თვე: ოქტომბერი 2018

Home 2018 ოქტომბერი
კლოპი ერთა ლიგას უტევს
ჩანაწერი

კლოპი ერთა ლიგას უტევს

„მსოფლიოში ყველაზე უაზრო შეჯიბრება” — ასე შეამკო ცოტა ხნის წინ ქართველების მოწონებული ერთა ლიგა „ლივერპულის” გერმანელმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა, ამ დღეებში კი ახალი ენერგიით შეუტია მას: „მე მიყვარს დიდი შეჯიბრებები, მაგრამ ხანდახან სიჩქარე უნდა გამოცვალო. ერთა ლიგა კარგი იდეაა, ოღონდ სხვა სპორტში. ფეხბურთში მისთვის ადგილი არ არის”. რასაკვირველია, კლოპის უკმაყოფილება სანაკრებო წყვეტით არის განპირობებული. მისი...

მანჩესტერ იუნაიტედი საუკეთესოა
ჩანაწერი

მანჩესტერ იუნაიტედი საუკეთესოა

მაურიციო სარი ამბობს, რომ პრემიერლიგის გუნდებს შორის საუკეთესო შემადგენლობა „მანჩესტერ იუნაიტედს” ჰყავს. დღეს, ჟოზე მოურინიუს სარის ნაქები ფეხბურთელები „სტემფორდ ბრიჯზე” მიჰყავს — მე-9 ტურის წინ „იუნაიტედი” „ჩელსის” 7 ქულით ჩამორჩება. ჩამორჩენის მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს. დასავლეთ ლონდონელთა თავკაცი როგორც ხედავთ მიიჩნევს, რომ ფეხბურთელების დონე აქ არაფერ შუაშია. პირიქით, იტალიელს სწამს, რომ თუკი მოთამაშეების ამპლუების მიხედვით...

ვენგერზე ლაპარაკიც არ ყოფილა
ჩანაწერი

ვენგერზე ლაპარაკიც არ ყოფილა

პრეს-კონფერენცია, რომელსაც „ბაიერნის” ოფისში დღეს დიდი მღელვარებით ელოდნენ, ჩატარდა, მაგრამ მოლოდინი გააწბილა. თავიდან ის ვთქვათ, რატომ ელოდნენ ბავარიელთა შეფების ამ პრეს-კონფერენციას მოუთმენლად. იმიტომ, რომ ბოლო დღეებში ინტენსიურად ალაპარაკდნენ „რეკორდმაისტერში” არსენ ვენგერის შესაძლო დანიშვნის შესახებ. იყო მოლოდინი, რომ პრეს-კონფერენციაზე იანვრიდან ნიკო კოვაჩის არსენ ვენგერით შეცვლის ამბავს გამოაცხადებდნენ. შემდეგ ეს მოლოდინი გაძლიერდა, რადგან ითქვა, ჟურნალისტებს ული ჰიონესი,...

ქართველებს რეგლამენტმა ვერცხლი არგუნა
ჩანაწერი

ქართველებს რეგლამენტმა ვერცხლი არგუნა

ბათუმის საჭადრაკო კლუბი “ნონა” ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლებს დაეუფლა. აღნიშნულ წარმატებას პრაქტიკულად იმავე შემადგენლობამ (ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი) მიაღწია, რომელმაც ამასწინათ ბათუმში გამართულ საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს პირველ ნაკრების რიგებში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, მხოლოდ სათადარიგო მოთამაშის პოზიციაზე მერი არაბიძის ადგილას სალომე მელია თამაშობდა. ქართველებმა ფინალში “CE Monte Carlo”-სთან 2:2 ითამაშეს და...

ვენგერი ბაიერნში?
ჩანაწერი

ვენგერი ბაიერნში?

დაირხა ჭორი, რომ „ბაიერნის” შეფობა პრეს-კონფერენციას გეგმავს. თემა: არსენ ვენგერი და „რეკორდმაისტერი” ანუ მართალია თუ არა, რომ ფრანგი ბავარიელთა თავკაცი გახდება. ბოლო დღეებში „არსენალის” ყოფილ თავკაცს „ბაიერნთან” ძალიან ინტენსიურად აკავშირებენ. ამბობენ იმასაც, რომ მართალია ინიციატივა „ბაიერნს” ეკუთვნის, მაგრამ ვენგერიც მზად არის მოლაპარაკებისთვის ანუ სამსახურით დაინტერესებულია. „ლე პარიზიენი” წერს, რომ 68 წლის მწვრთნელმა ფრანგულ პრესას განუცხადა:...

როგორ გააგდეს იგუაინი იუვენტუსიდან
ჩანაწერი

როგორ გააგდეს იგუაინი იუვენტუსიდან

2016 წლის ზაფხულში „იუვენტუსს” გონსალო იგუაინი მისთვის სარეკორდო თანხა, 90 მილიონი ევრო დაუჯდა. შემდეგ კი გავიდა ორი წელიწადი და ტურინულმა კლუბმა ახალი რეკორდი დაამყარა — 117 მილიონ ევროდ კრიშტიანუ რონალდუ იყიდა. და რა ბედი ეწია იგუაინს? მას მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელისთვის ადგილის დათმობა დასჭირდა. თავდამსხმელს, რომელმაც „ბებერი ქალბატონის” მაისურით მეტოქეთა კარში ორ სეზონში 55 გოლი შეყარა,...

ჩელსი მორატას შემცვლელს მილანში ეძებს
ჩანაწერი

ჩელსი მორატას შემცვლელს მილანში ეძებს

„ჩელსის” ალვარო მორატას შეცვლა სურს. ის „მილანის” პატრიკ კუტრონესა და „ინტერის” მაურო იკარდის უსინჯავს ნიადაგს. „სანმა” დასავლეთ ლონდონელთა ბანაკში შეიტყო, რომ კლუბს მოთმინების ფიალა აევსო — მორატას გაყიდვა და იანვარში მის ნაცვლად სხვა ფეხბურთელის მოყვანა უნდა. ამბობენ, რომ „ლურჯების” სიაში პირველი იკარდი წერია, მაგრამ თუ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, მაშინ მათ „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” კუტრონეს გამო...

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ჩანაწერი

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

გამარჯობა. დღეს რაზე ვილაპარაკოთ? რაღაა სალაპარაკო? რატომ? სიზმარი ვნახე და ყველაფერი გავარკვიე. რა სიზმარი? ვითომ ბრაზილია ჩემპიონი გამხდარიყოს, ბლატერი კი ფიფას პრეზიდენტი. უჰ, რა კოშმარული სიზმარი გინახავს. როგორ მეცოდები. მე რას გეცოდები, ფეხბურთი შეიცოდე. კიდევ ვნახე, რომ მარადონა ნაკრებში დააბრუნეს. აუჰ, კიდევ უფრო დიდი… კიდევ, ფრანგებს მაიკები აერიათ ინგლისელებთან თამაშის წინ და რახან ინგლისელებმა მოუგეს,...

არადა, თურანი…
ჩანაწერი

არადა, თურანი…

სტამბოლის პროკურატურამ რამდენიმე ცნობილ ფეხბურთელთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მათ შორის არის არდა თურანიცაა. როგორც იცით, არდა „ბარსელონას“ ეკუთვნის და თურქულ „ბასაკშეჰირში“ განათხოვრებით თამაშობს, თუმცა საქმე ფეხბურთს არ ეხება… 31 წლის არდაზე ეჭვობენ, რომ ცნობილ ისლამისტ ფეთჰულან გიულენთან თანამშრომლობს. თურქეთის მთავრობამ 2016 წელს მას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დასდო ბრალი. შესაბამისად, არდა თურანსაც იგივეს ედავება. არდა თურანის...

მარტის თვეა ჩვენი…
ჩანაწერი

მარტის თვეა ჩვენი…

ქართული ფეხბურთის ისტორიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი დაემატა – 16 ოქტომბერი. ამ დღეს საქართველოს ნაკრებმა ერთა D ლიგის პირველ ჯგუფში სტუმრად ლატვიის ეროვნული გუნდი 3:0 დაამარცხა და ჯგუფური ეტაპის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე, მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. თანაც, ერთი ლიგით მაღლა აინაცვლა და მომავალ გათამაშებაში უკვე C ლიგაში იასპარეზებს, სადაც უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეები ეყოლება. მაგალითად: სერბეთი,...