ქალთა ფეხბურთთან ჩემი პირველი ემოცია, დაახლოებით 30 წლის წინანდელ ამბავს უკავშირდება. მაშინ თბილისში, ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად, შვედეთის რომელიღაც პროვინციის ქალ ფეხბურთელთა ორი გუნდი ჩამოვიდა. ქერა, ცისფერთვალება, ულამაზეს გოგონებს ჩვენი მოქალაქეები გაოგნებული შესცქეროდნენ. ეს იყო შოკისმაგვარი განცდა. მგონი უცხოპლანეტელები ეგონათ. „დინამოს“ სტადიონზე 80 ათასი მაყურებელი შეიკრიბა… ახლაც კარგად მახსოვს შეშინებული შვედი გოგონების თვალები, რომელთა მატჩებზე 80...
წელი: 2019
ბარსელონელი გრიზმანის შუქ-ჩრდილები
როგორც იქნა! ანტუან გრიზმანის „ატლეტიკოდან” „ბარსელონაში” გადასვლის საგა, რომელიც წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა, წარმატებით დასრულდა. ფრანგი თავდამსხმელის ესპანეთის ერთი გუნდიდან მეორეში გადასვლა ხან მავანთა რისხვას იწვევდა და ხან მავანთა აღშფოთებას. მოვლენები ისე განვითარდა, რომ გრიზმანის ტრანსფერი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა და ახლა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონი უკვე „ბლაუგრანას” ფეხბურთელია, მადრიდულმა „მარკამ” მომხდარის შავ-თეთრი მხარეების გამოცნობა სცადა. ...
როცა თამასა ძალიან მაღლაა
საფრანგეთის ნაკრების 50 წლის მწვრთნელმა დიდიე დეშამმა „შპორტ ბილდს” ინტერვიუ მისცა. საუბარი შეეხო გერმანელი მწვრთნელის თომას ტუხელის ხელში „პარი სენ ჟერმენის” გამოსვლას, „ბაიერნის” ფრანგ ვეტერანს ფრანკ რიბერის, ბენჟამენ პავარს, კინგსლი კომანს, სერჟ გნაბრის და სხვა პიროვნებესა თუ თემებს. გთავაზობთ, ამონარიდებს ამ ინტერვიუდან. — როგორ შეაფასებდით „პარი სენ ჟერმენში” თომას ტუხელის მუშაობას? — პარიზელებს სეზონის ბოლო...
ნახვამდის გრძელო!
„ჩვენმა მშვენიერმა თამაშმა ცხოვრებაში ყველაფერი მომცა. ამ ზაფხულს, ბევრი ვიყოყმანე, ვფიქრობდი რა ნაბიჯი გადამედგა და საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ საფეხბურთო კარიერა დავასრულო. მინდა ყველას მადლობა ვუთხრა, ვინც ფეხბურთში მომიყვანა და ჩემს განვითარებას შეუწყო ხელი. მათ გარეშე სპორტის ამ სახეობაში ამდენ წელს ვერ დავრჩებოდი,“ – ეს სიტყვები პიტერ კრაუჩს ეკუთვნის, რომლის წარდგენაც ფეხბურთის ქომაგებს ალბათ არ...
ქართველები ევროპაში: +3-1
ქართული გუნდების საევროსარბიელო გამოსვლა ბრწყინვალე გამარჯვებით „საბურთალომ“ დაიწყო, მერე კი თბილისურ გუნდს მხარი თანაქალაქელმა „დინამომ“ და საჩხერის „ჩიხურამაც“ აუბეს. რასაც ვერ ვიტყვით ქუთაისის „ტორპედოზე“. მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფმა ექს-ჩემპიონმა ყაზახეთში „ორდაბასთან“ იბრძოლა, თუმცა 67-ე წუთზე როინ კვასხვაძის უხეშ შეცდომის შედეგად კუთხურიდან ერთადერთი გოლი მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. მიუხედავად შეცდომისა, საქართველოს ნაკრების მეკარემ რამდენიმე ეპიზოდში...
47 პრეფექტურის სტადიონი
2020 წლის ოლიმპიური თამაშების უმთავრესი არენის – ტოკიოს ეროვნული სტადიონის მშენებლობა 90 პროცენტით დასრულებულია. სტადიონის გახსნის საზეიმო ცერემონია 21 დეკემბერს შედგება. „ფასადური სამუშაოები დასრულებულია. ამჟამად შიდა მოპირკეთებით და აღჭურვილობის მოწყობით ვართ დაკავებული. მოედანი და სარბენი ბილიკები რამდენიმე კვირაში იქნება მზად,“ – თქვა ეროვნული სტადიონის განვითარების დირექტორმა ტაკეო ტაკაჰასიმ. მოსალოდნელია, რომ პირველ დღეებში სტადიონზე სტუმრობა ყველა...
რომელუ გაიტანს თავისას?
„მანჩესტერ იუნაიტედმა” „ინტერს” გამოუცხადა, რომ 75 მილიონ გირვანქას გროშ-კაპიკს არ დააკლებს. ლაპარაკია ბელგიელი რომელუ ლუკაკუს „ოლდ ტრეფორდიდან” „სან სიროზე” გადაბარგებაზე. ვაჭრობა „იუნაიტედის” ლონდონურ ოფისში მილანელთა სპორტულ დირექტორ პიერო აუსილიოსა და ინგლისური კლუბის ვიცე-თავმჯდომარეს ედ ვუდვორდს შორის შედგა. ცნობილია, რომ „ინტერის” ახალი მწვრთნელი, „ჩელსიში” ნამუშევარი ანტონიო კონტე ლუკაკუს შეძენით დაინტერესებულია. თავად ლუკაკუ კი „მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად...
პიპიტა რჩება
გონსალო იგუაინი ტურინის „იუვენტუსის“ დატოვებაზე უარს აცხადებს და სერია A-ს სხვა კლუბების წინადადებების განხილვას არ აპირებს. „პიპიტას“ სჯერა, რომ მაურიციო სარის ფორმაციის „იუვეში“ საკუთარი როლი ექნება, ამიტომ „ალიანც სთედიუმზე“ დარჩენასა და ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლას გეგმავს. „ბებერი ქალბატონი“ მაურო იკარდის ტრანსფერზეც აქტიურად მუშაობს და თუ გარიგება შედგა, იგუაინის პერსპექტივები საგრძნობლად მოიკლებს, რამაც წესით იგი „რომას“ წინადადებაზე...
სერგეი ინგლისს დააკვდება
არ ყოფილა ჟოზე მოურინიუ ყველაფერში მტყუანი — „მანჩესტერ იუნაიტედმა” „ლაციოსგან” სერბი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ყიდვა გადაწყვიტა, რომლის შეძენა პორტუგალიელს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ სურდა. ახლა წერენ, რომ მილინკოვიჩ-სავიჩის გადაბირება ამ ზაფხულში მანჩესტერელთა მთავარი ამოცანაა. „იუნაიტედს” 24 წლის მოთამაშის შესაძენად 71 მილიონი გირვანქა (78,9 მილიონი ევრო) გადაუდია. „ოლდ ტრეფორდზე” სერბს პოლ პოგბას შემცვლელად ხედავენ. პოგბა, მოგეხსენებათ,...
გიორგი ჩაკვეტაძე: ყაზახეთთან გოლმა გოლი შემაყვარა
გიორგი ჩაკვეტაძე მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ ერთი დიდი საქმე უკვე გააკეთა: ვერის (კიროვყოფილი) პარკში, ბუკიას ბაღის საჭადრაკო მაგიდებთან, თბილისური ეზოების და სოფლის ბირჟებზე წლების წინ მინავლულ დისკუსიებს ქართული ფეხბურთის შესახებ დიდი ცეცხლი შეუნთო. მორიდებული სახის და მანერების ახალგაზრდამ ისევ დააბრუნა საქართველოში იმ ფეხბურთზე საუბრის ხალისი, რომელსაც პაიჭაძე, ბასა, მესხი, ყიფიანი და სხვები თამაშობდნენ. ჩაკვეტაძის დრიბლინგებმა,...









