თვე: ოქტომბერი 2018

Home 2018 ოქტომბერი
საგიჟეთი! ყველაზე ძვირი სპორტსმენი
ჩანაწერი

საგიჟეთი! ყველაზე ძვირი სპორტსმენი

რაო?! მესი? რონალდუ? ფედერერი? ლებრონ ჯეიმსი? ლუის ჰემილტონი? დაივიწყეთ, თუ საქმე ყველაზე ძვირადღირებულ კონტრაქტს ეხება. არის ასეთი მოკრივე – საულ „კანელო“ ალვარესი მექსიკიდან. დღეის მდგომარეობით WBC, WBA და IBO ვერსიებით მსოფლიოს ჩემპიონს კრივის საშუალო წონაში ერთბაშად 365 მლნ. დოლარი შესთავაზეს. სანაცვლოდ მან 5 წლის განმავლობაში 11-ჯერ უნდა იჩხუბოს. პირველი ბრძოლა 15 დეკემბერს ლეგენდარულ „მედისონ სქვერ...

სად არის ჩვენი ოცნება?
ჩანაწერი

სად არის ჩვენი ოცნება?

– მოვიგეთ, ფეოლა! – გაგჭირდებოდათ… დაახლოებით ასე, „უქიმერიონივით“ ჩაუქროლა ერთა ლიგის მეტოქეებს საქართველოს ნაკრებმა და უკეთესი რომ აღარ არსებობს, ისეთი შედეგით დაიკავა ქვეჯგუფში პირველი ადგილი. ლოგიკურად ასეც უნდა მომხდარიყო და ახლა ვთქვათ, ნაღდი რა  და დამატებით კიდევ რისთვის ბრძოლის უფლება მივიღეთ. ჩვენ ხომ სულსწრაფები ვართ და უმალ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჯერაც მოუპოვებელ საგზურზე ვსაუბრობთ,...

ევროპა ორ ნაბიჯში…
ჩანაწერი

ევროპა ორ ნაბიჯში…

საქართველოს ნაკრების თამაშმა მოლოდინს გადააჭარბა. მოედანზე ერთი გუნდი მეორეს ისე სჯობდა, რომ სადავო არაფერი ყოფილა. თბილისშიც გამოჩნდა, რომ საქართველო ლატვიაზე უკეთესია, თუმც დღეს კლასის ნამდვილი დემონსტრირება ვნახეთ. ეს გუნდი უფრო ზემო დივიზიონში უნდა თამაშობდეს. კარგა ხანია რიგაში ასეთი კარგი გუნდი არ ჩამოსულა. შთაბეჭდილება რჩებოდა რომ ქართველი ფეხბურთელები არა მხოლოდ ხარისხით, არამედ რაოდენობითაც აღემატებოდნენ ლატვიელებს. სიამოვნება...

მარშრუტის გამო
ჩანაწერი

მარშრუტის გამო

რა და… მარშრუტის გამო მინდა ვთქვა. უცნაური მარშრუტი, რომელიც, ალბათ, არცერთ ქალაქში არ არსებობს. ერთის მხრივ ეს ჩვეულებრივი მარშრუტია, ხალხი ყოველდღე გადიგამოდის ამ გზაზე, მაგრამ თბილისში გაჩნდა დღეები, როცა ადამიანთა უზარმაზარი ჯგუფები ამ მარშრუტს დიდი მონდომებით, ჩქარი და საქმიანი ნაბიჯით გადიან. რას იზამ – ასეა! როცა ერთ დღესაა კალათბურთიც და ფეხბურთიც. და ფეხბურთი კალათბურთის დამთავრებიდან...

მოდი, შევთანხმდეთ: საქართველო ფლეი ოფშია!
ჩანაწერი

მოდი, შევთანხმდეთ: საქართველო ფლეი ოფშია!

თავდაპირველად, რაკი საშუალება მომეცა, ჩემს ძველ მეგობრებს, სარბიელელებს, მედია სივრცეში დაბრუნებას გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ… მოხარული ვარ, რომ “სარბიელისთვის” ამჯერად მე მიწევს რეპორტაჟების მომზადება და როგორც აქამდე, მაქსიმალურად ვეცდები ქართველი ქომაგის ინტერესის დაკმაყოფილებას. თავდაპირველად კი ნება მიბოძეთ, საქართველოს ერთა ლიგის ფლეი ოფში გასვლა მივულოცო. მოდი, ნუ ვიკამათებთ და ნურც იმას ვიტყვით, რომ ჯგუფში წინ კიდევ...

დიდი საქმეები და საფეხბურთო თავმოყვარეობა
ჩანაწერი

დიდი საქმეები და საფეხბურთო თავმოყვარეობა

დიდი საქმეები ერთ დღესა და ერთ წუთში არ კეთდება. დინჯად და აუღელვებლად სვლა უფრო გაახლოებს მიზანთან, ვიდრე ზღვარსგადასული ამბიცია და უსაგნო ფაფხური. ისევ ჩვენს საფეხბურთო ნაკრებზე მინდა ორიოდე სიტყვის თქმა. დღენიადაგ იმაზე ვოცნებობდით, დიდი ტურნირის ფინალური ეტაპი დაგვეჭაშნიკებინა. როგორ არ გვიოცნებია, იმ ოცნებებში ინგლის-ირლანდიებთან გასვლაზე მოგებაც კი დაგვიგეგმავს (ლივერპული და ვესტ ჰემი გვახსოვს), გერმანიასთან ფრეზეც...

გაზას ღირსეული პასუხი
ჩანაწერი

გაზას ღირსეული პასუხი

უცნაურად მოექცა პოლ გასკოინს შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაცია — მათ საერთოდ გააუქმეს ნომინაცია, რომლითაც გაზა სქოთთა დიდების დარბაზში იმკვიდრებდა ადგილს. გასკოინმა 1990-იან წლებში სამი წელიწადი გაატარა „რეინჯერსში”. დიდების დარბაზში მოსახვედრად კი ის თავიდან კანდიდატთა შორის დაასახელეს, ხოლო შემდეგ კომისიამ მათ შორის გამოარჩია კიდეც. მაგრამ, გამოჩნდნენ შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციის მავანი ჩინოვნიკები, რომლებიც ბოიკოტით დაიმუქრნენ: თუ დიდების დარბაზისადმი...

ძრწოდეთ, მეფე დაბრუნდა!
ჩანაწერი

ძრწოდეთ, მეფე დაბრუნდა!

შანხაის მასტერსის ფინალში სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ხორვატ ბორნა ჩორიჩს 6:3, 6:4 მოუგო. დიდი ამბავიო, იტყვის ჩოგბურთში ისე რა ჩახედული მკითხველი, მაგრამ სტატიას თუ ჩაიკითხავთ ოვაციები ფეხზე წამოდგომის გარეშეც შეგიძლიათ გაუმართოთ სერბ ტერმინატორს. პირველი: ბორნა ჩორიჩი ვინმე არიფი არ გეგონოთ. ფინალამდე ვავრინკას, დელ პოტროს და ფედერერს გამოუყვანა წირვა 21 წლის ბიჭმა. მეორე: ჯოკოვიჩმა ასეთ მეტოქესთან პირველი...

როგორ გააფრინეს ინგლისელებმა
ჩანაწერი

როგორ გააფრინეს ინგლისელებმა

ინგლისელმა ფანებმა სევილიაში მთელი ღამე ილოთეს და ისე მოიქცნენ, რომ ესპანეთის სპეცრაზმთან მოუხდათ შეტაკება. ესპანელები ინგლისელებს დღეს საღამოს, 22 საათსა და 45 წუთზე მასპინძლობენ ერთა ლიგის A ლიგის მეოთხე ჯგუფის შეხვედრაში. ამ ჯგუფში კიდევ ხორვატიაა. „ლა როხა” ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს. ინგლისელებსა და ხორვატებს თითო ქულა აქვთ. ქუჩის კამერებმა მრავალგზის დააფიქსირეს, როგორ ამტვრევენ ჭკუიდან გადასული...

თუ ბარსელონას 20 წლის შემდეგაც გაიხსენებენ…
ჩანაწერი

თუ ბარსელონას 20 წლის შემდეგაც გაიხსენებენ…

ფეხბურთის ისტორიაში იშვიათია, როდესაც უნიჭიერეს ფეხბურთელთა ჯგუფი ერთად იყრის თავს და ერთმანეთს ისე უგებს, რომ უდიდესი გუნდის სახელს იმკვიდრებს. ასეთი იყო პეპ გვერდიოლას „ბარსელონა”, რომლის წარმატებებში მწვრთნელმა უდიდესი როლი ითამაშა. სხვა სიტყვებით, ამ გუნდს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს როგორც მესის, ჩავისა და ინიესტას, ასევე პეპ გვარდიოლას „ბარსა”. შეცდომა არც ერთი იქნება და არც მეორე. „ჩვენ ჩემპიონთა...