იკერ კასილასმა გულს ვერ უბრძანა. ვეტერანი მეკარე საფეხბურთო კარიერას ვეღარ გააგრძელებს. ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ მეკარემ გულის შეტევისა და გაკეთებული ოპერაციის მერე, მოედანზე დაბრუნება სცადა, მაგრამ… ექიმებმა თამაში აუკრძალეს. დიდი მეკარე მოედნიდან წავიდა, მაგრამ ფეხბურთიდან არა – კასილასი „პორტუს“ სტრუქტურაში იმუშავებს. მისი მოვალეობა ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და ხელმძღვანელებს შორის ურთიერთობის დალაგება იქნება. „დრაკონების“ მმართველები მზად არიან...
