ყოჩაღ, ნიკა! ამ დონის ტურნირზე შემთხვევითი ხალხი ვერ ხვდება. ჰოდა, აი, როცა მავანი ქართველი მეჩოგნე მერვედ და მეოთხედფინალებს სეტის წაუგებლად გაივლის, მეტის ამბიციაც გვიჩნდება. თუმც, სეტის წაუგებლად რას მიქვია, როცა დღეს ნიკამ ალექსანდ ზვერევთან მომგები მალეკ ჯაზირი უმოწყალოდ არბია – 6:2, 6:2. ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა უკვე მოინაგრა 180 სარეიტინგო ქულა და 180 000 დოლარი. წინ...
სამწუთიანი პრესკონფერენცია
„მანჩესტერ იუნაიტედმა” ჩემპიონთა ლიგაში „ვალენსიასთან” 0:0 ითამაშა — სხვა სიტყვებით, ჟოზე მოურინიუს შეგირდებმა ყველა შეჯიბრებაში ერთად ზედიზედ ოთხი შეხვედრა ვერ მოიგეს. თუ ისინი ხვალ, 6 ოქტომბერს, შინ „ნიუკასლ იუნაიტედსაც” ვერ აჯობებენ, გამოვა, რომ ეს იქნება სეზონის უარესი სტარტი „ოლდ ტრეფორდზე” 1989-90 წლების სეზონის შემდეგ. დღეს დილით ჟოზე მოურინიუს ტურის წინა პრესკონფერენცია ჰქონდა, რომელიც სულ 3 წუთსა...
ბასილაშვილი მხეცია!
სულო ცოდვილო, როცა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო ასეულში შეაბიჯა, უკვე გვიხაროდა და ვამაყობდით. თურმე, ჯერ სად ვართ?! ნიკა ტოპებს ერთ სეზონში გაუშინაურდა და ჯერ თავისი რანგისები ხომ ჩაჩოგნა, ახლა კი ელიტას დაერია! დღეს ნიკას მორიგი მსხვერპლი ესპანური და მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავი ფერნანდო ვერდასკო შეიქნა. შედეგად კი ჩვენიანმა ჩინეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში შეაბიჯა. ცნობისათვის: ჩინეთის ღია პირველობა...
ზიდანს პოჩეტინიო სჯობსო
„მანჩესტერ იუნაიტედიდან” გამოსული ბოლო ცნობა ის არის, რომ ჟოზე მოურინიუს მწვრთნელის პოსტიდან გაშვების შემთხვევაში, კლუბის ვიცე-თავმჯდომარე ანუ აღმასრულებელი შეფი ედ ვუდვორდი მთავარ კანდიდატად „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავკაც მაურისიო პოჩეტინიოს განიხილავს. როგორც გახსოვთ, აქამდე მთავარ კანდიდატად ზინედინ ზიდანს ასახელებდნენ, ახლა კი პოჩეტინიოზე დაიწყეს ლაპარაკი. მთავარი სიახლეც სწორედ ეს არის. მიზეზი: თურმე ვუდვორდი ფიქრობს, რომ ზიდანს „რეალში” სხვა...
ბრაზიანი არტურო და ბრაზილიელი არტური
ჩილელმა არტურო ვიდალმა „ტოტენჰემ ჰოთსპურისა” და „ბარსელონას” შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო. „ბლაუგრანას” მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ის მოედანზე მხოლოდ ბოლო სამი წუთით შეიყვანა, რის გამოც, მატჩის დამთავრების შემდეგ ვიდალმა თავის ინსტაგრამზე გაბრაზებული „ემოჯი” გამოაქვეყნა. კაცმა რომ თქვას, 31 წლის ნახევარმცველმა მარტო გაბრაზებული სახე დადო, სიტყვებით არაფერი მიუწერია, ასე რომ მას ან ნებისმიერ სხვა ადამიანს შეუძლია თქვას,...
ისროლეთ ლუდი, არ არის ცუდი
რა იყო ყველაზე სახალისო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, სადაც „პსვ ეინდჰოვენი” „ინტერს” მასპინძლობდა? თამაში მილანელებისთვის სასიკეთოდ არ დაწყებულა: 27-ე წუთზე 21 წლის პაბლო როსარიომ მასპინძლები დააწინაურა, მაგრამ შესვენებამდე ერთი წუთით ადრე რაჯა ნაინგოლანმა ანგარიში გაქვითა, მე-60 წუთზე კი მაურო იკარდიმ „ნეროაძურის” გამარჯვების გოლიც შეაგდო. ამრიგად, „ინტერმა”, რომელმაც პირველ ტურში „სან სიროზე” „ტოტენჰემ...
რონალდუს გამოსავალი: აღიარე ცისფერობა
რამდენიმე დღის წინ ვეგასის პოლიციამ განაახლა გამოძიება კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ მავანი ამერიკელი ქეთრინ მაიორგა პორტუგალიელ ვარსკვლავს გაუპატიურებაში სდებს ბრალს. სავარაუდო დაზარალებულის თქმით, ფეხბურთელმა მაშინ სიჩუმის სანაცვლოდ 300 000 გირვანქა გადაუხადა. რონალდუ ბრალდებას უარყოფს და მაიორგას მისი პიპულარობით სარგებლობაში სდებს ბრალს, მისი ადვოკატები კი იმ გამოცემას უჩივიან, რომელმაც ისტორია გაასაჯაროვა. და აი, სულ ცინცხალი...
ფიდე რუსეთს დარჩა
კირსან ილუმჟინოვის საქმეთაგან ჩამოშორების შემდეგ საჭადრაკო სამყაროს ეთერში რონინებდა აზრი, რომ დასავლეთის ქვეყნებში რუსეთის პოლიტიკური იზოლაცია ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (ფიდე) მენეჯმენტზეც ჰპოვებდა ასახვას და მარადმწვანე ვიცე-პრეზიდენტი, ბერძენი გეორგიოს მაკროპულოსი ჭარმაგობისას მაინც ჩაჯდებოდა ფიდე-ს პრეზიდენტის არცთუ მყუდრო სავარძელში. მაგრამ გამოჩნდა კონკურენტი და ფრიად წონიანი. რუსი არკადი დვორკოვიჩი, ვისაც ჭადრაკთან აქამდე მხოლოდ მამამისის (საერთაშორისო საჭადრაკო არბიტრი ვლადიმირ...
ჯერ წავიდესო და მერე უი, შემეშალაო
ანტონიო ვალენსიას მობოდიშება მოუხდა — მან „ინსტაგრამზე” დაალაიქა პოსტი, რომლის ავტორიც ჟოზე მოურინიუს „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელის თანამდებობიდან მოხსნას ითხოვდა. მანჩესტერელთა ეკვადორელმა კაპიტანმა თავში ხელები წაიშინა, ეს რა შეცდომა მომივიდა, პოსტი არც კი წამიკითხავს ხელი ლაიქისკენ ისე გამექცაო. მოურინიუ საშინელი კრიტიკის ობიექტია და გუშინ, ჩემპიონთა ლიგაში „ვალენსიასთან” 0:0-ის შემდეგ ეს კრიტიკა კიდევ უფრო გაძლიერდა. მანჩესტერელებმა ესპანელ...
სენტ-ლუის-ბლიუზი ბათუმში
ბათუმში 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა გრძელდება და ფინიშისკენაც აიღო გეზი. 8 ტურის შემდეგ როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა ფრონტებზე გაურკვევლობაა, რაც გათამაშების შვეიცარულ სისტემას უნდა მიეწეროს. მხოლოდ ბოლო ტურამდე თავდადებული და ყურადღებიანი თამაში მისცემს ნებისმიერ ნაკრებს სასურველი შედეგის ჩვენების უფლებას. აღნიშნულის მიუხედავად, გაბედულად ითქმის: ვაჟთა მხარეს ერთი აშკარა ფავორიტია აშშ-ს ნაკრების სახით. ამერიკული ჭადრაკის დიდი აღმავლობა 21-ე...









