არახალია, რომ „რეალში“ დაბრუნების შემდეგ მისი სატრანსფერო პრიორიტეტი „მანჩესტერიდან“ თანამემამულე პოლ პოგბას გადაბირება იყო. განზრახ თუ შემთხვევით, ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ გაახმოვანა, რომ პოგბას გუნდის დატოვება სურს. ამის შემდეგ „მანჩესტერმა“ მისი სატრანსფერო ფასი 200 მილიონ ევრომდე გაზარდა. სწორედ ამის შემდეგ იყო, ფლორენტინო პერესმა ბოდიში რომ მოუხადა ზიდანს – 300 მილიონი უკვე დავხარჯე და მაგდენს ვეღარ...
წელი: 2019
კორი, ამერიკის ღია პრობლემა
ახლახანს დასრულებულ „უიმბლდონზე“ წარმატებული თამაშით მან ჩოგბურთის უამრავი ქომაგის გული მოიგო, ხოლო სამეფო სპორტის სპეციალისტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ამქვეყნად ყველაფერი შედარებითია და წარმატებული გამოსვლითო რომ ვამბობთ, რა თქმა უნდა, ჩემპიონობას ან თუნდაც ნახევარფინალში ან ფინალში გაღწევას არ ვგულისხმობთ. თინეიჯერულ ასაკში დიდი სლემის ტურნირზე თუნდაც 3 ეტაპის გავლა სახუმარო საქმე ნამდვილად არ გახლავთ. ჩოგბურთის ქომაგი მიხვდება,...
ვიომოთ?!
„საბურთალომ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ისე დაიქუხა, გვეგონა, ევროპას ავალაპარაკებდით. არა, მეორე ეტაპზე მაინც გავედით, მაგრამ ბეწვის ხიდის და ვალიდოლის ერთთვიანი მარაგის ხარჯზე. როგორ უნდა მოახერხო, სტუმრად მოპოვებული სამბურთიანი უპირატესობის 11 წუთში განიავება? „შერიფია“ ბოლოს და ბოლოს, „ლივერპული“ ხომ არა? ფეხბურთელებს შევეშვათ. როცა მწვრთნელი თავის გადაზღვევას და მეტოქის წინასწარ განდიდებას იწყებს, ეს გუნდის ფსიქოლოგიურ...
რატომ ვერ იყიდა ბარსამ დე ლიხტი?
ჰოლანდიელ მატეის დე ლიხტს „ბარსელონა” სიამოვნებით იყიდდა, მაგრამ ის „იუვენტუსს” დარჩა. ყმაწვილი მცველი, რომელიც 12 აგვისტოს 20 წლისა გახდება, ბედნიერია და ცხოვრებით ტკბება (ეს ფოტოდანაც კარგად ჩანს) ესპანური გაზეთი „მარკა” კი, ამასობაში, ცდილობს ამოიცნოს, რატომ ვერ შეიძინა დე ლიხტი ლა ლიგის ჩემპიონმა. „მარკამ” შვიდი მიზეზი დათვალა. ხელფასი „ბარსელონას” არ უნდა იხადოს ისეთი ხელფასები, როგორზეც „იუვენტუსი” ...
ოქროს ბურთი ვირჯილ ვან დეიკს?
სამი წლის წინ „ოქროს ბურთის“ ბედის გადაწყვეტა ისევ მხოლოდ ჟურნალისტებს ანდეს (რამდენიმე წელიწადი „ფრანს ფუტბოლი“ და უეფა საუკეთესოს ერთობლივად ასახელებდნენ). 2016 და 2017 წლებში კრიშტიანუ რონალდუ იმდენად ეფექტური იყო, კითხვის ნიშნები არ გაჩენილა, მაგრამ გასულ წელს მედიამ, რომელსაც ისედაც უყვარს ახალი გმირების აღმოჩენა, მისი სრული ანტიპოდი გააპირველა. ლუკა მოდრიჩი კრიშივით ლამაზი ვერაა, ვერც მისებრი ტორსით...
მტერს და ავს ასეთი მაისური
„ჰადერსფილდ თაუნმა” ახალი ფორმის პრეზენტაცია მოაწყო და გულშემატკივარი დაზაფრა. გუნდის ახალ მაისურს ზოგმა ქათმის ტანსაცმელი უწოდა. „პედი პაუერსი”, რომლის სახელიც ჩემპიონშიპის გუნდს მკერდზე ვეებერთელა დიაგონალით გადაუჭიმია, ტოტალიზატორია. უფრო სწორედ, ეს ტოტალიზატრი „ჰადერსფილდის” სპონსორი გახლავთ. და, რასაკვირველია, სოციალურ ქსელებში ხუმრობამაც არ დააყოვნა. ზოგს სილამაზის კონკურსი და ათასგვარი მისები გაახსენდა, ზოგს გოგოების ქეიფი. ერთმა დასცინა, სპონსორის სახელი...
კაჭკაჭებს ფანი მიუვიდათ
„ნიუკასლ იუნაიტედმა” სტივ ბრუსი სამი წლით თავის ახალ მწვრთნელად გამოაცხადა. „კაჭკაჭების” თქმით ახალი ბოსის „შეფილდ უენსდეისგან” გამოსყიდვას 4 მილიონი გირვანქა დასჭირდა. ბრუსი ბავშვობიდან „ნიუკასლის” ფანია და თავის საყვარელ გუნდში მწვრთნელად მისვლის სიხარულს ვერ მალავს. მან თქვა: „ბედნიერი და საოცრად ამაყი ვარ „ნიუკასლ იუნაიტედის” მწვრთნელად რომ დამნიშნეს. ეს ჩემი ბავშვობის კლუბია. ეს არის კლუბი, რომელიც მამაჩემს...
ფულის წვიმა
დორტმუნდში მილიონების წვიმა მოვა! გერმანული ბუნდესლიგის მეორე კლუბი ისტორიაში უდიდეს სპონსორულ კონტრაქტს ელოდება. „შპორტ ბილდმა” შეიტყო, რომ დორტმუნდელებს სპორტული ტანსაცმლისა და აქსესუარების გიგანტ „პუმასთან” ახალ შეთანხმებამდე აღარაფერი აკლიათ. კლუბსა და უმსხვილეს ბრენდს ჯერ წინა კონტრაქტის ვადა არ გასვლიათ, ის 2022 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. ამის მიუხედავად, მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობენ. ცნობილი გახდა, რომ ის ათწლიანი...
ჩვენიანი რუსი რუსეთში
ჩოგბურთის მოყვარულთ ევგენი კაფელნიკოვი კარგად უნდა ახსოვდეთ და საამისოდ, სამეფო სპორტის სტაჟიანი ქომაგობა სულაც არ არის საჭირო. არც ისე შორეულ წარსულში იყო, რუსი ჩოგბურთელი დიდ სლემებს რომ იგებდა და ყველასათვის ანგარიშგასაწევი მოთამაშე იყო. კაფელნიკოვს, 1996 წელს „როლან გაროსი“, ხოლო 1999-ში ავსტრალიის ღია პირველობა აქვს მოგებული. კარიერაში საუკეთესო წლებში რეიტინგი ტოპ ოთხეულში შედიოდა. აქვე ისიც ვთქვათ,...
პლაჟი და პოლიტიკა
როგორც, ჩირაღდანი და ცეცხლია ოლიმპიური თამაშების განუყოფელი ნაწილი, გინდა, არ გინდა, ისეა გადაჯაჭვული სპორტი და პოლიტიკა. მაგალითების ჩამოსათვლელად შორს წასვლა საჭირო ნამდვილად არ არის. ქართულ სპორტს და სპორტსმენებს საკუთარ თავზე აქვთ უამრავი რამ ნაწვნევი. თუნდაც 1984 წლის ლოს-ანჯელესის ზაფხულის ოლიმპიადა რად ღირს, როდესაც დიდი პოლიტიკური თამაშების გამო უბრალო ათლეტები დაიჩაგრნენ და ვინძლო ახლა, იმაზე მეტი...









