დღეს ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედი” „იუვენტუსს” მასპინძლობს და ამ თამაშის წინ ჟოზე მოურინნიუს გუნდმა სასტუმრო შეცვალა. არა, აქ კარგად და ცუდად დაცდა არაფერ შუაშია. საქმე ის არის, რომ წინა ტურში, როდესაც მანჩესტერელები „ვალენსიას” ხვდებოდნენ, ისინი სასტუმროდან „ოლდ ტრეფორდისკენ” გზაზე ანუ თავიანთ ქალაქში თავად მოხვდნენ ისეთ საცობში, რომ სტადიონზე დარეკვა და თამაშის გვიან დაწყება მოუხდათ. ამის...
გენოს აურა
არიან სპორტსმენები, რომლებსაც თავიდანვე მოსდევთ გამარჯვებულის აურა – თავდაჯერებას და ღირსების გრძნობას ასხივებენ. ეგეთი ბიჭია გენო პეტრიაშვილი. ნამდვილი გოლიათი კეთილი ღიმილით. გუშინ საღამოს გენო ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ტრიუმფატორი გახდა და ფინალში ჩინელი მეტოქე ისე შემოეჩაგრა, თითქოს გორის საჭიდაო დარბაზში ვარჯიშობდესო. ამ ოქროს შინდისელ გმირებს ვუძღვნიო, ჩემპიონმა. მაშინ, 2008 წელს სულ 14 წლის იყო...
პენალტები და დუბლები
„დინამო“ წლეულს „ლოკომოტივს“ შინ ვერ უგებს. მეორე წრეში სულაც 0:1 დამარცხდა. ახლა კი 0:0. არადა, სტუმრად ორივე შეხვედრა მოიგო, თან ორივეში რკინიგზელებს 4-4 გოლი გაუტანა. კვირას სტუმრები უფრო ორგანიზებულნი ჩანდნენ და ცოტა იღბალიც რომ ჰქონოდათ, ვიცე-ჩემპიონს სამ ქულასაც აართმევდნენ. დინამოელებს თითქოს ტერიტორიული უპირატესობა ეპყრათ (განსაკუთრებით ბოლო 15 წუთში), მაგრამ თამაშს ვერ ამწვავებდნენ. ყველაზე სახიფათო მომენტი...
ბარსელონა ლიდერია, მაგრამ…
ლა ლიგის მე-9 ტურში „ბარსელონამ” „სევილიას” 4:2 მოუგო და 18 ქულით პირველ ადგილზე განიმტკიცა ადგილი. იმავე ტურში ქულები დაკარგეს მისმა ტრადიციულმა კონკურენტებმა, მადრიდის გუნდებმა „რეალმა” და „ატლეტიკომ” — „რეალმა” შინ წააგო „ლევანტესთან” 1:2, ხოლო „ატლეტიკომ” „ვილიარეალთან” სტუმრად ითამაშა 1:1. და ყოველივე ამის მიუხედავად „ბარსა” მაინც პრობლემების წინაშეა. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია კატალონიელების მთავარი ვარსკვლავის ლეო მესის...
სარიმ ჟოზეს თავისი ასისტენტი მიუყვანა და ბოდიში მოახდევინა
ინგლისში წერენ, მაურიციო სარიმ შეიძლება „ჩელსის” გულშემატკივართა რისხვა მოიმკას, რადგან ჟოზე მოურინიუზე თქვა, მეტ პატივისცემას იმსახურებსო. შაბათს, მას მერე, რაც „სტემფორდ ბრიჯზე” დასავლეთ ლონდონელებმა „მანჩესტერ იუნაიტედთან” დრამატული 2:2 ითამაშეს „ჩელსის” ფანები ტრიბუნებიდან მოურინიუს ლანძღავდნენ, ხოლო ის მათ სამ თითს აჩვენებდა — მე აქ, თქვენთვის, უმადურებისთვის, სამი ტიტული მაქვს მოგებულიო. უკან არც „ლურჯების” ახლანდელმა თავკაცმა დაიხია. მან...
გუტი?
… როცა ამ სტრიქონებს კითხულობთ, შესაძლოა, ხულიან ლოპეტეგი აღარც არის „რეალის“ მწვრთნელი. თავდაპირველად მას სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაში „პლზენთან“ მატჩი დაუთქვეს ბოლო გამოცდად, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ საქმე „რეალთან“ და ფლორენტინო პერესთან გვაქვს. მადრიდელებმა, საფეხბურთო ლოგიკით, „პლზენს“ ცხრა კაცითაც უნდა მოუგონ და მერე? როგორ გინდა, გამარჯვებული მწვრთნელი გაუშვა? პოპულარული „მარკა“ ამბობს, მადრიდელთა სავარაუდო მწვრთნელი გუტი –...
აბელარდო საბურთალოზე
აბელარდო ბევრს ემახსოვრება. მხიარული ფიგურა იყო 90–იან წლებში, სახასიათო გამომეტყველება ჰქონდა, „ბარსელონას“ მცველობით ნაცნობი იყო და გარეგნულადაც დასამახსოვრებელი ტიპაჟი. იმდენად დასამახსოვრებელი, რომ თბილისში, საბურთალოზე, ზოგიერთების მეტსახელიც „აბელარდო“ გახლდათ. ხიხონში დაიბადა და გაიზარდა, ითამაშა და იქიდან მოხვდა „ბარსელონაში“, სადაც რვა წელი დაჰყო. კარიერა კი „ალავესში“ დაასრულა. იმ „ალავესში“, რომელსაც ახლა წვრთნის და ეს პატარა კლუბი მეორე ადგილზე...
ლოპეტეგის სამშაბათამდე არ მოხსნიან
„რეალის” კრიზისი ღრმავდება — მადრიდელებმა შინ წააგეს „ლევანტესთან”, 1:2. AS წერს, რომ თამაშის დამთავრების შემდეგ იქვე, „სანტიაგო ბერნაბეუზე”, „ლოს ბლანკოსის” გაწბილებულ მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგის კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი შეხვდა და უთხრა, რომ თანამდებობიდან დაუყოვნებლივ არ მოხსნის. სამშაბათს, 23 ოქტომბერს, „რეალს” პლზენის „ვიქტორიასთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში კვლავ ლოპეტეგი უხელმძღვანელებს. ლოპეტეგისთან შეხვედრამდე ფლორენტინოს „რეალის” მოთამაშეებთან და ტექნიკურ პერსონალთანაც...
მესის მკლავი გაებზარა
„ბარსელონას” მთავარი ვარსკვლავი შემდეგ კვირას „ელ კლასიკოში” ვერ ითამაშებს. მეტიც, მის მკურნალობას სამი კვირა დასჭირდება. ლიონელ მესიმ „სევილიასან” შეხვედრაში, რომელიც „ბლაუგრანამ” თავის მოედანზე 4:2 მოიგო, მკლავი გაიბზარა. ის 26-ე წუთზე ოსმან დემბელემ შეცვალა. ამრიგად, 28 ოქტომბერს გაიმართება 2007 წლის მერე პირველი „ელ კლასიკო” რომელშიც არც მესი მიიღებს მონაწილეობას და არც კრიშტიანუ რონალდუ. ტრავმის ამბავი უფრო ზუსტად...
მადლობა და ბოდიში, კაიზერ
როდის იყო? მგონი 15 წლის წინ. ან ეგებ 20 წლის წინაც. ძველ გაზეთებს რომ ჩავუჯდე, ზუსტად ვიპოვი, მაგრამ, საჭირო არ არის – ამბის შინაარსი უარქივოდაც ზუსტად მახსოვს და თარიღს ახლა დიდი მნიშვნელობა არც აქვს. ამბავი კი ასეთი იყო: ერთგან, სიტყვამ მოიტანა და ფრანც ბეკენბაუერმა როგორღაც თქვა, გერმანიის ნაკრები რომ ვარ, საქართველოს და მოლდოვას რატომ უნდა...









