დენიელ სტარიჯს შვებულება ჩაუმწარეს. მართალია, ლივერპულის ფორვარდს 2018-2019 წლების სეზონში ბევრი საქმე არ ჰქონია. ის პრემიერლიგის ოდენ 18 მატჩში გამოჩნდა მოედანზე და საკუთარ გუნდს მხოლოდ 2 გოლით შეეწია. სტარიჯი გადაღლილი იყო, სეზონის დასრულებამ სულზე მიუსწროო ვერ ვიტყვით, მაგრამ შვებულება ნებისმიერ შემთხვევაში გეკუთვნის და მას როგორც გინდა ისე გამოიყენებ.
სტარიჯიც ადგა და ოკეანისგაღმა გაემგზავრა, კონკრეტულად კი ლოს-ანჯელესში, სადაც მას სახლი აქვს, თუმც ქურდბაცაცებმა ისე გაამწარეს იქაურობის დანახვა აღარ უნდა. სტარიჯი ლოს-ანჯელესის სახლის გაყიდვას აპირებს, მიზეზი კი ძარცვაა. არ იტყობინებიან, ქურდებმა რაიმე ძვირფასეულობა და თანხა თუ მოიპარეს, მაგრამ რაც ითქვა ისაა, რომ სტარიჯის ძაღლი დაკარგა.
„მავანნი ლოს-ანჯელესის სახლში შეიპარნენ და ძაღლი მომპარეს. თუ ვინმემ იცით ვის შეეძლო ეს გაეკეთებინა, ინფორმაციისთვის ნებისმიერ თანხას გადაგიხდით. მსურს ვიცოდე ვინ გამძარცვა და რატომ წაიყვანეს ჩემი ძაღლი. ხომ არ შეიშალეთ?
ვინც ძაღლს დამიბრუნებს, 30 ათას გირვანქას გადავუხდი. ქეშად, პირდაპირ ხელში. ოღონდ მომიყვანეთ და თანხას არ დავიშურებ. ფეხებზე მკიდია უკვე ეს სახლი, აქედან მალე წავალ,“ – ამბობს აღშფოთებული სტარიჯი.
რა თქმა უნდა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ფეხბურთელების სახლებს ძარცვავენ, მაგრამ ქურდები ძირითადად იმ დროს მოქმედებენ, როდესაც მატჩი მიმდინარეობს და ზუსტად იციან, რომ სახლის პატრონი მოედანზე ბურთს დასდევს.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
