„ეს იყო ისტორიული გამარჯვება. აუცილებლად ვიშუამდგომლებ უკრაინის პრეზიდენტთან, რომ ალექსანდრ უსიკს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭოს“ – განაცხადა დღეს უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა ვლადიმირ გროისმანმა. და რა ქნა ასეთი უსიკმა?
ბევრი არაფერი…
წუხელ მოსკოვში, გადავსებული სპორტკომპლექს „ოლიმპიისკის” და ასობით მილიონი ტელემაყურებლის თვალწინ უმოწყალოდ გალახა რუსების ჯილა მურატ გასიევი.
ბრძოლა პირველი მძიმე წონითი კატეგორიის იყო და გამარჯვებული ოთხ უმთავრეს საჩემპიონო ქამართან ( WBC, WBO, IBF, WBA) ერთად მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულსაც იღებდა.
მწირი ტექნიკური არსენალი აღმოაჩნდა გასიევს. მთელი შეხვედრა ეძებდა შანსს, როგორმე ღვიძლში დაერტყა უსიკისთვის – ამ ილეთმა რამდენჯერმე გამარჯვება მოუტანა, მაგრამ არა უკრაინელთან.
უსიკმა ჰუკებით თავბრუ დაახვია მეტოქეს და ორჯერ კარგი აპერკოტიც უთავაზა. ნახევარი ბრძოლაც არ იყო გასული და ყველა მიხვდა, რომ გასიევი ქულებით მომგები არ იყო. მხოლოდ ნოკაუტი, მაგრამ ვინ მიუშვა?!
ალექსანდრ უსიკი მსოფლიო კრივის ისტორიაში მეოთხე სპორტსმენი და პირველი არაამერიკელია, ვინაც ოთხივე საჩემპიონო ქამარს მოუყარა თავი.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
