დრო იყო, ჩვენი „დინამოს“ ძირითადი გუნდის ფეხბურთელს აზერბაიჯანულ კლუბთან მოედანზე გასვლას ვერ აკადრებდი. დღეს კი „გაბალასთან“ მოგებამ გამახარა. 2016-17 წლების სეზონში ვერც ერთმა ქართულმა გუნდმა ევრო თასების პირველი ეტაპი ვერ გადალახა, აზერბაიჯანული კლუბები კი ათ წელიწადზე მეტია გვიგებენ. მოდი და ეს პატარა გამარჯვება ნუ გაგახარებს. თანაც, ჩვენი სამი გუნდი ევრო საგზურებისთვის ბრძოლას ჯერ კიდევ აგრძელებს…...
წელი: 2019
ღვინიაშვილი იპონით დაბრუნდა
ბექა ღვინიაშვილი დაბრუნდა. ქართველი ძიუდოისტი 2 წლის განმავლობაში მსოფლიო დონის ტურნირის გამარჯვებული აღარ გამხდარა, ახლა კი, ზაგრების გრან პრიზე, 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მას სწორი არ ჰყავდა. ფინალში ბექამ სანშირო მურაო დაამარცხა. იაპონელი ბექას წინააღმდეგ უჩი-მატას ილეთის გამოყენებას შეეცადა, მაგრამ ღვინიაშვილის კონტრშეტევაზე წამოეგო – ეფექტური გდება იპონითაც შეფასდა. საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთ ოქრო გელა ზაალიშვილმა...
კლოპი: სხვა ცხოველები ვიქნებით
იურგენ კლოპმა თქვა, ნებისმიერი პრემიერლიგელი მეტოქე, რომელიც ნახავს, როგორ ვითამაშეთ შოტლანდიაში „ნაპოლისთან”, იფიქრებს, რომ ადვილი დასამარცხებელი გუნდი ვართ და ეს შეიძლება კარგიც კი იყოსო. „ლივერპულმა” იტალიურ გუნდთან, ამხანაგურ შეხვედრაში 0:3 წააგო. „ნაპოლის” გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა გუნდის ლიდერმა ლორენცო ინსინიემ, რომელმაც ერთი გოლი თვითონ გაიტანა, თითო კი არეკ მილიკსა და ამინ იუნესს გაატანინა. კლოპმა თავის...
ნიკოლოზ II!
ძნელად გვეჯერებოდა. ჰამბურგის წლევანდელ ტურნირზე ისეთმა შემადგენლობამ მოიყარა თავი, შარშანდელი ჩემპიონი ნიკოლოზ ბასილაშვილი მხოლოდ მეოთხე ნომრად განთესეს. მერე რა?! ნიკამ მეორედაც გაიარა ტრიუმფალური გზა გერმანიის ჩემპიონობამდე. ფინალში ჩვენი ჯილას პირისპირ რუსთა ამომავალი ვარსკვლავი ანდრეი რუბლიოვი იდგა და რატომღაც ბუკმეკერები გამარჯვებას სწორედ მას უწინასწარმეტყველებდნენ. ალბათ იმის გამოც, რომ ნიკამ შაბათს, მსოფლიოს მეხუთე ჩოგნის, მასპინძელი ალექსანდერ ზვერევის...
ტრანსფერები მოსწრებაზე
დედლაინამდე ცოტაღა დარჩა და ახლა თითოეული ტრანსფერი მოსწრებაზეა. ზინედინ ზიდანი ისე ჩააცივდა პოლ პოგბას ტრანსფერს, ფლორენტინო პერესს არჩევანი არ დაუტოვა. „მანჩესტერი“ 180 მილიონ ევროს გამოელის, „რეალის“ ბოსს კი პროცესში თავად პოგბას ჩართვა და სამმხრივად მისაღებ ვარიანტზე შეთანხმება სურს. მანჩესტერელებმა ბოლო ვადად 8 აგვისტო დათქვეს, რომ პოგბას შემცვლელის პოვნა მოასწრონ. მადრიდში სხვა სიახლეცაა. ჩინური „ციანზუ სუნინი“...
ბორჯღალოსნები ანტალიაში: მინუს 4
ხანმოკლე პაუზის შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის წინ სამზადისის მორიგი ეტაპი წამოიწყო. ბორჯღალოსნები ამჯერად სრული, გაფართოებული შემადგენლობით შეიკრიბნენ. „სრული“ იმიტომ, რომ წინა ეტაპზე გუნდში იყვნენ დიდი 10-ის კლუბების წარმომადგენლები და ლეგიონერთა ერთი ნაწილი, ახლა კი მათ წამყვანი ფრანგული კლუბების ქართველები შეურთდნენ. თუმცა, მატებასთან ერთად, გაფართოებულ შემადგენლობაში დანაკლისიცაა: გუნდში აღარ არიან ფრანგული „ბორდოს“ მარჯვენა ბურჯი...
ამერიკაში საქართველოს მედლები დათვალეს
ცნობილი ამერიკული პორტალი Gracenote ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მედლების ჩათვლის ვირტუალურ პროგნოზს აქვეყნებს. მისი გათვლები ემყარება რიოს 2016 წლის ოლიმპიადის შემდგომ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებზე სპორტსმენთა შედეგებს. ვირტუალური პროგნოზის თანახმად, საქართველოს წარმომადგენლები XXXII ოლიმპიურ თამაშებზე 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალს მოიპოვებენ, საერთო ჩათვლაში კი 26-ე ადგილს დაიკავებენ. ამგვარად, რიოს ოლიმპიადის შედეგს –...
ფერგის ძმაკაცის შვილიშვილი
„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულ მწვრთნელს ალექს ფერგიუსონს უნდა, რომ მისმა ყოფილმა გუნდმა „ასტონ ვილასგან” სქოთი ჯონ მაკგინი იყიდოს. 24 წლის მაკგინი ნახევარდაცვის ტერიერია. 77 წლის დიადს „იუნაიტედის” მოქმედი მწვრთნელისთვის, ოლე გუნარ სულშერისთვის დაჟინებით უთქვამს, ეს ბიჭი აუცილებლად იყიდე, გამოგადგებაო. მოკლედ, სერ ალექსი მაკგინს აშკარად ლობირებს და როგორც ირკვევა ამაში ნეპოტიზმის ელემენტიც ურევია — ჯონ მაკგინის პაპა...
კლოპს არ შურს
ამ ზაფხულს, „მანჩესტერ სიტიმ” სატრანსფერო ხარჯვის რეკორდი მოხსნა; არც დიდმა ევროპულმა კლუბებმა დააკლეს; „ლივერპულის” მწვრთნელი, იურგენ კლოპი კი იმ ფეხბურთელებითაც კმაყოფილია, რომლებიც ჰყავს. გერმანელმა, „ქალაქელების” სქელი ჯიბისა არ მშურსო, არადა მერსისაიდელებს 2019-20 წლების სეზონში სერიოზული ამოცანები ელით — ჩემპიონთა ლიგის ტიტული უნდა დაიცვან და პრემიერლიგაში „სიტისთვის” ჩემპიონობის წართმევა უნდა ცადონ. სულ კი „ლივერპული” ექვს ტროფის...
ზვერევზე მხეცი ნიკა
ეს ნამდვილი საჩოგბურთო დრამა იყო, რომელიც, ჩვენდა სასიხარულოდ ნიკოლოზ ბასილაშვილის ჰამბურგის ტურნირის ფინალში გასვლით დასრულდა. ალექსანდერ ზვერევი სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიოს მესამე ჩოგანი იყო, ამჟამად კი მეხუთეა. რუსული ფესვების მქონე გერმანელი 23-წლამდელებში ყველაზე ნიჭიერ და სტაბილურ მეჩოგნედ ითვლება და, დიდი სამეულის კორტიდან წასვლის შემდეგ, ტახტის მემკვიდრედაც კი მიიჩნევა. პირველ სეტში თანაბარი ბრძოლის შემდეგ ტაი-ბრეიკისთვის...









