მესისა და რონალდუს გავარდნის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ნეიმარი მოექცა. ეს მისი კარგი თამაშის გადა თეატრალური კოტრიალისა და ტყუილი წაქცევების დამსახურებაც არის. საინტერესოა, რომ ჟურნალისტებმა ამოქექეს 2012 წლის ამბავი, როდესაც ნეი ჯერ კიდევ „სანტოსში” თამაშობდა, ხოლო ბრაზილიის ნაკრების დღევანდელი თავკაცი ტიტე „კორინთიანსს” წვრთნიდა. „სანტოსისა” და „კორინთიანსის” მაშინდელი თამაში „კორინთიანსის” გამარჯვებით, 3:2 დამთავრდა, მეტოქის...
წელი: 2018
პარიზში ვერაფერს მიაღწევ!
ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა რივალდო ამბობს, რომ ნეიმარი „პარი სენ ჟერმენის” გადამკიდე ვერასდროს გახდება მსოფლიოს მთავარი ვარსკვლავი. „ჩემი აზრით ის საუკეთესოს ტიტულს ვერ მოიგებს. თუ ნეიმარს მიზნად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობა აქვს დასახული, დიდ კლუბში უნდა გადავიდეს. „პარი სენ ჟერმენში”, ახალი მწვრთნელის, თომას ტუხელის ხელმძღვანელობით ის ვერასდროს მოიგებს „ოქროს ბურთს”. იმ ფეხბურთს, რომელიც ნეიმარს სჭირდება, ესპანეთში თამაშობენ....
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღიარა: ჩაწყობილი იყო!
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული სამართლიანობის დაცვის განყოფილებამ 29 ივნისს დააყენა შუამდგომლობა სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტში, რომლის სხდომაც გაიმართა სამშაბათს, 3 ივლისს. სხდომა ეხებოდა ფოთის „კოლხეთს“. ფედერაციის განცხადებით, „კოლხეთის“ მიერ ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ ასპარეზობას და მატჩების მსვლელობასა და შედეგზე მანიპულირების მცდელობას. უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშების საფუძველზე დადგინდა, რომ „კოლხეთის“ რამდენიმე მოთამაშე...
ახლა კი მგონი მართლა მიდის
„რეალის” ამბებში „მარკას” დაეჯერება. ესპანური გამოცემა კი წერს, რომ პირველად 2009 წლის შემდეგ, მადრიდული კლუბის ხელმძღვანელები რონალდუს სხვა კლუბში გაშვებას სერიოზულად განიხილავენ. 2009 წელი ის თარიღია, როდესაც პორტუგალიელი „მანჩესტერ იუნაიტედიდან” „რეალში” გადავიდა. მოგეხსენებათ, ამ 9 წლის განმავლობაში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ვარსკვლავი „რეალიდან” წასვლით იმუქრებოდა, მაგრამ კლუბი ყოველ ჯერზე პოულობდა გამოსავალს. თუმცა აი, დადგა 2018 წელი...
გერმანელებს გამარჯვება აღარ სწყუროდათ
„როდესაც თამაშის წინ ჩვენმა მწვრთნელმა ტაე იონგ შინმა დავალების მოსაცემად ოთახში შეგვკრიბა გვითხრა, რომ გერმანელ ფეხბურთელებს ცხვირები აქვთ აწეული, ისინი ამპარტავნები არიან, უკვე ყველაფერი აქვთ მოგებული და გულის სიღრმეში აღარაფრის მოგება არ უნდათ. გერმანიას წარმატება აღარ სწყურია!”, — იგონებს 29 წლის კორეელი ჯა ჩოელ კოო „ბილდთან” ინტერვიუში. გამოცემა წერს, რომ კოოსთვის აუტსაიდერობა კარგად ნაცნობი შეგრძნებაა....
გაუგონარი ამბავი: ინგლისმა პენალტებით მოიგო!
ინგლისის ნაკრების გამარჯვებამ კოლუმბიასთან ბრიტანულ სოციალურ ქსელებში ნამდვილი აფეთქება გამოიწვია. საქმე ის არის, რომ ინგლისელებმა მატჩისშემდგომი პენალტებით მსოფლიოს ჩემპიონატის შეხვედრა ისტორიაში პირველად მოიგეს, ზოგადად კი ასეთი იღბალი ბოლოს ევროპის 1996 წლის პირველობაზე, ესპანეთთან მოგების შემდეგ აღარ ჰქონათ. რას არ წაიკითხავდით კოლიმბიელების ძლევის შემდეგ. მავანმა დაწერა: „ღმერთო ჩემო, მართლა მოვესწარი იმ დღეს, როდესაც ინგლისმა პენალტებით გაიმარჯვა”....
ჯონ ობი მიკელის გატაცებული მამა
ჯონ ობი მიკელმა საიდუმლო გათქვა: არგენტინისა და ნიგერიის შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, სამშობლოში, ბანდიტურ-შეიარაღებულ დაჯგუფებას მამამისი გაუტაცებია. „ჩელსის” ყოფილი ვარსკვლავი, რომელიც ახლა ჩინეთში თამაშობს, რუსეთში იყო, როდესაც დაურეკეს და მამის, პა მაიკლ ობის გატაცების შესახებ უთხრეს. მამა ობი გასვენებაში მიდიოდა, როდესაც ბანდიტები მას პოლიციელებად წარუდგნენ და გაიტაცეს. მიკელს უთხრეს, რომ თუ ვინმეს ამ გატაცების...
ხამესის ამბავს ბოლოწამს გავიგებთო
დღეს, 22 საათზე, მერვედფინალში ინგლისი და კოლუმბია ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ კოლუმბიელებმა არ იციან შეძლებს თუ არა თამაშს მათი ვარსკვლავი ხამეს როგრიგესი. თავიდან პროგნოზი პესიმისტური იყო, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო ოპტიმისტური ხდება. „ბაიერნში” განათხოვრებულმა „რეალის” საკუთრებამ შაბათს სენეგალთან შეხვედრის დროს კანჭი იტკინა და მას მერე ორშაბათს საღამოს წაუვარჯიშა მსუბუქად. ზოგადად, ხამესი მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრავმირებული ჩავიდა...
მთავრობას სპორტი ერთხელაც შემოეჩაგრა
დღეს პარლამენტის სპორტის კომიტეტში კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის მიერთების საკითხზე იმსჯელეს. საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული რეორგანიზაცია რომ მიმდინარეობს, რა ახალია? კანონპროექტის თანახმად კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო უერთდება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს. დათვალეთ? ერთმა სამინისტრომ ექვსი ისეთი კომპონენტი უნდა მოიცვას, შეისწავლოს და წარმართოს, ცალ-ცალკე სამინისტროს...
დროა ნეიმარმა ტვინში ჩიპი შეცვალოს
დიეგო მარადონა ამბობს, რომ დროა ნეიმარმა გონს მოუხმოს და მოედანზე ყალბ კოტრიალს თავი დაანებოს — ბრაზილიელთა მეათე ნომერმა მექსიკასთან შეხვედრაში გოლი გაიტანა, „სელესაომ” 2:0 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა სადაც პარასკევს, 6 ივლისს, 22 საათზე, ბელგიას შეხვდება. მექსიკასთან თამაშის ერთ-ერთ ეპიზოდში ნეიმარმა ზედმეტად თეატრალურად იკოტრიალა, რითაც მსოფლიოში ბევრი გულშემატკივარი გააღიზიანა. 57 წლის მარადონამ ესპანურ „მარკასთან” ინტერვიუში...









