„სანის” ცნობით, „ლესტერ სიტისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” წარმომადგენლები წუხელ ღამით მოლაპარაკების ოთახში ჩაიკეტნენ და ჰარი მაგუაირის ტრანსფერზე იმსჯელეს. „ლესტერისა” და ინგლისის ნაკრების 26 წლის ცენტრალური მცველი გაბრაზებულია. მას „ოლდ ტრეფორდზე” უნდა გადასვლა, ვაჭრობა კი ჭიანურდება. მაგუაირმა ამ ზაფხულში უკვე მეორედ გააცდინა ვარჯიში. გარშემო ყველა დარწმუნებულია, რომ ეს მისი მხრიდან გაფიცვაა, თუმცა თავად ფეხბურთელმა გაცდენა კუჭის...
წელი: 2019
წყლის ნაცვლად ასფალტზე…
ტრაგედია დატრიალდა სამხრეთ კორეის ქალაქ კვანჯუში, სადაც წყლის სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ერთერთ ღამის კლუბში, აშშ-ს დელეგაციის მიერ ორგანიზებული წვეულება იმართებოდა, რომელიც სულაც არ გულისხმობდა, რომ იქ მხოლოდ ოკეანისგაღმელი სპორტსმენები უნდა ყოფილიყვნენ. წვეულებაზე რამდენიმე ქვეყნის ათლეტები ერთობოდნენ და მოულოდნელად ყველაფერი საშინელებაში გადაიზარდა. ადამიანების ნაწილი ღამის კლუბის აივანზე იმყოფებოდა, რა დროსაც ის ჩაინგრა… შედეგად 2 დაიღუპა...
ნიკა, მონრეალი, ცინცინატი…
საქართველოში ჩოგბურთი უცხო ხილი არასოდეს ყოფილა. მუდამ გვყავდა ნიჭიერი მოთამაშეები, რომლებიც საერთაშორისო არენაზე სერიოზულ წარმატებას აღწევდნენ და ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ. ამას რომ ვამბობთ, ძალიან შორეულ წარსულს სულაც არ ვგულისხმობთ, როდესაც დიდი ალექსანდრე მეტრეველი უიმბლდონის ფინალში გადიოდა, თეიმურაზ კაკულიაც მარჯვედ იქნევდა ჩოგანს და არც ლეილა მესხი ირცხვენდა თავს, რომელსაც WTA-ს 5 ტიტული მოუგია და რეიტინგის...
გვილია – გოლი
დაახლოებით ერთი თვის წინ ვაკო გვილიას ტრანსფერით ვისიამოვნეთ. საშუალო დონის ჩემპიონატში ტიტულის მაძიებელ კლუბს კიდევ ერთი ქართველი შეემატა – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვარშავის „ლეგიაში“ ჩაირიცხა. გვილია, რომელიც კლუბმა დიდი იმედით დაიმატა, ძირითად შემადგენლობაში სეზონის პირველივე მატჩებიდან ჩაეწერა. ჯერ ევროპის ლიგის შესარჩევი ეტაპი იყო – ვაკომ 3 მატჩი ითამაშა და 1 საგოლე პასი მიითვალა. მერე კი...
ტურ ფე დრანსი ორმაგად გაყვითლდა
ტურ დე ფრანსი დასრულდა. მისი გამარჯვებული კოლუმბიელი ეგან ბერნალია გახდა ინეოსის გუნდიდან. ის პირველი კოლუმბილელი და პირველი ლათინოამერიკელიცაა, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული მრავალდღიანი ველორბოლის მოგება შეძლო. ამასთანავე ბერნალია ბოლო 110 წლის განმავლობაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულიცაა. ის მხოლოდ 22 წლისაა. საფრანგეთში მცხოვრები კოლუმბიელები თანამემამულის ტრიუმფის სანახავად სპეციალურად შეიკრიბნენ ელისეს მონდვრებზე, სადაც ტურის ბოლო ეტაპის ფინიში მოეწყო....
ბასილას დარტყმის ტრაექტორია
გუშინდელი დღე ჰამბურგში ნიკოლოზ ბასილაშვილის ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც ზედიზედ მეორედ მოიგო გერმანიის ღია პირველობის სტატუსის ტურნირი. ალბათ, ბევრი თქვენგანი გააოცა უცნაურმა პრიზმა, რომელიც ჩემპიონს გადასცეს. ამას მალევე მოგახსენებთ, იქამდე კი წინაისტორია: ჰამბურგის ტურნირი 2008 წლამდე „მასტერსის“ სტატუსს ატარებდა, მერე კი დაკარგა და ორგანიზატორები ახლა ყოველმხრივ ცდილობენ, ძველი დიდება დაიბრუნონ. მათ ოფიციალურად მიმართეს ATP-ს, ნება დაგვრთეთ,...
ევრა ვერა
პატრის ევრამ კარიერა დაასრულა. ცნობილი ფრანგი მარცხენა მცველი 38 წლისაა. ბოლოს „ვესტ ჰემში“ თამაშობდა. შარშან უკლუბოდ დარჩა და „იუვენტუსში“ აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მერე ამბობდა, რომ რომელიმე ფრანგულ კლუბში გადავიდოდა, თუმცა… დღეს უკვე სხვა რამ გამოაცხადა: „საყვარელ საქმიანობას დავემშვიდეობე. ჩემი კარიერა დასრულდა. სწავლას გავაგრძელებ და მალე უეფას სამწვრთნელო B ლიცენზია უნდა ავიღო. თუ ყველაფერი...
რა დალია მესიმ?
ვიდრე „ბარსელონა“ იაპონური ტურნედან დაბრუნდებოდა, კატალონიაში ლეო მესი და ლუის სუარესი დაბრუნდნენ, რომლებსაც კოპა ამერიკას შემდეგ შვებულება ჰქონდათ და მცირე ხნით ანტიგუა და ბარბუდაზე შეიარეს. ლეო ბარსელონაში დიდ ხანს არ გაჩერებულა და მთელ ოჯახთან ერთად იბიცას მიაშურა. დღე-ღამეში 5.5-ათასევროიან ნომერში ლეომ ცოტა დაისვენა და საუკეთესო მეგობრებს უხმო შვებულების ბოლო დღეების ერთად გასატარებლად. ლუის სუარესი, ხორდი...
სხვა რა გზებია ბეილისათვის?
გარეთ ბეილის გადასვლა „ჯიანგსუ სუნინგში” ჩაიშალა. მიზეზი: ჩინურმა კლუბმა ხორვატი ივან სანტინის ყიდვა ამჯობინა. ახლა, „რეალიდან” თავის დასაღწევად უელსელმა სხვა გზა უნდა ნახოს. „მარკა” წერს, რომ საამისოდ ორი ვარიანტი არსებობს: პირველი ის, რომ სადმე ჩინეთშივე ნახოს მისით დაინტერესებული კლუბი, რომელიც „ჯიანგსუს” მსგავსად დიდ ჯამაგირს გადაუხდის და მეორე, სანამ ბრიტანეთში სატრანსფერო ბაზარი ღიაა (დარჩენილია 10 დღე),...
რიბერის ხელფასი უშოვნეს
„ბილდის” ცნობით, ფრანკფურტის „აინტრახტი” 36 წლის ფრანგი ფეხბურთელის ფრანკ რიბერის წარმომადგენელს უნდა დაკავშირებოდა და ერთწლიანი კონტრაქტი შეეთავაზებინა. ფრანკფურტელები ამ ერთი წლის განმავლობაში რიბერის ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად თამაშის გარანტიას აძლევენ. ფეხბურთელს და ბუნდესლიგის კლუბს შორის იოლად შესაძლებელია ხელშეკრულება მართლაც გაფორმდეს. ერთი მხრივ რიბერი თავისუფალი აგენტია ანუ მის დასამატებლად სატრანსფერო თანხის მოძიება აუცილებელი არ არის და მეორე...









