საქართველოს ნაკრების თამაშმა მოლოდინს გადააჭარბა. მოედანზე ერთი გუნდი მეორეს ისე სჯობდა, რომ სადავო არაფერი ყოფილა. თბილისშიც გამოჩნდა, რომ საქართველო ლატვიაზე უკეთესია, თუმც დღეს კლასის ნამდვილი დემონსტრირება ვნახეთ. ეს გუნდი უფრო ზემო დივიზიონში უნდა თამაშობდეს. კარგა ხანია რიგაში ასეთი კარგი გუნდი არ ჩამოსულა. შთაბეჭდილება რჩებოდა რომ ქართველი ფეხბურთელები არა მხოლოდ ხარისხით, არამედ რაოდენობითაც აღემატებოდნენ ლატვიელებს. სიამოვნება...

