ეს არის ყველაზე აგრესიული სატრანსფერო ფანჯარა „ლივერპულის“ თანამედროვე ისტორიაში. სამი დღის წინათ მათ სარეკორდო 73 მილიონი ევრო გადაიხადეს ბრაზილიელ მეკარე ალისონში და ამის შემდეგ მათმა დანახარჯმა ჯამში 190 მილიონი ევრო შეადგინა. ბრაზილიელი მეკარის გარდა ამ ზაფხულს მერსისაიდელებმა ასევე ნაბი კეიტა, ფაბინიო და ჯერდან შაჩირი იყიდეს. თუ ამას დავამატებთ ზამთარში ცენტრალურ მცველ ვირგილ ვან დეიკში გადახდილ...
წელი: 2018
მოსკოვს მოსკოვშივე გაულახა
„ეს იყო ისტორიული გამარჯვება. აუცილებლად ვიშუამდგომლებ უკრაინის პრეზიდენტთან, რომ ალექსანდრ უსიკს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭოს“ – განაცხადა დღეს უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა ვლადიმირ გროისმანმა. და რა ქნა ასეთი უსიკმა? ბევრი არაფერი… წუხელ მოსკოვში, გადავსებული სპორტკომპლექს „ოლიმპიისკის” და ასობით მილიონი ტელემაყურებლის თვალწინ უმოწყალოდ გალახა რუსების ჯილა მურატ გასიევი. ბრძოლა პირველი მძიმე წონითი კატეგორიის იყო და გამარჯვებული...
იოზილი და პრეზიდენტი
გეხსომებათ რა ამბავი ატყდა გერმანიაში, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის წინ თურქული წარმოშობის ორმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა და ილქაი გუინდოგანმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ფოტო გადაიღო. გერმანელებმა ეს თავიანთი ქვეყნის უპატივცემულობად აღიქვეს და ისეთი სკანდალი აგორდა, რომ გუნდის მომზადებასაც კი დაასვა დაღი. გუინდოგანმა მალევე გამოაქვეყნა წერილი, სადაც გერმანელ ერს სიყვარულში გამოუტყდა, იოზილი კი აქამდე კრინტს არ ძრავდა...
სანემ გაიგო და გაუგო
როგორ ახერხებენ გულში ბოღმის ჩადების ნაცვლად კეთილგანწყობის შენარჩუნებას? 22 წლის გერმანელი ფეხბურთელის ლეროი სანეს ამბავს მოგახსენებთ, რომლის მსოფლიოს ჩემპიონატზე არ-წაყვანა სამშობლოში ბუნდესმანშაფტის მწვრთნელის იოაჰიმ ლიოვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომად მიაჩნიათ. ყოველ შემთხვევაში, როდესაც გაირკვა, რომ ლიოვი სანეს ტოვებდა, გერმანიაში დიდი კამათი ატყდა. და აი, უჩვეულო ამბავი: ლეროი სანე თავად ამბობს, რომ მას ესმის, თუ რატომ...
ბეილის თაღლითი სიმამრი და გადადებული ქორწილი
„რეალისა” და უელსის ნაკრების ვარსკვლავი გარეთ ბეილი ამ ზაფხულს დიდი ქორწილის გადახდას აპირებდა, მაგრამ ერთი წლით გადადო. არადა, 29 წლის ბეილი და მისი მთელი ცხოვრების სიყვარული, 26 წლის ემა რის-ჯონსი იტალიაში, ერთ-ერთ სასახლეში აპირებდნენ წვეულების გამართვას, სადაც ფეხბურთის ვარსკვლავები უნდა დაეპაჟიათ. ქორწილის გადადების მიზეზი ოჯახური არეულებაა. უფრო რომ დავაზუსტოთ, პრობლემები პატარძლის მხარეს აქვს. ემა იმედოვნებს,...
ორი ერთში
სენ-პოლ-ტრუა-შატოსა და მენდეს შორის ეტაპი ტურ დე ფრანსის საერთო ჩათვლაში მოწინავე მრბოლებისთვის ცოტა ამოსუნთქვის საშუალება უნდა ყოფილიყო და ასეც დაიწყო ეტაპი, მაგრამ ბოლოს მათაც საკმაო ძალისხმევა დასჭირდათ სტატუს-კვო რომ შეენარჩუნებინათ. სტარტზე გამოსული 152 ველოსიპედისტიდან ბევრს სურდა თავის გამოჩენა შეტევაში და ამიტომ უკვე მეხუთე კილომეტრზე პელოტონი ოთხ ნაწილად დაიშალა. არიერგარდში ისეთი ხალხი გაება მახეში, როგორებიც მიკელ...
იტალიური მასტერკლასი
წყალბურთს პროგნოზები უხდება. ევროპის 2018 წლის პირველობის ფინალური ტურნირის ჯგუფური ეტაპი აუმღვრევლად ჩატარდა, მხოლოდ A-ჯგუფში დატრიალდა ინტრიგა, როცა გერმანიამ ევრო-2016-ის ბრინჯაოსმედალოსან უნგრეთს ფრე გამოჰგლიჯა ხელიდან და ამით დაამტკიცა, რომ საქართველოს ნაკრებთან მისი გამარჯვებაც შემთხვევითი როდი იყო. ჩვენებმა კი მოლოდინისამებრ დათმეს თამაში იტალიის ნაკრებთან (3:14) ისე, რომ ვერცერთ ტაიმში სერიოზული ვერაფერი აჩვენეს. ჯგუფში ბოლო ადგილის...
11 – ვარანმა გუნდი შეავსო
მადრიდის „რეალის“ ფრანგი ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი მეთერთმეტე ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც ერთი სეზონის განმავლობაში ორი მთავარი ფინალი მოიგო – ჩემპიონთა ლიგის (თასის) და მსოფლიო ჩემპიონატის. ასეთივე შედეგი შეიძლებოდა ჰქონოდა ასევე რეალელ ლუკა მოდრიჩს, მაგრამ მისი ხორვატია მონდიალის ფინალში ფრანგებთან 2:4 დამარცხდა. საინტერესოა, რომ სიაში მხოლოდ ორი კლუბის მოთმაშეები მოხვდნენ, 11-დან შვიდი მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელია,...
გვარდიოლა ჩივილით იწყებს
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი ის შეჯიბრებაა, რომელიც ზაფხულობით ტარდება და წამყვანი ევროპული კლუბებისთვის რეალურად სეზონისთვის მომზადებას, ამხანაგურ თამაშებს ნიშნავს. ამ შეჯიბრების ფარგლებში, ჩიკაგოში თავიანთი პირველი შეხვედრა გამართეს „მანჩესტერ სიტიმ” და „დორტმუნდმა”. მატჩი დამთავრდა გერმანული გუნდის გამარჯვებით 1:0. ერთადერთი გოლი მარიო გიოტცემ პენალტით გაიტანა. პენალტი 27-ე წუთზე ოლექსანდრ ზინჩენკოს მიერ კრისტიან პულიშიჩის წაქცევისთვის დაინიშნა. მატჩის დამთავრების შემდეგ...
საბურთალო შვედეთში მსოფლიოს ათეულშია
ირა ზაქარეიშვილი გეტებორგიდან შვედეთში, „გოტია კაპზე“ მყოფმა „საბურთალოს“ ბავშვთა ორივე გუნდი ფლეი ოფებში გავიდა და ორივემ საკმაოდ წარმატებით ითამაშა. წელს ტურნირის ორგანიზატორებმა პირველად გადაწყვიტეს 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გაეთამაშებინათ მედლები და მხოლოდ საუკეთესო ათეულები შეედგინათ, რაგდან მათი თქმით ბავშვი წაგების შემდეგ ემოციებით იტანჯება და მომავალი თაობის ფსიქიკას მეტი გაფრთხილება უნდაო… ეს პრაქტიკა ბევრ ქვეყანაშია...









