თვით ფაბიო კაპელომ ბრძანა, მატეის დე ლიხტის დამატებით „იუვენტუსმა“ კიდევ რამდენიმე წლით მოკლა საჩემპიონო ინტრიგაო. არც მთლად ასე ყოფილა საქმე. მილანის „ინტერმა“ 56 წლის ანტონიო პინტუსი დაიმატა და საჩემპიონო ამბიციაც გაუჩნდა. ვინ არის პინტუსი? ფიზმომზადების მწვრთნელი, რომლის გამომფიტავი ვარჯიშები სიქას აძრობს ფეხბურთელებს, მაგრამ ამის წყალობით მატჩისას მოედანზე დაფრინავენ. მისი პოპულარობის და კვალიფიკაციის დასტურად ისიც იკმარებს,...
წელი: 2019
აფრიკელი ჭრიჭინა
თურქეთში არსებობს ასეთი კლუბი „მენენენსპორი“, რომელიც ფეხბურთის თავგადაკლულ ქომაგს შესაძლოა გაგებული კი ჰქონდეს, მაგრამ ბევრს არაფერს ეუბნებოდეს. აი, პორტუგალიის მესამე დივიზიონის ბინადარ „ალკოტეშენსეს“ შესახებ კი თავად კრიშტიანუ რონალდუს თანამემამულეთა დიდ ნაწილსაც არაფერი სმენია. სამაგიეროდ, საქართველოში ყველამ ვიცით, რომ ერთ სოფელში ორი მარინე ფერაძე ცხოვრობდა და ხანდახან ამის გამო კურიოზული შემთხვევებიც ხდებოდა. იქეთ არაფრისმთქმელი თურქული და...
ზიდანი რეალს დაუბრუნდა
ზინედინ ზიდანი მონრეალის სასტუმრო „რიც კარლტონში” დაბრუნდა. ეს ის ადგილია, სადაც „რეალი” ცხოვრობს და სეზონისწინა შეკრებას გადის. მოგეხსენებათ, „ლოს ბლანკოსის” ფრანგი მწვრთნელი გასულ პარასკევს მეუღლესთან ერთად სასწრაფოდ დაბრუნდა მადრიდში. მიზეზი: მას უფროსი ძმა, 54 წლის ფარიდი გარდაეცვალა.
კარტოფილი და ტოტენჰემი
ლონდონში და ინგლისში რომ „ტოტენჰემს“ უამრავი გულშემატკივარი ჰყავს რა გასაკვირი ამბავია. ეგ კი არა, „დეზებს“ ქომაგები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თუნდაც საქართველოშიც ეყოლებათ. მართალია, არა ისეთი რაოდენობით, როგორც ევროპულ გრანდებს, მაგრამ „ტოტენჰემის“ წარმატება ნისლიან ალბიონს მიღმაც უხარიათ და თან ისე, რომ მავანი მზად არის მშობლების მიერ დარქმეულ სახელზე უარი თქვას და პასპორტში ლონდონური გუნდის სახელწოდება ჩაიწეროს....
დაუმარცხებელი მკვლელი
დაუმარცხებელი ყაზახი მოკრივე ასლან მუკანოვი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 11 ივლისს, ყაზახეთის სოფელ აქსაიში სერიოზული კრიმინალური შემთხვევა დაფიქსირდა. 31 წლის მამაკაცმა თავისზე ერთი წლით უფროსი ნათესავი ჩხუბის დროს სასიკვდილოდ დაჭრა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. ინციდენტის შესახებ პოლიციას გარდაცვლილის მეუღლემ შეატყობინა, რომელსაც სახლში დაბრუნების შემდეგ ქმარი სისხლის გუბეში დახვდა. ეჭვმიტანილი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოკრივე...
თბილისი ჰილსი, გოლფი, ბაჩო…
2 ივლისს, „თბილისი ჰილსის“ გოლფის მოედანზე ჩატარდა ტრადიციული მედია ფესტივალი “ბაჩოს თასი”, რომელშიც მონაწილეობა სპორტულმა ჟურნალისტებმა და სხვადასხვა სპორტის სახეობის წარმომადგენლებმა მიიღეს. მშვიდ, კომფორტულ და მეგობრულ გარემოში ჟურნალისტებს ერთმანეთთან მონატრებული ურთიერთობის საშუალებაც მიეცათ, რაზეც ეს ვიდეოც მეტყველებს… შეგახსენებთ, ბაჩო სვანიძე სარბიელელი გახლდათ და დიდი სიყვარული, ოჯახი და სამეგობრო დატოვა.
აარონ ტურინელი
აარონ რემსი „იუვენტუსმა” ოფიციალურად გამოაცხადა თავის 8 ნომრად. უელსელმა ნახევარმცველმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ „ბებერი ქალბატონის” წინადადებაზე უარი ვერ თქვა და „არსენალიდან” ტურინში გადაბარგდა. 28 წლის რემსი „არსენალშიც” 8 ნომერი იყო და როგორც თავად ამბობს, ძალიან კარგად მოეხსენება, რომ „იუვეში” ამ მაისურით თამაში დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. „ვიცი, რომ ამ ნომრით „იუვენტუსში” მარკიზიო თამაშობდა, — თქვა რემსიმ,...
იჩხუბე, მიიღე…
კრივში მსოფლიოს ჩემპიონი მაიკ ტაისონი თანამედროვეობის ორი გამორჩეული მებრძოლის კონორ მაკგრეგორისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის შესახებ საუბრობს. „ვფიქრობ, მაკგრეგორი საკუთარი თავის რეკლამირების უბადლო გენიოსია. ნურმაგომედოვმა ის ერთხელ უკვე დაამარცხა, თუმცა ხალხს მათი ბრძოლის ხილვა ისევ სურს. გულშემატკივრები ნებისმიერი თანხის გადახდას ყაბულს არიან, ოღონდ რუსი და ირლანდიელი სპორტსმენების ბრძოლა ნახონ. გგონიათ კონორი ამ შემთხვევაში მაინც მოიგებს?! არა,...
ევროთბილისი 2021
კარგი ამბავი მიუნხენიდან: თბილისი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ერთერთ ჯგუფს უმასპინძლებს. ფიბა-ევროპის პრეზიდენტმა თურგაი დემირელმა კონვერტიდან სათითაოდ ამოიღო იმ 4 ქვეყნის სახელწოდება, რომლებსაც ეს პატივი ხვდათ წილად. პრეტენდენტი 7 ქვეყანა იყო – გერმანია, იტალია, ჩეხეთი, საქართველო, სლოვენია, უნგრეთი და ესტონეთი. გერმანიისა და ჩეხეთის შემდეგ კი ევროპული კალათბურთის თურქმა ჩინოვნიკმა კონვერტი გახსნა და მიუნხენში მყოფ საქართველოს...
კარიდან სკამზე
იკერ კასილასმა გულს ვერ უბრძანა. ვეტერანი მეკარე საფეხბურთო კარიერას ვეღარ გააგრძელებს. ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ მეკარემ გულის შეტევისა და გაკეთებული ოპერაციის მერე, მოედანზე დაბრუნება სცადა, მაგრამ… ექიმებმა თამაში აუკრძალეს. დიდი მეკარე მოედნიდან წავიდა, მაგრამ ფეხბურთიდან არა – კასილასი „პორტუს“ სტრუქტურაში იმუშავებს. მისი მოვალეობა ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და ხელმძღვანელებს შორის ურთიერთობის დალაგება იქნება. „დრაკონების“ მმართველები მზად არიან...









