თვე: ოქტომბერი 2018

Home 2018 ოქტომბერი
19 წამი
ჩანაწერი

19 წამი

„დინამოს“ 10 ტური აღარ წაეგო. ბოლოს კახი კაჭარავას გუნდს ლიდერმა „საბურთალომ“ მოუგო 17 ივნისს. და, აი კერკეტმა „დილამ“ უმნიშვნელოვანესი ქულები დააკარგვინა ლიდერის უშუალო მდევარს. ერთადერთი ბურთი  მიკოლა კოვტალიუკმა გაიტანა 74-ე წუთზე. უკრაინელს ჯამში 15 გოლი მოუგროვდა და მხოლოდ ერთით ჩამორჩება მთავარმეგოლე გიორგი გაბედავას. „დინამოს“ წაფორხილებით ვერც „საბურთალომ“ ისარგებლა და შინ ერთ-ერთ მებოლოვე „სამტრედიას“ დაუზავდა. ამისდაკვალად,...

ბარსელონას პირველი მილიარდი
ჩანაწერი

ბარსელონას პირველი მილიარდი

საფონდო ბირჟებზე არსებობს გამოთქმა – „ფსიქოლოგიური ბარიერი“. სწორედ ამგვარი თამასა დაძლია „ბარსელონამ“. კლუბში 2017-18 წლების ბიუჯეტი დააჯამეს და აღმოჩნდა, რომ პირველად საფეხბურთო კლუბების ისტორიაში შემოსავალმა მილიარდს გადააჭარბა – 1.05 მლრდ. დოლარი. ბუნებრივია, ეს მხოლოდ შემოსავალია და არა სუფთა მოგება. როდესაც შემოსავალს გასავალი დააკლეს, სუფთა მოგების სახით საკმაოდ მოკრძალებული 12,67 მლნ. დოლარი დარჩა. თუმცა, თანამედროვე სპორტში,...

ნეტავ მესიმ ყველა ერთ ადგილას გაგვიშვას
ჩანაწერი

ნეტავ მესიმ ყველა ერთ ადგილას გაგვიშვას

თემა ასეთია: კვლავაც ითამაშებს ლეო მესი არგენტინის ეროვნულ გუნდში თუ მისი სანაკრებო კარიერა რუსეთში დამთავრდა? დიეგო მარადონას ამ საკითხზე თავისი აზრი აქვს. მას მიაჩნია, რომ მესიმ „ალბისელესტეს” მაისური აღარ უნდა ჩაიცვას და თავის მისაზრებას ასე ასაბუთებს: „მესის რას ვურჩევდი? გადადგომას. წავიდეს და ნაკრებში აღარასოდეს დაბრუნდეს. აბა, ისე დახეთ რა ხდება: 15 წლამდელები წააგებენ — მესის...

მოურინიუ ვალენსიასაც შემოსწყრა
ჩანაწერი

მოურინიუ ვალენსიასაც შემოსწყრა

ინგლისური მას-მედია წერს, რომ ანტონიო ვალენსია იმ ფეხბურთელთა რიცხვს შეემატა, რომელსაც მწვრთნელ ჟოზე მოურინიუსთან ურთიერთობა დაეძაბა. „განსაკუთრებული” კაპიტანს იმიტომ შემოსწყრომია, რომ 33 წლის ეკვადორელი „კარაბაოს თასზე” „დერბისთან” შეხვედრას საერთოდ არ დასწრებია. მოგეხსენებათ, „იუნაიტედი” „დერბისთან” ყველასთვის მოულოდნელად დამარცხდა. მას-მედია წერს, რომ ახლა მოურინიუ ვალენსიას ფაქტობრივად აღარ ელაპარაკება. ვალენსია თამაშის განაცხადში არ იყო შეყვანილი, მაგრამ მოურინიუს მიაჩნია,...

მხითარიანმა ყარაბახზე უარი თქვა
ჩანაწერი

მხითარიანმა ყარაბახზე უარი თქვა

4 ოქტომბერს ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში აზერბაიჯანული „ყარაბახი“ ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლებს. შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს ლონდონელთა სომეხი ლეგიონერი გენრიხ მხითარიანი. მიზეზად ფეხბურთელის უსაფრთხოება დასახელდა. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მრავალწლიანი სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების გამო სომხეთის მოქალაქეებს აზერბაიჯანში შესვლა აკრძალული აქვთ, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. მაგალითად, 2015 წელს მხითარიანი დორტმუნდის „ბორუსიას“ ღირსებას იცავდა და გერმანელებს „გაბალასთან“...

ეს იყო გენიალური…
ჩანაწერი

ეს იყო გენიალური…

რატომ არ გამოუშვეს ესპანელებმა მსოფლიო ჩემპიონი საქართველოში? ძიუდოს ანგელოზი – ასე უწოდეს ესპანელებმა ნიკოლოზ შერაზადიშვილს, ქართველს, რომელიც ღვთით ბოძებულ საჩუქრად იქცა პირინეელთათვის – შერაზადიშვილმა აქამდე არნახული ოქრო მოუტანა ესპანურ ძიუდოს, რაც უდავოდ ისტორიული შედეგია. ესპანელებს მსოფლიოს ჩემპიონი აქამდე არა თუ ძიუდოში, ვაჟთა შორის ჭიდაობის არც ერთ სახეობაში ჰყოლიათ… … ბაქოს ნაციონალური არენის ტრიბუნაზე ვსხედვართ და...

ჯანო, საანდორო და სარიგო
ჩანაწერი

ჯანო, საანდორო და სარიგო

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დაასახელა ის შემადგენლობა, რომელიც თბილისში, ანდორასთან 13 ოქტომბრის და რიგაში, ლატვიასთან 16 ოქტომბრის მატჩებისთვის მოემზადება. სიაში 26 ფეხბურთელია. ვაისმა გამოიძახა პოლონეთის „არკას“ გარემარბი ლუკა ზარანდია, რომელსაც ეროვნულ გუნდში აქამდე არასოდეს უთამაშია. მან გიორგი არაბიძის ადგილი დაიკავა. სიაშია ჯანო ანანიძეც, რომელმაც ტრავმა მოირჩინა და რუსეთის თასზე რამდენიმე წუთი ითამაშა კიდეც....

პანებმა ფრენბურთი დააპანიკეს
ჩანაწერი

პანებმა ფრენბურთი დააპანიკეს

ფრენბურთის ჯანსაღად ერთფეროვანი სპორტია. მთელი თვე უმაღლეს დონეზე ერთი და იგივე მოძრაობების კეთება რომ გიწევს (მიღება, აგდება, დაბათქუნება), ხამს გადაიწვა, ამიტომ ფრენბურთელებს სხვა ჯურის მობურთავეებზე მეტადაც კი სჭირდებათ ჯეროვანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნა. იტალიასა და ბულგარეთში დასრულებული ვაჟთა მსოფლიო პირველობის მონაწილეთაგან ჩავარდნებს და აღზევებებს ვერცერთი ნაკრები გადაურჩა, ჩემპიონი კი გახდა იგი, ვინც გადამწყვეტ მომეტში ტალღის...

არ გამწუწოთ, პუტინი ვარ!
ჩანაწერი

არ გამწუწოთ, პუტინი ვარ!

ფორმულა 1-ის რუსული ეტაპი ბრიტანელმა ლუის ჰემილტონმა მოიგო. რბოლის დასრულების შემდეგ კი გამარჯვებულს დასასვენებელ ოთახში პირადად რუსეთის პრეზიდენტი და მისი თარჯიმანი ესტუმრნენ. ბუნებრივია, „მზეზე უმაღლესის“ სტუმრობა და არაფორმალურ გარემოში მილოცვა დიდი პატივია, თუმცა რეალური მიზეზი სხვა იყო: „გთხოვთ, ისე გააკეთოთ, რომ პოდიუმზე შამპანურის გახსნისას მე არ გავიწუწო. ამის შეხსენება ყოველ წელს მიწევს“, – გადათარგმნა პუტინის...

პირადად დაურეკა!
ჩანაწერი

პირადად დაურეკა!

The Sun-მა შეიტყო, რომ ზინედინ ზიდანმა ჟოზე მოურინიუს დაურეკა — ისეთი ამბავია ატეხილი, არ იფიქრო, თითქოს რაღაც მანქანებით ძირს გითხრიდეო. ზიდანი აღმოსავლელი კაცია, მარსელის ქუჩებში გაზრდილი და როგორც ჩანს ცხოვრებაში სხვა მორალური კოდექსით ხელმძღვანელობს. ზიზუს „განსაკუთრებულისთვის” უთქვამს, ერთადერთი, რაც მე ჩემს აგენტებს ვთხოვე იმის გარკვევა იყო, ოდესმე „მანჩესტერ იუნაიტედი” ახალი მწვრთნელის ძებნას თუ დაიწყებდა, ჩემი...