დენიელ სტარიჯს შვებულება ჩაუმწარეს. მართალია, ლივერპულის ფორვარდს 2018-2019 წლების სეზონში ბევრი საქმე არ ჰქონია. ის პრემიერლიგის ოდენ 18 მატჩში გამოჩნდა მოედანზე და საკუთარ გუნდს მხოლოდ 2 გოლით შეეწია. სტარიჯი გადაღლილი იყო, სეზონის დასრულებამ სულზე მიუსწროო ვერ ვიტყვით, მაგრამ შვებულება ნებისმიერ შემთხვევაში გეკუთვნის და მას როგორც გინდა ისე გამოიყენებ. სტარიჯიც ადგა და ოკეანისგაღმა გაემგზავრა, კონკრეტულად კი...
