აქ მოსაგებად ჩამოვედითო, – თქვა გაბალაში მატჩის წინ დინამოელთა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ და დანაპირები შეასრულა. „დინამომ“ “გაბალას“ ყველა კომპონენტში აჯობა, 2:0 დამსახურებულად მოიგო და შემდგომ ეტაპზე გასასვლელად ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. საინტერესო გუნდად ყალიბდება „დინამო“. ეროვნული ლიგის წლევანდელი სეზონის დასაწყისში შექმნილი კრიზისი თითქმის არც ყოფილაო: ზედიზედ შვიდი მატჩი მოიგეს და ივლისის პაუზის წინ, პირველად ჩაუდგნენ...
წელი: 2019
ბევრი ფული და საუბრები გოლფზე…
ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე უმწვრთნელოდ დარჩა. რუსი წარმომავლობის გერმანელმა ჩოგბურთელმა ივან ლენდლთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ალექსანდრე ზვერევზე ვამბობთ, ვინც ჰამბურგის პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალში სწორედ ჩვენებურს დაუპირისპირდება. მანამდე კი ზვერევმა, რომელიც რეიტინგის მე-5 ნომერია ლენდლთან დამშვიდობება გადაწყვიტა, რომლის მწვრთნელობის პერიოდშიც მან მხოლოდ ორი შეჯიბრის მოგება შეძლო – ლონდონის შემაჯამებლის და ჟენევის ტურნირის. ზვერევს და ლენდლს შორის ურთიერთობა მას...
MMA: მამა-შვილის ოქტაგონი
ბრაზილიაში იწყება შერეული ორთაბრძოლების ტურნირი Future MMA7. მასში მონაწილეობას მიიღეებს მამა-შვილი – დიეგო ბრაგა და გაბრიელ ბრაგა. შეგვიძლია დაგამშვიდოთ: ისინი ერთმანეთთან არ იჩხუბებენ, მაგრამ უკვე იმ ფაქტმა, რომ ერთ საღამოს უწევთ ბრძოლები, მედიის ყურადღება მიიპყრო. 40 წლის დიეგო ბრაგას სულ 31 ბრძოლა გაუმართავს, აქედან 22 მოუგია, 8-ჯერ დამარცხებულა და ერთხელაც ფრედ დაუსრულებია შეხვედრა. რაც შეეხება...
იყიდება: ვიდალი ან რაკიტიჩი
„ბარსელონა“ არ მალავს, რომ ამ ზაფხულს არტურო ვიდალს ან ივან რაკიტიჩს შეელევა. ფრენკი დე იონგის ტრანსფერის შემდეგ კატალონიელთა სამკაციან ნახევარდაცვაში ცხრა ფეხბურთელს აქვს თამაშის პრეტენზია. „ბარსაც“ კი ვერ მისცემს თავს უფლებას, ამდენი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ჰყავდეს სათადარიგოთა სკამზე. მეორე მხრივ, თავად ფეხბურთელებიც ვერ იქნებიან კმაყოფილნი, თუ სათამაშო დროის გარეშე დარჩებიან. არტურო ვიდალის მიმართ ინტერესს არ მალავს...
ბეკენბაუერი ცუდ დღეშია
ინგლისური „მირორი” წერს, რომ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის, ფრანც ბეკენბაუერის ჯანმრთელობა ცუდ დღეშია. მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონისთვის აღელვება არ შეიძლება, რადგან ნებისმიერი ფორიაქი შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. აპრილიდან მოყოლებული ბეკენბაუერის ჯანმრთელობა უარესდება. 73 წლის მეგავარსკვლავის მსჯელობა და მეხსიერება ცუდ დღეშია. ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობის გამოსწორებას არ უნდა ველოდოთ. თუმცა, გერმანულმა ჟურნალმა „შპიგელმა” მოვლენებს ცოტა სხვანაირად შეხედა: მას...
ტოკიოში მედლები გამოფინეს
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლებმა XXXII ოლიმპიადამდე დარჩენილი ერთი წლის უკუთვლა ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მედლების პრეზენტაციით აღინიშნეს. იაპონიის მასშტაბით გამოცხადებული მედლების კონკურსის შედეგად 400-ზე მეტი ნამუშევარი შეგროვდა. მათ შორის საუკეთესოდ სცნეს იაპონიის დიზაინერთა ასოციაციის და ოსაკას დიზაინერთა საზოგადოების ხელმძღვანელის იუნიჩი კავანიშის დიზაინით შექმნილი მედლების კომპლექტი. აღსანიშნავია, რომ ტოკიო-2020 მედლების პროექტის წყალობით, ოლიმპიურ მედლებთან...
ლეგენდა რონალდუს
29 ივლისს ესპანეთის ყველაზე გავლენიანი სპორტული გაზეთი „მარკა“ ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს სპეციალურ პრიზს გადასცემს, რომელსაც „ლეგენდა“ ეწოდება. ეს არ არის სავალდებულოდ ყოველწლიურად გადასაცემი პრიზი. გამოცემა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და მხოლოდ გამორჩეულებს აჯილდოებს, რითაც მათ მთლიან კარიერას აფასებს. აქამდე „მარკას“ ჯილდო მიღებული აქვთ დიეგო მარადონას, მაიკლ ჯორდანს, მიხაელ შუმახერს, მაიკლ ფელპსს, ლეო მესის.
ბასილამ პირველმა შეაბიჯა…
ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის ღია პირველობის ნახევარფინალში პირველმა შეაბიჯა. ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული ქართველი ფრანგ ვეტერან ჯერემი ჩარდისთან შეხვედრაში ისევე თავდაჯერებული იყო, როგორც პირველი ორი წრის შეხვედრებში. ნიკამ პირველ სეტში ორი ბრეიკი შეუსრულა მეტოქეს, მეორეში ერთბრეიკიანი უპირატესობა იკმარა და ჯამში 6:2, 6:3 იმარჯვა. ნახევარფინალში ნიკას მეტოქე, დიდი ალბათობით, გერმანელი ალექსანდრ ზვერევი იქნება, რომელიც ცოტა ხნის წინ მსოფლიოს...
ოცდაერთნომრიანი ამბავი ბარსელონაში
ესპანური ლა ლიგა 16 აგვისტოს იწყება, მანამდე კი ფეხბურთელები ემზადებიან და… ცოტას კინკლაობენ კიდეც. ასე მაგალითად, ბარსელონელი კარლეს ალენია უკმაყოფილოა, რომ კლუბმა 21 ნომერი ახალწვეულ ფრენკი დე იონგს მისი ნებართვის გარეშე მიანიჭა. ალენია 21 წლისაა, დე იონგი ოცდაორის. ალენიამ თქვა: „ძალიან მეწყინა, როდესაც გავიგე, რომ კლუბის ხელმძღვანელობა 21 ნომრიან მაისურს დე იონგს ჩემთან შეუთანხმებლად დაჰპირდა....
ზიდანი წუხს
ზინედინ ზიდანი წუხს, რომ „რეალის” ფეხბურთელები სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრებში ტრავმებს იღებენ. ბოლო, ვინც მადრიდელთაგან დაშავდა, 24 წლის ფრანგი მარცხენა მცველი ფერლანდ მენდი გახლდათ. მანამდე მარკო ასენსიომ გაიწყვიტა ჯვარედინი მყესი, რაც სერიოზული ტრავმაა, ხოლო კიდევ უფრო ადრე 19 წლის ესპანელი ნახევარმცველი ბრაიმ დიასი გახდა სამკურნალო. „ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ტრავმიანობა მაწუხებს, — თქვა ზიდანმა, — მარკოს ფერლანდი მოჰყვა....









