„სანი” წერს, ექსკლუზიურად გავიგე, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” „ლესტერ სიტისთან” ხელი ხელს დაჰკრა და ჰარი მაგუაირს სარეკორდო თანხად, 80 მილიონ გირვანქად (89,1 მილიონი ევრო ან 100,5 მილიონი დოლარი) ყიდულობსო.
დღეს ინგლისის ნაკრების მცველი მანჩესტერში სამედიცინო შემოწმებაზე უნდა ჩავიდეს.
ამ სატრანსფერო გარიგებაში ძირითადი თანხა 60 მილიონი გირვანქა, ხოლო კიდევ 20 მილიონი სხვადასხვა დამატება ყოფილა. შედეგად გამოდის, რომ 26 წლის მაგუაირი მსოფლიოს უძვირესი მცველია — მანჩესტერელთა და ლესტერელთა გარიგება 5 მილიონი გირვანქით აღემატება „ლივერპულისა” და „საუთჰემპტონის” 2018 წლის გარიგებას, ვირგილ ვან დეიკთან დაკავშირებით. ჰოლანდიელში, რომელიც დღეს 28 წლისაა, მერსისაიდელებმა 75 მილიონი გირვანქა გადაიხადეს.
საინტერესოა, რომ მაგუაირის შეძენა „იუნაიტედის” თანაქალაქელ „სიტისაც” ძლიერ სურდა და თუ ამ ორი გუნდის ისტორიულ ქიშპს გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ წითელფორმიანთა ბანაკმა ეს ბრძოლა მოიგო. ყველაფერი კი უბრალო ვაჭრობამ გადაწყვიტა — თავიდან ორივე მანჩესტერულმა კლუბმა „ლესტერს” 70 მილიონი შეაძლია, მაგრამ „მელიებმა” ამ ფასად მცველი არ გაყიდეს. შემდეგ, ვაჭრობა თითქოსდა მინავლდა, ხოლო მაგუაირი გაბრაზდა, ნაცვლად იმისა, რომ გამყიდოს, „ლესტერი” ფასს ხელოვნურად ზრდისო, მაგრამ სწორედ ამ დროს, „იუნაიტედმა” 10 მილიონი მოამატა და საქმეს წერტილი დაესვა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
