წელი: 2019

Home 2019
ჭამა-სმა დიდად შესარგი…
ჩანაწერი

ჭამა-სმა დიდად შესარგი…

2019 წლის „უიმბლდონი“, თავისი საოცარი ენდშპილით, უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ნოვაკ ჯოკოვიჩის და როჯერ ფედერერის ფინალური თრილერში ვიხილეთ ყველაფერი, რატომაც მილიონობით ადამიანს უყვარს ჩოგბურთი, რატომაც უწოდებენ მას სამეფო სპორტს. შვეიცარიელ მაესტროს, რომელიც სულ მალე 38 წლისა მოიყრება, თავისი დიდებული კარიერის მანძილზე ბეწვის ხიდი იშვიათად უტყდებოდა. ნოვაკ ჯოკოვიჩთან მეორედ არ გაუმართლა… თუმცა რატომ მეორედ? ნოლემ როჯერს 2014...

ნიკოლოზ შერაზადიშვილის მორიგი ოქრო
ჩანაწერი

ნიკოლოზ შერაზადიშვილის მორიგი ოქრო

ბუდაპეშტის გრან პრიზე 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამარჯვებული ნიკოლოზ შერაზადიშვილი გახდა. მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი, რომელიც ესპანეთის სახელით გამოდის, უკვე მერამდენედ ამტკიცებს, რომ ამ წონაში მას კონკურენტი არ ჰყავს. მისი ყოველი ორთაბრძოლა იპონით მთავრდება. ფინალში შერაზადიშვილი სიოჩირო მუკაის შეხვდა. ორთაბრძოლის ბედი შერაზადიშვილმა დამატებით დროში, ბრწყინვალე კონტრშეტევით გადაწყვიტა. ნიკოლოზ შერაზადიშვილი: “ჩვენ ორივენი ვნერვიულობდით, რადგან ერთამანეთს კარგად ვიცნობთ....

იუნაიტედმა სიტის მოუგო
ჩანაწერი

იუნაიტედმა სიტის მოუგო

„სანი” წერს, ექსკლუზიურად გავიგე, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” „ლესტერ სიტისთან” ხელი ხელს დაჰკრა და ჰარი მაგუაირს სარეკორდო თანხად, 80 მილიონ გირვანქად (89,1 მილიონი ევრო ან 100,5 მილიონი დოლარი) ყიდულობსო. დღეს ინგლისის ნაკრების მცველი მანჩესტერში სამედიცინო შემოწმებაზე უნდა ჩავიდეს. ამ სატრანსფერო გარიგებაში ძირითადი თანხა 60 მილიონი გირვანქა, ხოლო კიდევ 20 მილიონი სხვადასხვა დამატება ყოფილა. შედეგად გამოდის, რომ...

აღარ ვუყუროთ ჩოგბურთს?!
ჩანაწერი

აღარ ვუყუროთ ჩოგბურთს?!

შეგვიძლია, ჩოგბურთს აღარ ვუყუროთ. ამაზე დიდი დრამის წარმოდგენაც შეუძლებელია. ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ფინალში როჯერ ფედერერს 7:6, 1:6, 7:6, 4:6, 13:12 მოუგო. სტატისტიკა ამბობს, როჯერი უკეთესი იყოო, მაგრამ ფაქტია – თასი ნოვაკმა აღმართა… ამას ვერ აღწერ. უნდა გენახა. წლევანდელმა უიმბლდონმა ფედერერი – ნადალის და ფედერერი – ჯოკოვიჩის ორი სუპერბრძოლა გვაჩუქა და ისედაც დარჩებოდა ისტორიაში. ჯოკოვიჩი და...

ნეიმარი ალყაშია
ჩანაწერი

ნეიმარი ალყაშია

მას ერთდროულად რამდენიმე მხრიდან გაუხსნეს ფინანსური ფრონტი. როგორც ესპანური „ელ მუნდო“ იუწყება, ძიება ნეიმარის მიერ დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდების გამო გაზაფხულიდან წარმოებს. ნებისმიერი პირი, ვინც ესპანეთში 183 დღეზე ანუ ნახევარ წელიწადზე მეტს იცხოვრებს, ვალდებულია, შეავსოს საშემოსავლო დეკლარაცია. ნეიმარს „ბარსაში“ თამაშის მთელი პერიოდი ამოუქექეს და საერთო ჯამში 35 მილიონ ევროს ეცილებიან. რამდენიმე დღის წინ გამცნეთ,...

37 ქართველი საფრანგეთში!
ჩანაწერი

37 ქართველი საფრანგეთში!

პრო D2 საფრანგეთის რანგით მეორე ლიგა კი არის, მაგრამ სპეციალისტების აღიარებით, ეს ტურნირი ევროპის ტოპ ლიგათა ხუთეულში შედის საფრანგეთისვე ტოპ 14-თან, ტრანსნაციონალურ პრო 14-თან, ინგლისის პრემიერშიპსა და ჩემპიონშიპთან ერთად. ამიტომაცაა ერთი-ორად სასიამოვნო ამ ლიგაში ქართველთა არნახული მოზღვავება. ჩვენს წინა წერილში ტოპ 14-ის ქართველთა ამბებს მიმოვიხილავდით და ვიდრე პრო D2-ის ამბებზე გადავიდოდეთ, იმასაც მოგახსენებთ, რომ „მონპელიეს“...

ჰალეპის შეცდომა
ჩანაწერი

ჰალეპის შეცდომა

2018 – როლან გაროსი! 2019 – უიმბლდონი! რა იქნება 2020 წელს? თუმცა მანამდე ამერიკის ღია პირველობაა და ეჭვგარეშეა, რომ ნიუ ორკშიც ფავორიტი იქნება. სიმონა ჰალეპმა რომ ქალთა ერთეულთა თანრიგში „უიმბლდონზე“ იჩემპიონა უკვე ჩავლილი ამბავია. რუმინელმა ჩოგბურთელმა ტურნირი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და ფინალში, მართალია უკვე ასაკში მყოფი, მაგრამ მაინც მრისხანე სერენა უილიამსისთვის საქმის მოსათავებლად ერთი საათიც არ...

კაცს მადრიდში უნდა ცხოვრება
ჩანაწერი

კაცს მადრიდში უნდა ცხოვრება

ახალმა ცნობამ ხამეს როდრიგესის შესახებ ყველა გააკვირვა — როგორც ირკვევა 28 წლის კოლუმბიელი მადრიდის „ატლეტიკოში” გადასვლასთან არის ახლოს. ხამესს ესპანეთის დედაქალაქში უნდა ცხოვრება, „ვანდა მეტროპოლიტანოზე” გადასვლა კი მას ამის საშუალებას მისცემს. მეორე მხრივ, „წითელ-თეთრებს” ან სხვანაირად „მატრასებს” „ბაიერნის” თავდამსხმელის გადაბირება სურთ. ხამეს როდრიგესი, მოგეხსენებათ, „ბაიერნში” იჯარით თამაშობდა. მისი მფლობელი კლუბი გახლავთ „რეალი”, რომელიც სულაც არ...

ბეტონი, პროფესიით ძმაკაცი
ჩანაწერი

ბეტონი, პროფესიით ძმაკაცი

„რეალმა” მოკლე ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა: ზინედინ ზიდანს გარდაეცვალა ძმა, ფარიდი, 54 წლის. მიზეზი: სიმსივნე. როგორც ჩანს, ფარიდ ზიდანს დაავადება დიდი ხანი არ არის რაც აღმოუჩინეს. ამიტომ წერენ საიტები, რომ მას ხანგრძლივად არ უავადმყოფია. მადრიდელთა მწვრთნელს გუნდის კანადური შეკრებიდან სასწრაფოდ მოუხდა მადრიდში დაბრუნება. კანადაში იმყოფებოდა ზიდანის მეუღლე ვერონიკიც, რომელიც მეუღლსთან ერთად გაეშურა ევროპისკენ. შეკრებაზე დარჩენილმა „რეალმა”...

სერენა არა, სიმონა
ჩანაწერი

სერენა არა, სიმონა

სიმონა ჰალეპი რუმინეთის გმირია. „უიმბლდონის“ ფინალში მან სერენა უილიამსის გასაცამტვერებლად მოულოდნელად 56 წუთი იკმარა და 6:2, 6:2 მოიგო. სიმონასთვის ეს მეორე სლემტიტულია შარშანდელი „როლან გაროსის“ შემდეგ. რაც შეეხება სერენას, ზედიზედ მესამე დიდი ფინალი წააგო, არადა წარმატების შემთხვევაში ტრიუმფების ციფრს 24-მდე გაზრდიდა და მარგარეტ კორტს გაუტოლდებოდა.საინტერესო დეტალი: მამაკაცთა შორის ჩემპიონს მოოქროვილი თასით აჯილდოებენ, ქალთა გამრჯვებულს კი...