წელი: 2019

Home 2019
კოლაშინაცმა დანიანი კაცები სცემა
ჩანაწერი

კოლაშინაცმა დანიანი კაცები სცემა

ბოსნიელი სეად კოლაშინაცი მანქანიდან გადმოხტა და შიშველი ხელებით შეებრძოლა დანით შეიარაღებულ ხულიგნებს, რომლებიც მესუთ იოზილის გაძარცვას აპირებდნენ. ეს ამბავი ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. საინტერესოა, რომ ინციდენტი ქუჩის კამერამ ჩაიწერა. მას მერე, რაც ერთი დანიანი კაცი გააუვნებლა, კოლაშინაცმა მეორე ჩაფხუტიან კაცსაც მიჰხედა როგორც საჭირო იყო, რის მერც ფეხბურთელები ცოტა ხანს იქვე, თურქულ რესტორანში გაჩერდნენ (როგორც ჩანს...

შურისძიება 4 წლის თავზე
ჩანაწერი

შურისძიება 4 წლის თავზე

“დინამომ“ „გაბალას“ დამსახურებულად მოუგო 2:0 და ოთხი წლისწინანდელი მარცხისთვის რევანშიც აიღო. მაშინ, ამავე სტადიონზე, ამავე ტურნირზე, გაბალელებმა ამავე ანგარიშით დაამარცხეს თბილისელები. წლევანდელი ევროკამპანია „დინამოსთვის“ კარგად დაიწყო. სამიდან სამივე მატჩი მოიგეს,  9 გოლი გაიტანეს და არცერთი გაუშვიათ. გაბალაში ძალიან ცხელა. ასეთ პირობებში თამაში ძალიან ძნელია, მაგრამ დინამოელთ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათზე ამ საშინელ ხვატს არ...

სერგეი მანჩესტერში
ჩანაწერი

სერგეი მანჩესტერში

„ლაციოს“ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი „მანჩესტერში“ გადასვლასთან ახლოსაა. სერბი ფეხბურთელის ყიდვა სულშერს სურს და ახალი გუნდის მშენებლობაში საკვანძო ფეხბურთელად განიხილავს. თანაც, პოლ პოგბა „წითელ ეშმაკებს“ სავარაუდოდ ამ ზაფხულს დატოვებს და „რეალში“ ან „იუვენტუსში“ გადაბარგდება. რაც შეეხება მილინკოვიჩ-სავიჩს, „ლაციო“ ფეხბურთელში 80 მილიონ ევროს მიიღებს. გასულ სეზონში 24 წლის ნახევარმცველმა მონაწილეობა 47 შეხვედრაში  მიიღო, 7 გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი გააკეთა.

დალოცვილი იყავი… ბარსელონაში
ჩანაწერი

დალოცვილი იყავი… ბარსელონაში

იურგენ კლოპმა ESPN-ის ჟურნალისტებს კატეგორიულად განუცხადა, რომ ფილიპე კოუტინიუს „ლივერპულში” დაბრუნება გამორიცხულია. გერმანელმა მწვრთნელმა ბრაზილიელ ფეხბურთელს „ბარსელონაში” უსურვა წარმატება. 27 წლის ფეხბურთელი „ენფილდ როუდიდან” „კამპ ნოუზე” 2018 წლის იანვარში 142 მილიონ გირვანქად გადავიდა, მაგრამ მასაც და კლუბსაც იმედი გაუცრუვდათ. ბრაზილიელმა „ბარსაში” ვერა და ვერ დაიმკვიდრა ვარსკვლავის შესაფერისი ადგილი. ოდესღაც მერსისაიდელთა ლიდერმა ვერც ბარსელონელი გულშემატკივრის გული...

ერთი მუჭა დოლარისათვის
ჩანაწერი

ერთი მუჭა დოლარისათვის

რახან ეს საქმე დამთავრდა, რახან სააგენტოები ყოველ საათს აღარ მოგვაწვდიან რონალდოს გადასვლა-არგადასვლის ამბავს, მე, პირადად ვკისრულობ პეროვსკაიაზე გასეირნებას და ათიოდ პინტა ლუდს. არ ამოვისუნთქეთ? რაღა ეშველებოდა მსოფლიო ფეხბურთს, პატარა რონალდო რომ „ინტერში“ არ გადასულიყო? დასრულდა ეს განუმეორებელი პოსტბოსმანური ისტორია. ოცი წლის ბიჭი გადავიდა იქ, სადაც მეტს გადაუხდიან. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სულ ერთი წელიწადნახევარში ფეხბურთელი ასეთ...

დინამო გაბალაში: უნდა მოვიგოთ!
ჩანაწერი

დინამო გაბალაში: უნდა მოვიგოთ!

„დინამო“ გაბალაში დაახლოებით დილის 11 საათზე ჩამოფრინდა ჩარტერული რეისით. ჩვენები Kaspia Yeddi Gozal Hotel- ში დაბინავდნენ. გაბალაში გვარიანი ხვატია. 25 ილვისის მატჩის აჟიოტაჟი დიდად არ იგრძნობა. ეგ არის, ისეთ ადგილზეა „გაბალას“ 4 ათასიანი სტადიონი და ბაზა, თუ პირველად ხართ, კარგა ხანს მოგიწევთ მისი ძებნა. შვიდის ნახევარზე „დინამომ“ პრესკონფერენცია გამართა, შემდეგ კი თხუთმეტი წუთი ჟურნალისტებისთავის ღია...

ლონდეროც უკან დარჩა
ჩანაწერი

ლონდეროც უკან დარჩა

ესეც მეოთხედფინალი! ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგში მიმდინარე გერმანიის ღია პირველობის მეორე წრეც წარმატებით დაძლია. არგენტინელ ხუან იგნასიო ლონდეროსთან პირველი სეტის მოგების შემდეგ, მეორეში ერთი ბრეიკით წააგო, მაგრამ საბოლოოდ სარეიტინგო უპირატესობა შედეგში გარდასახა – 6:4, 3:6, 6:3. მეოთხედფინალში ნიკას მეტოქე ვეტერანი ფრანგი ჯერემი ჩარდი იქნება, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 77-ე ჩოგანია. ნიკა ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულია და თუ სურს,...

სალასური სიმღერა:  გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
ჩანაწერი

სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…

მარიო ალფრედ სალას საიეგი 17–ჯერ გაძევებული მწვრთნელია. „კოლო კოლოს“ თავკაცი გასულ კვირას კარიერაში მეჩვიდმეტედ მიაბრძანეს სათადარიგოთა სკამიდან. „ბარნეჩეასთან“ სათასო მატჩის 33–ე წუთზე სალასმა მსაჯს არასწორი სიტყვა მიაძახა და სკამზე ერთი ადგილი გათავისუფლდა. სალასი მეცხრე წელია მწვრთნელობს. 2010 – ში „ბარნეჩეადან“ დაიწყო და 6 გუნდი გამოიცვალა, ამ სეზონში კი „კოლო კოლო“ ჩაიბარა. ყველაზე მეტჯერ – ათჯერ...

მესის ორი წლით მოკვეთენ?
ჩანაწერი

მესის ორი წლით მოკვეთენ?

მესი ხელშეუხებელი არ არის. სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციამ, ანუ კონმებოლმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ არგენტინის ნაკრების ლიდერ ლეო მესის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია და 1500-დოლარიანი ჯარიმა მიესაჯა. საქმე ეხება ჩილეს ნაკრებთან მესამე ადგილისთვის მატაჩში მომხდარ ინციდენტს, როცა მესი მოედნიდან გააძევეს. ნამატჩევს მესიმ კონმებოლი კორუფციაში დაადანაშაულა. ეს ინციდენტი ცალკე საქმედ იქნა გამოყოფილი და მოგვიანებით განიხილავენ. მესის თუ ბრალეულობა დადასტურებული...

ჯიჯიმ სკამიდან იმღერა
ჩანაწერი

ჯიჯიმ სკამიდან იმღერა

დიდი კლუბი მხოლოდ დიდი გამარჯვებები როდია – ტრადიციებიაა, რომელიც განუხრელად ყველამ უნდა დაიცვას. ზოგჯერ ეს ტრადიციები სახალისო და ღიმილის მომგვრელია, მაგრამ საკლუბო ისტორიის ნაწილს წარმოადგენს. ტურინის „იუვენტუსში“ ტრადიციაა: ახალწვეული გუნდის ვახშამზე სკამზე უნდა ავიდეს და  იმღეროს. აბა, გონსალო იგუაინი და ჯიჯი ბუფონი რომელი ახალწვეულები არიან, მაგრამ კლუბში დაბრუნებულებს რიტუალის შესრულება მოუხდათ. პირველი სკამზე გონსალო იგუაინი ახტა...