„ჰადერსფილდ თაუნმა” ახალი ფორმის პრეზენტაცია მოაწყო და გულშემატკივარი დაზაფრა. გუნდის ახალ მაისურს ზოგმა ქათმის ტანსაცმელი უწოდა.
„პედი პაუერსი”, რომლის სახელიც ჩემპიონშიპის გუნდს მკერდზე ვეებერთელა დიაგონალით გადაუჭიმია, ტოტალიზატორია. უფრო სწორედ, ეს ტოტალიზატრი „ჰადერსფილდის” სპონსორი გახლავთ.
და, რასაკვირველია, სოციალურ ქსელებში ხუმრობამაც არ დააყოვნა. ზოგს სილამაზის კონკურსი და ათასგვარი მისები გაახსენდა, ზოგს გოგოების ქეიფი.
ერთმა დასცინა, სპონსორის სახელი კარგად არ ჩანს და თუ არ დამზარდებით ცოტა გაზარდეთო, მეორე „მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივარი გამოდგა და ღმერთო, ეს ფორმა ვუდვორდს და გლეიზებეს არ ანახოო.
რამდენიმე გულშემატკივარს „ჰადერსფილდის” ახალი მაისური ხუმრობაც კი ეგონა.
მავანთ, ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე უგემოვნო ფორმად აღიარებული „კოლორადო კარიბუსის” 1978 წლის სამოსი (ქვემოთ) გაახსენდა.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
