ფლოიდ მეივეზერი კარიერაში პირველად წაიქცა. 50 ელიტარული ბრძოლის მომგებმა ამერიკელმა როგორც იქნა იგემა დაცემის სიმწარე, მერე რა რომ კალათბურთის თამაშისას… ასეთი ამბავი იყო: მეივეზერმა საკალათბურთო ქველმოქმედება მოინდომა და კალიფორნიის მავან ქალაქში კომიკოს ნიკ ქენონთან, რეალითი-შოუს ვარსკვლავ კოლტონ ანდერვუდთან და კრივის საერთაშორისო ფედერაციის მეორე ქვესაშუალო წონის...
სად არის ნეიმარი? ვის უნდა ნეიმარი?
„პარი სენ ჟერმენმა” ახალი სეზონისთვის მზადება ნეიმარის გარეშე დაიწყო. სად არის 27 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავი? პარიზულმა კლუბმა განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს — ნეიმარს პსჟ-სგან გაცდენის ნებართვა არ აუღია. უნებართვო გაცდენას კი, რასაკვირველია, შინაგანი გარჩევები მოჰყვება. ნეიმარს კონტრაქტის თანახმად „პარკ დე პრენსზე” 2022 წლამდე მართებს დარჩენა. კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ვარსკვლავის თანამემამულე ლეონარდომ თქვა: „ერთადერთი ის...









