გულშემატკივრისთვის ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ ლეო მესის შესახებ მთლად ტაქტიანად არ ილაპარაკა. 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ერთმანეთს შეადარა მესის თამაში „ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრებში და თქვა, რომ ის „ბარსელონას” მაისურით სხვა დონეზე თამაშობს. მარადონამ თანამემამულეებს მოუწოდა მესის ლიდერობა აღარ მოსთხოვონ, რადგან ფეხბურთელი, რომელიც თამაშის წინ ოცჯერ შედის ტუალეტში, ვერასდროს გახდება ლიდერი....
ქართლოსი და თერთმეტი ჯუჯა
კარგი ტურნირია უეფას ერთა ლიგა. იურგენ კლოპმა კი თქვა, სისულელეაო, მაგრამ ვისთვის როგორ. ისინი თავისი ფეხბურთელების ეროვნულ გუნდებში წასვლაზე დარდობენ, ემანდ რამე არ დაიშავონო, მაგრამ ახლა აქეთაც იკითხონ… ამ ტურნირმა საქართველოს ნაკრების ისტორიაში ახალი, სასიამოვნო ფურცელი გადაშალა. ბევრი რამ პირველად მოხდა და ხდება. მაგალითად, „ჯვაროსნებმა“ ოფიციალურ ტურნირში პირველად მოიგეს სამი მატჩი ზედიზედ, თან ისე, რომ...
გავარდება გერმანია B ლიგაში?
გერმანიამ ჰოლანდიაში 0:3 წააგო — ეს იყო ერთა ლიგის შაბათის ტურის ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი ანგარიში. ამ წაგების შედეგად A ლიგის პირველი ჯგუფის ცხრილში გერმანია 1 ქულით ბოლო ადგილზეა და თუ დავუშვებთ, რომ შეჯიბრება 19 ნოემბერს სწორედ ასე დასრულდება, გერმანელები B ლიგაში გავარდებიან. თუმცა, ჯერ მხოლოდ 2 ტურია გასული და თეორიულად იგივე შეიძლება მოუვიდეთ 3 ქულიან...
ერევანში გიბრალტარის საპატივცემულოდ ლიხტენშტაინის ჰიმნი დაუკრეს
გიბრალტარის ნაკრები და მთელი სტუმარი დელეგაცია მეტისმეტად ნაწყენი დარჩა, რადგან სომხეთში ერთა ლიგის თამაშის წინ, მასპინძლებმა მათი ქვეყნის ჰიმნის ნაცვლად სტადიონზე ლიხტენშტაინის ჰიმნი დაუკრეს. რასაკვირველია, სომხებმა სტუმრებს მაშინვე მოუბოდიშეს, მაგრამ გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაციამ მაინც დაწერა ოფიციალური განცხადება, სადაც მომხდარი აღწერა და გაასაჯაროვა. განცხადებაში წერია: „გიბრალტარის ფეხბურთის ასოციაცია დიდი გულისწყრომით აცხადებს, რომ სომხეთთან უეფას ერთა ლიგის...
ანდორა გაიღუნა
ეს უკვე საქმეა, ყურისძირშია ევროპა. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე მიჯრით მესამე მატჩი მოიგო და ხელისგაწვდენაზე დაიახლოვა ერთა ლიგის პლეი-ოფი. 2-0 ყაზახეთთან, 1-0 ლატვიასთან და აგერ 3-0 ანდორასთან – გაასამა ვაისის გუნდმა და შედეგად ძალუძს, სამ დღეში ვადამდე მოიპოვოს ევროპისკენ მიმავალი ნახევარფინალის საგზური. საამისოდ ლატვიელთა სტუმრად ძლევაა საჭირო და პროგრამა მინიმუმიც შესრულდება… რაღა თქმა უნდა, ანდორასთან...
ანრი მონაკოს მწვრთნელია
„არსენალისა” და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდამ ტიერი ანრიმ ბელგიის ნაკრების ასისტენტი მწვრთნელის პოსტი დატოვა და თავისი სიყრმის კლუბს, „მონაკოს” ჩაუდგა სათავეში. ანრის „მინაკოში” დანიშვნა მას მერე გახდა შესაძლებელი, რაც საგრაფოს კლუბმა კვირის დასაწყისში ლეონარდო ჟარდემი გაათავისუფლა თანამდებობიდან. 41 წლის ლეგენდარული თავდამსხმელი დღეს დილით გაფრინდა მონტე კარლოში, სადაც სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა კლუბთან, სადაც ყმაწვილკაცობაში 6 წელიწადი გაატარა....
მოვირგოთ და მოვიგოთ
უეფას ერთა ლიგის გათამაშების ახალმა სისტემამ ჩვენთვის სრულიად ახალ გარემოში გვიკრა თავი: შეიძლება ითქვას, ჯგუფური ტურნირი გახურებულია, საქართველოს ნაკრები კი უდანაკარგოდ ლიდერობს. ოდეს ყოფილ არს აქამომდე, რომე ქვეჯგუფისთვის უპირობო ფავორიტის რანგში გადმოგვეხედოს, მაგრამ ფაქტია. გუშინ ვლადიმირ ვაისმა მეტოქე ანდორას ნაკრების მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა და მათ მთავარ ძალად მთავარი მწვრთნელი დაასახელა. ლოგიკურიცაა: პაწაწკინტელა ქვეყანამ, აუტში...
როგორ მიითვისა პუტინმა საჩემპიონო ბრილიანტი
საფრანგეთის ნაკრების წევრებმა ანტუან გრიზმანმა და პოლ პოგბამ ჩათვალეს, რომ მათი მსოფლიოს ჩემპიონობა არაფრითაა NBA – ს ჩემპიონობაზე ნაკლები და ბრილიანტის ბეჭდებს იმსახურებენ. შეკვეთას ცნობილი ამერიკული საიველირო ფირმა Janson of Beverli Hills შეასრულებს, რომელიც ამ სახის სერვისს ამერიკული სპორტის ჩემპიონებს უწევს. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია თანახმაა, გადაიხადოს მხოლოდ ტრანსპორტირების ხარჯები (დაახლოებით 10 000 ევრო), დანარჩენს კი...
კარლოს ტევესი: ფეხბურთი არასდროს მყვარებია
34 წლის არგენტინელმა ვარსკვლავმა კარლოს ტევესმა გაზეთ „კლარინთან” ინტერვიუში მეტად უცნაური რამ თქვა: „ფეხბურთი არასდროს მყვარებია და არასდროს ვყოფილვარ მისი გულშემატკივარი”. „ბოკა ხუნიორსის” თავდამსხმელისგან, რომელსაც კარიერაში ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორებიცაა „კორინთიანსი”, „ვესტ ჰემი”, „მანჩესტერ იუნაიტედი”, „მანჩესტერ სიტი” და „იუვენტუსი” ასეთი რამის მოსმენა მართლაც უჩვეულოა. მაგრამ, ტევესმა ეს არ იკმარა და თემა კიდევ უფრო გაშალა: „თუ „ბარსა”...
ბარსამ მალკომიც გაანაწყენა
არტურო ვიდალის გულისწყრომა „ბარსელონაში” სათამაშო დროის სიმცირესთან დაკავშირებით სულ ახალი ამბავია. ახლა მას 41 მილიონ ევროდ ნაყიდი 21 წლის ბრაზილიელი მალკომის წყენაც დაემატა. ლა ლიგის 8 ტურში მალკომი მოედანზე სულ ორჯერ შევიდა და ჯამში იქ 25 წუთი გაატარა. კატალონიელთა ბოლო სამ ოფიციალურ შეხვედრაში კი ის საერთოდ განაცხადშიც არ იყო. მისმა მრჩეველმა ჟუნიორ მინგუელამ RAC1-თან ინტერვიუში თქვა:...









