იკერ კასილასმა გულს ვერ უბრძანა. ვეტერანი მეკარე საფეხბურთო კარიერას ვეღარ გააგრძელებს. ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ მეკარემ გულის შეტევისა და გაკეთებული ოპერაციის მერე, მოედანზე დაბრუნება სცადა, მაგრამ… ექიმებმა თამაში აუკრძალეს.
დიდი მეკარე მოედნიდან წავიდა, მაგრამ ფეხბურთიდან არა – კასილასი „პორტუს“ სტრუქტურაში იმუშავებს. მისი მოვალეობა ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და ხელმძღვანელებს შორის ურთიერთობის დალაგება იქნება.
„დრაკონების“ მმართველები მზად არიან იკერთან ითანამშრომლონ და ეტაპობრივად ახალი ფუნქციებითაც დატვირთონ.
კარიერის განმავლობაში, კასილასმა „სამეფო კლუბსა“ თუ „ფურია როხაში“ ბევრი ტიტული მოიგო, მათ შორის სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ ევროპის ჩემპიონატი და 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატი. 2015 წლიდან ის „პორტუში“ თამაშობდა, სადაც პორტუგალიის ჩემპიონატი და ორჯერ ქვეყნის თასი მოიგო.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
