წელი: 2018

Home 2018
რონალდუმ ფიატის მუშები აღაშფოთა
ჩანაწერი

რონალდუმ ფიატის მუშები აღაშფოთა

„იუვენტუსის” გულშემატკივრებს შესაძლოა ძალიანაც უხარიათ, მაგრამ „ფიატის” მუშებს კრიშტიანუ რონალდუს მადრიდიდან ტურინში გადაბარგება აღიზიანებთ — ეს ინფორმაცია ესპანურმა AS-მა გაავრცელა. გაზეთი ამბობს, რომ „იუვენტუსი” რონალდუს სანაცვლოდ „რეალს” 220 მილიონ ევროს გადაუხდის. მოგეხსენებათ, საავტომობილო კონცერნ „ფიატის” მეპატრონე „იუვენტუსის” პრეზიდენტი ანდრეა ანიელია. „იგუაინი არ ეყოფოდათ, ახლა კრიშტიანუ რონალდუს ყიდულობენ? — გაბრაზდა მავანი ჯერარდო ჯანონე, რომელიც „ფიატის” იმპერიაში...

ლისის ტბაზე სპორტული ჟურნალისტების მედია ფესტივალი – “ბაჩოს თასი 2018“ გაიმართება
ჩანაწერი

ლისის ტბაზე სპორტული ჟურნალისტების მედია ფესტივალი – “ბაჩოს თასი 2018“ გაიმართება

7 ივლისს, ლისის ტბაზე, სპორტულ ჟურნალისტთა ტრადიციული მედია-ფესტივალი “ბაჩოს თასი 2018” გაიმართება. “ბაჩოს თასი 2018” ქუჩის მინი-ფეხბურთსა და 3/3-ზე კალათბურთში, ასევე მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდება. ტურნირში მონაწილეობას სხვადასხვა გუნდებში გადანაწილებული სპორტული ჟურნალისტები და ბაჩო სვანიძის მეგობრები მიიღებენ. ფესტივალი, 3/3-ზე კალათბურთის ტურნირით დილის 10:00 საათიდან დაიწყება და მაგიდის ჩოგბურთის და ქუჩის მინი-ფეხბურთის ტურნირებით გაგრძელდება. “ბაჩოს თასის” გამარჯვებულ...

ვფიქრობ, იოზილზე უარი უნდა გვეთქვა
ჩანაწერი

ვფიქრობ, იოზილზე უარი უნდა გვეთქვა

გერმანიის ნაკრების დირექტორმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა ოლივერ ბირჰოფმა მესუთ იოზილის შესახებ ილაპარაკა. მან გაიხსენა იოზილისა და ილქაი გუინდოგანის მიერ თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გადაღებული ფოტო და თქვა, ვინ იცის იოზილის გუნდიდან გაშვება გვიჯობდაო. „ჩვენ გერმანიის ნაკრებში არავის არაფერს ვაძალებთ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობთ ადამიანი კონკრეტულ დასკვნამდე მივიყვანოთ. სამწუხაროდ მესუთთან ეს არ გამოგვივიდა. ამიტომაც ვფიქრობ, იქნებ ჯობდა...

მარკა ლეგენდას დაემშვიდობა
ჩანაწერი

მარკა ლეგენდას დაემშვიდობა

მადრიდულმა გაზეთმა „მარკამ” მთავარ თემად „რეალის” დიდ ლეგენდასთან, კრიშტინუ რონალდუსთან გამოთხოვება გამოიტანა და მართალია პორტუგალიელი ვარსკვლავის „იუვენტუსში” გადასვლა ოფიციალურად ჯერაც არავის დაუდასტურებია, ამ წერილის ფრაგმენტებს გთავაზობთ: „ურთიერთობა მადრიდის „რეალსა” და კრიშტიანუ რონალდუს შორის ცხრა წლის შემდეგ სრულდება. თითქმის დეკადა გავიდა, რაც პორტუგალიელმა ნაბიჯ-ნაბიჯ, ტიტულ-ტიტულ დაიმკვიდრა ადგილი კლუბის ისტორიაში უდიდეს ვარსკვლავთა შორის. თუმცა ვინ იცის, იქნებ საუკეთესოც...

ლუჩანო მოჯი: მორჩა, რონალდუ ჩვენია!
ჩანაწერი

ლუჩანო მოჯი: მორჩა, რონალდუ ჩვენია!

„იუვენტუსის” ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ლუჩანო მოჯი აცხადებს, რომ კრიშტიანუ რონალდუ მიუნხენში „იუვენტუსის” ექიმებმა გასინჯეს. მისი თქმით ყველაფერი დამთავრდა, გარიგება შედგა, პორტუგალიელი უკვე „იუვენტუსის” ფეხბურთელია! შეგახსენებთ, რომ ტურინელები „რეალს” 100 მილიონ ევროს სთავაზობენ. „ოქროს ბურთის” ხუთგზის ლაურეატის შეძენა „მანჩესტერ იუნაიტედსა” და „პარი სენ ჟერმენსაც” სურდა. „მე როგორც ვიცი რონალდუმ ხელშეკრულებას უკვე მოაწერა ხელი და მიუნხენში სამედიცინო...

Heil… 88 = 10 000
ჩანაწერი

Heil… 88 = 10 000

ფიფამ რუსეთის საფეხბურთო კავშირი 10 000 შვეიცარული ფრანკით (8650 ევროთი) დააჯარიმა. სასჯელი სამარაში გამართულ მატჩს მოჰყვა, რომელშიც ურუგვაის ნაკრებმა მასპინძელთა ეროვნული გუნდი 3:0 დაამარცხა. აღმოჩნდა, რომ მატჩის მსვლელობისას მასპინძელი გუნდის ქომაგებმა ტრიბუნაზე გამოფინეს ბანერი, რომელშიც რიცხვი 88 ფიგურირებდა. ეს რიცხვი ნეონაცისტურ სიმბოლიკასთან ასოცირდება: Heil Hitler ორივე სიტყვა H-ით იწყება, რომელიც ლათინურ ანბანში მე-8 ასოა. ფორმულირებაც...

ნეიმარი უდრის იუვენტუსს?
ჩანაწერი

ნეიმარი უდრის იუვენტუსს?

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ნეიმარის თავგადაკლული ფანი რომ არის, გასაგებია, მაგრამ პარალელურად ბიზნესმენიცაა და მისგან ამგვარ ნაბიჯს არავინ ელოდა… ესპანური ტელეკომპანია TVE – ს ინფორმაციით, პერესმა გუშინ პსჟ-ს ნეიმარში 310 მილიონი ევრო შესთავაზა, თავად ფეხბურთელს კი 7-წლიან კონტრაქტში წლიური 45 მილიონიანი ჯამაგირის პირობა მისცა (ბონუსებისა და პრემიალურების გარეშე). ფული „რეალისაა“ და პერესი ისე განკარგავს,...

ვინ თქვა ესპანეთი გავარდაო
ჩანაწერი

ვინ თქვა ესპანეთი გავარდაო

მსოფლიოს ჩემპიონატზე ხვალიდან მეოთხედფინალები იწყება და მათში „ლა ლიგის” 25 ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას. მართალია, საკუთრივ ესპანეთის ნაკრების გავარდნამ მუნდიალზე პრიმერას ფეხბურთელების რიცხვი მნიშვნელოვნად შეამცირა, მაგრამ ის მაინც შთამბეჭდავია. თავიდან რუსეთში 17 ესპანური კლუბის წარმომადგენელი გამოდიოდა. დარჩენილთაგან ყველაზე მეტი, 7-7 ფეხბურთელი, „ატლეტიკოსა” და „ბარსელონას” ჰყავთ. მადრიდელად ითვლება ფრანგი თომას ლემარიც, რომელიც აქამდე „მონაკოში” თამაშობდა, მაგრამ 1...

AS საათებს ითვლის
ჩანაწერი

AS საათებს ითვლის

„კრიშტიანუ რონალდუს „რეალიდან” „იუვენტუსში” გადასვლას თითოეული საათი აახლოვებს”, — წერს ესპანური გაზეთი AS. მისივე ცნობით პორტუგალიელ ვარსკვლავს იტალიურ კლუბთან უკვე რამდენიმე კვირაა წვრილმანებიც კი შეთანხმებული აქვს და უახლოეს დღეებში ვარაუდობს იტალიაში გადაბარგებას. ერთადერთი, რაც ამ საქმის დასრულებას აკლია კლუბებს შორის მოლაპარაკება გახლავთ. „ბებერმა ქალბატონმა” მადრიდელებს თავდამსხმელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზა, „თეთრებს” კი როგორც ჩანს...

დემბელე ცუდად მოიქცა
ჩანაწერი

დემბელე ცუდად მოიქცა

საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა „შპორტ ბილდს” ინტერვიუ მისცა, რომლდანაც საკუთრივ გერმანულ გამოცემას ყველაზე საინტერესოდ ორი ფრაგმენტი მიაჩნია. ერთი საფრანგეთის 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონი (რომელსაც თავად დეშამი კაპიტნობდა) და დღევანდელი ნაკრებების შედარება გახლავთ. „ჩვენ თითქმის ყველანი 30 წელს ვიყავით მიტანებული. გუნდში ყველა ლიდერი იყო, არავინ არავის შეჰყურებდა. ფაქტობრივად ყველას გამოვლილი გვქონდა 1996 წლის ევროპის ჩემპიონატი და...