წელიწადზე მეტი გავიდა მას მერე, რაც კარლო ანჩელოტი „ბაიერნს” წვრთნიდა. 2017 წლის 27 სექტემბერს, როდესაც მიუნხენელებმა ჩემპიონთა ლიგის გერმანელთათვის ავადსახსენებელ შეხვედრაში „პარი სენ ჟერმენთან” 0:3 წააგეს, იტალიელმა თანამდებობა დატოვა. და აი, 2018 წლის 24 ოქტომბერს მან თავისი გუნდი კვლავ პარიზში ათამაშა — 2:2. ეს გუნდი ამჯერად „ნაპოლი” იყო და მან კინაღამ მოიგო. პსჟ-მ მხოლოდ მსაჯის...
ძიუ და დო ისევ ქიშპობენ…
სასტუმრო „ბილტმორში“ ძიუდოს ფედერაციის ყრილობა ჯერ დაწყებული არ იყო, როცა ნაკრების წევრთა ნაწილმა მედიისთვის განცხადება გააკეთა და ვარლამ ლიპარტელიანის პირით ყრილობის დელეგატებს უნდობლობა გამოუცხადა. ყრილობა და არჩევნები კი მაინც შედგა. მოწვეული 46 დელეგატიდან ახალი პრეზიდენტის არჩევნებში 41-მა მიიღო მონაწილეობა და იქიდან 40-მა ერთ კანდიდატს დაუჭირა მხარი – ფედერაციის ახალი პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი გახდა, ვინც ძიუდოს...
მანჩესტერი მაინც მოხვდა საცობში
„მანჩესტერ იუნაიტედმა” ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორე შეხვედრაზე დაიგვიანა. პირველი დაგვიანების ამბავი გუშინ გიამბეთ წერილში, „დღეს მანჩესტერი საცობში არ მოხვდება”. ეს ამბავი „სევილიასთან” თამაშის დღეს მოხდა და ამის გამო კლუბი უეფამ 13 ათასი გირვანქით დააჯარიმა კიდეც. დაგვიანების მიზეზი ავტობუსის საცობში მოხვედრა იყო. გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით ჟოზე მოურინიუმ სასტუმრო შეცვალა და „იუვენტუსთან” თამაშის წინა დღეს გუნდი...
ელეგანტური ნახევარმცველი ყუმბარისებური დარტყმებით
საბჭოთა კავშირის ნაკრების სახეს წლების მანძილზე მოსკოვის კლუბების, კიევისა და თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები განსაზღვრავდნენ. მართლაც გამორჩეული, ჭეშმარიტი ლიდერი უნდა ყოფილიყო სხვა კლუბის ფეხბურთელი, რომ ამ სახელგანთქმული კლუბების მოთამაშეებთან ერთად საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოხვედრილიყო. იმ ქართველ ფეხბურთელებს შორის, რომელთაც საბჭოთა კავშირის ნაკრებში უთამაშიათ, მხოლოდ ორი არ წარმოადგენდა თბილისის „დინამოს“ (სლავა მეტრეველი და ანზორ კავაზაშვილი არა გვყავს...
ვინ იცის ლოპეტეგის ამბავი?
„რეალმა” პლზენის „ვიქტორიას” 2:1 მოუგო და ხუთმატჩიანი დათარსული სერია დაასრულა, მაგრამ გამარჯვება შთამბეჭდავი არ ყოფილა და ხულენ ლოპეტეგის მომავალიც კვლავ ბუნდოვანია. არადა კვირას, 28 ოქტომბერს „კამპ ნოუზე” „ელ კლასიკოა”. „ბარსელონაში გუნდს მე ვუხელმძღვანელებ თუ არა, ჩემზე არ არის დამოკიდებული, — თქვა „რეალის” ბასკმა თავკაცმა მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე, — ერთადერთი, რაც ამჟამად დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ ის არის, რომ...
რუსების რომაული ტრაგედია მეტროდან დაიწყო
არაფერ შუაშია ჩვენი პიროვნული დამოკიდებულება. რუსი ფანების ქცევა რომის მეტროს ესკალატორმაც ვერ აიტანა… ინციდენტი ჩემპიონთა ლიგის „რომა“-ცსკას მატჩამდე ცოტა ხნით ადრე მეტროს სადგურ „რეპუბლიკაში“ მოხდა. მთვრალმა რუსმა ფანებმა ესკალატორზე ხტუნვა დაიწყეს, რამაც მისი მოწყვეტა გამოიწვია. თითქოს გაშმაგდაო, ისეთი სისწრაფით დაქანდა ესკალატორი. მეტროს თანამშრომლებს ორი წუთი მაინც დასჭირდათ სანამ გაიგებდნენ, საერთოდ რა მოხდა. რუსული კლუბის შვიდი...
სელფი და მეორე მოგება
„მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ მეორედ ჩავიდა „ოლდ ტრეფორდზე”, ამჯერად ახალი გუნდის შემადგენლობაში და კვლავ გაიმარჯვა. პლუს, მან სელფი გადაიღო ახალგაზრდა ფანთან, რომელიც მოედანზე შევარდა. ფანი ისე იყო ეგზალტირებული, რომ „სტრეტფორდ ენდიდან” პორტუგალიელამდე მიირბინა, სადაც სკაუტებმა იხელთეს. რონალდო ახალგაზრდასთან მივიდა, ორიოდ მეგობრული სიტყვა უთხრა და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ სელფი გადაიღო. შემდეგ გულშემატკივარი დაცვამ გაიყვანა....
ჩავი: მოურინიუს ფეხბურთი არ მიყვარს
ლეგენდარული ჩავი მწვრთნელობისთვის ემზადება, მაგრამ ამბობს, რომ მისი გუნდები არასდროს ითამაშებენ ისეთ ფეხბურთს, როგორსაც ჟოზე მოურინიუ ქადაგებს. „ბარსელონას” ნახევარდაცვის ყოფილი მაესტრო მოთამაშის კარიერას ასრულებს — ყატარის „ალ საადთან” ერთად აზიის ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩისთვის ემზადება ირანის „პერსეპოლისის” წინააღმდეგ და თან მომავალზე ლაპარაკობს: „99 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ეს ჩემი კარიერის ბოლო სეზონია. უკვე 39...
მარჯვენა დენ დონელისა
დაგბურძგლავს, ხორკლი დაგაყრის ტანზე, გაგახსენდება ძველი დროება, დროება მარტოხელა მებრძოლთა, დროება მკლავისა და მუშტისა, ალალი სიტყვისა და ორ ყლუპად გამოცლილი არაერთი კათხისა. გაგახსენდება და მაშ, არ დაგბურძგლავს? გარდასული დრო იგი საამო, ორასი წელი მაინც გასულა იმ ხანიდან, როცა მუშტს ფასი კაცობით ედო და არა მილიონ დოლარებით… გზა და დგას ჩრდილოეთის წყლებში კუნძული, ადგილი კლდეებისა და...
ბარსელონა და თასმების შეკვრა
კატალონიური გამოცემა „სპორტი” კვლავ „სევილიასთან” ლეო მესის დაშავების მომენტს უბრუნდება და ამტკიცებს, რომ გუნდი მოუმზადებელი აღმოჩნდა — „ბლაუგრანას” ფეხბურთელის შესაცვლელად მთელი 10 წუთი დასჭირდა. ივან რაკიტიჩი: „სამომავლოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ფეხბურთელის შეცვლა სწრაფად არის საჭირო. ჩვენ ცოცხლად მოქმედებისთვის უნდა ვიყოთ მზად. „სევილიასთან” ძალიან დიდხანს ვიყავით კაცნაკლული”. „ბარსელონას” ხორვატი ნახევარმცველი ოსმან დემბელეს მოედანზე შესვლის გაჭიანურებულ პროცესს...









