დღეს დილით იაპონიაში სტარტი აიღო „ნაგოია ბაშომ“ და ლევან გორგაძემ ოძეკის რანგში აღზევების შემდეგ პირველი ბრძოლა გამართა. ტოჩინოშინად წოდებული ქართველის მეტოქე აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა იკიოი იყო. ლევანმა მეტოქეს მარცხენა ჩავლება აუღო და ზედმეტი ნერვიულობის გარეშე გაიტანა ბზით შემოსაზღვრული დოჰიოს (საბრძოლო წრის) მიღმა. ხვალ დილით ტოჩინოშინის მეტოქე ტიიონოკუნი იქნება, ვისთანაც ექვსი აქამომდელი ჯახიდან ხუთში გაუმარჯვია. ქართველ...
წელი: 2018
ფეხბურთი სამშობლოში ბრუნდება
დღეს ინგლისი მონდიალ-2018-ის ნახევარფინალში რომ გავიდა, “სარბიელელ” კოლეგებს ვთხოვე, მეც მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა-მეთქი. არა იმიტომ, რომ ინგლისის ნაკრების თავგადაკლული ფანი ვარ ან საერთოდ ფეხბურთზე მეკეტება ჭკუა, არამედ ანგლოსაქსური ჯიგრის პატივისცემის გამო. საბურთაო მსოფლიო სპორტი რომ არსებობს, ინგლისელთა ან ამათი განაყრის (აშშ, კანადა, ავსტრალია, ირლანდია) დამსახურებაა და ფეხბურთის ბაცილაც ხომ ინგლისელმა მატროსებმა მოსდეს მსოფლიოს. მერე მოწაფეებმა...
კანტონამ პუტინზე შაკირათი იშაყირა
„მანჩესტერისა“ და საფრანგეთის ნაკრების გიჟმაჟმა ექსფორვარდმა ერიკ კანტონამ სოციალურ ქსელებში რუსეთ-ესპანეთის მერვედფინალური მატჩის შესახებ იშაყირა – ჩვენ დავაფიქსირეთ სატელეფონო ზარი ვინმე ვლადიმირ პ-სგან, მაშინვე, როგორც კი პიკემ პენალტი აიკიდა. ეს ვიღაც ვლადიმირ პ. ტელეფონში განკარგულებას გასცემდა: „ყველაფერი კარგადაა. შეგიძლიათ, შაკირა გაუშვათ“. ეს რუსების ყველაზე დიდი გამარჯვება იყო მას შემდეგ, რაც ამერიკელებს პრეზიდენტად ტრამპი დაუსვეს. კანტონა...
საბურთალო ზაფხულის ჩემპიონია
ეროვნული ლიგის გათამაშების მეორე წრეც დამთავრდა. „საბურთალომ“ ოთხშაბათს ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო (სტუმრად „სამტრედიასთან“ 1:3) და „ზაფხულის ჩემპიონი“ გახდა. საბურთალოელთა ლიდერობა ერთობ დამაჯერებელია, უშუალო კონკურენტ „დინამოს“ ხუთი ქულით უსწრებენ და რაც მთავარია, მოწიფულ ფეხბურთს თამაშობენ. საინტერესოა, რომ შარშანდელ ჩემპიონატში, ორი წრის შემდეგ, ლიდერი „დინამო“ გახლდათ და ზუსტად იგივე მაჩვენებლები ჰქონდა – 14 მოგება, 1 ფრე...
რივალდო ნეიმარს: იწექი!
ახლო წარსულში ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთმა სუპერვარსკვლავმა რივალდომ სოციალური ქსელებით ნეიმარს მიმართა: – იყავი ისეთი, როგორიც ხარ. თუ მოსატყუებელია მეტოქე – მოატყუე! თუ კარში დარტყმას ჩათვლი საჭიროდ – დაარტყი! თუ შენზე ჯარიმის მერე დროა მოსაგები, იწექი გაზონზე! გახსოვდეს, რომ, ვინც გაკრიტიკებს, მათი უმრავლესობა მსოფლიოს ჩემპონატს უკვე დაემშვიდობა. იყავი ვინც ხარ – ბრაზილიელთა კერპი!
Pupils with all this course’s aid will probably understand the developments within the medical Care sector.
Documents are a sort of valuation. Writing a discursive article, you’d need to address assortments of opinions. That is the cause why it becomes quite hard to handle discursive essay composing. The final mode of creating the essay is really in the fashion of an problem alternative article. You merely place your pen to paper...
მეშინია ლუკაკუსი, აზარის და დე ბრუინის
2014 -ში კარიერის დასრულების შემდეგ ტიერი ანრი SKY SPORTS-ის კომენტატორი გახდა და მსუყე კონტრაქტი გააფორმა – 24 მილიონი გირვანქა 6 წელიწადში. მომდევნო წელს „არსენალის“ ახალგაზრდულ გუნდში მწვრთნელობაც იტვირთა, მაგრამ იქ მხოლოდ ერთი სეზონი იმუშავა. არსენ ვეგერს არ მოსოწონდა მისი მწვრთნელ-კომენტატორობა და არჩევანის წინაშე დააყენა. ანრიმ კომენტატორობა არჩია. იმავდროულად სამწვრთნელო კურსებზე სწავლობდა და 2016-ის მარტში უეფას...
ურუგვაის ჯარისკაცი
როგორც არ უნდა დასრულდეს მონდიალი, მას ერთი ნამდვილი გმირი უკვე ჰყავს. თან ისეთი, მოედანზე საერთოდ რომ არ გასულა. ურუგვაის ნაკრების თავკაცი ოსკარ ტაბარესი მყავს მხედველობაში. არაფერ შუაშია რეგალიები და მოგებული ტიტულები, თუმცა 71 წლის სპეციალისტის ბიოგრაფია ამ მხრივაც მდიდარია. ფეხბურთელობისას ისე რა მცველმა 33 წლის ასაკში სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. „პენიაროლი“, „დეპორტივო კალი“, „ბოკა ხუნიორსი“, „კალიარი“,...
გაგონილა მესი და დოლარის კურსი ?
არგენტინის ნაკრების საბრალო მწვრთნელის ხორხე სამპაოლის საკრიტიკოდ გონსალო იგუანის მამამ ხორხე იგუაინმაც მოიცალა: „ორი ფორვარდი (აგუერო და იგუაინი) რომ გყავს გუნდში, რომლებსაც ერთად 600 გოლამდე აქვთ გატანილი და ძირითადში არცერთი არაა, ნორმალურია ეს ? ყველაფერს მესის რატომ ვთხოვთ? ზედმეტი ხომ არ მოგვდის ? ეგებ დოლარის კურსის დაწევაც მესისთვის გვეთხოვა?“
გამოუშვით გიჟები!
ვაღიაროთ და მსოფლიოს ჩემპიონატის ამგვარ მეოთხედფინალურ ბადეს ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა. ცუდია თუ კარგი? უფრო მეტად კარგი, რადგან პროგნოზირებადი სპორტი ჩარხთან გატარებულ რვასაათიან შრომადღეს უფრო ჰგავს, ვიდრე აზარტის ემოციასა და ოსტატობაზე ნამრავლს. მოდი და მიმტკიცე, რომ საფრანგეთი „დაღეჭავს“ ურუგვაის და თავის მხრივ, ბრაზილია დაამიწებს ბელგიელთა ამბიციებს. ბადის ამ მხარეს „გიჟების“ ისეთი შემადგენლობა შეიყარა, დედისა და...







