თვე: ოქტომბერი 2018

Home 2018 ოქტომბერი
კაცი, რომელიც როკის ებრძოდა
ჩანაწერი

კაცი, რომელიც როკის ებრძოდა

მარჩიანოს რაობა ლა სტრაზა – მარჩიანოს მეორე ბრძოლის წინ, ერთი კარგად უნდა განვიხილოთ მარჩიანოს რაობა. თუნდაც იმიტომ, რომ ბევრ ქვეყანაში, თუკი კრივის მოყვარე ხალხი გადაწყვეტს ხოლმე ყველაზე დიდი მოკრივის დასახელებას და შვილის საკრივო ქომაგობის გზაზე დაყენებას, უეჭველად ეტყვის, ამათ შორის უპირველესი, როკი მარჩიანო იყო, წაუგებელი დიდი ჩემპიონიო. ეს, რა თქმა უნდა, ასეა. მაგრამ არ შეიძლება...

ნადალი მალიორკას ალაგებს
ჩანაწერი

ნადალი მალიორკას ალაგებს

9 ოქტომბრის საღამოს ესპანურ საკურორტო კუნძულ მალიორკას კოკისპირული წვიმა დაატყდა. სერიოზულად დაზარალდა კუნძულის ცენტრალური ქალაქი პალმა. დაზიანებულია გზები და ხიდები. კუნძული რაფაელ ნადალის სამშობლოა. მსოფლიო ჩოგბურთის პირველი ნომერი ამჟამადაც იქ იმყოფება და მუხლის ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის. მეორე დილასვე რაფამ რეზინის ჩექმები ჩაიცვა და აღდგენით სამუშაოებში ჩაერთო. პარალელურად, მისი საჩოგბურთო აკადემიის კარი უსახლკაროდ დარჩენილთათვის...

მოვიგოთ – არ მოვიგონოთ!
ჩანაწერი

მოვიგოთ – არ მოვიგონოთ!

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება. ჯერ 13 ოქტომბერს თბილისში ანდორასთან, 16-ში კი ლატვიასთან რიგაში. როგორც ჩანს, ზეგ საღამოს რვაზე ტრიბუნები ან სავსე იქნება, ან ბევრიც არ დააკლდება. ბილეთები ბლომად იყიდება. მართალია, მეტოქე ბაყბაყდევი არაა, მაგრამ ზედიზედ ორი მოგების მერე, მოლოდინი დიდია. უცნაურია, მაგრამ ჯგუფში მეორე ადგილზე სწორედ ანდორაა ორი ფრით. უსწრებს ყაზახეთსა და...

პოგბა ვარსკვლავს მისწვდა
ჩანაწერი

პოგბა ვარსკვლავს მისწვდა

ფრანგმა ვარსკვლავმა პოლ პოგბამ ინტერვიუში თქვა, რომ ზაფხულში, მსოფლიოს ჩემპიონობის მოგების შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედზე” კონცენტრირება გაუჭირდა. მოგეხსენებათ, რუსეთში გამართულ მონდიალზე საფრანგეთმა გაიმარჯვა. „ლურჯები” ახლა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონები არიან. შემდეგ კი დაიწყო ყოველდღიურობა: პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის თასის შეხვედრები… ნახევარმცველს იმას ვერავინ დასწამებს, რომ რაც ახალი სეზონი დაიწყო, ერთიანად უფერულია — გამობრწყინებები ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ „მანჩესტერ...

ნაცისტ ფანებს ჩელსი პოლონეთით დასჯის
ჩანაწერი

ნაცისტ ფანებს ჩელსი პოლონეთით დასჯის

„ჩელსის” პრეზიდენტს, რომან აბრამოვიჩს იდეა მოუვიდა: მას სურს დასავლეთ ლონდონელთა ნაცისტ ფანებს თამაშებზე დასწრება კი არ აუკრძალოს, არამედ აუშვიცის, იმავე ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში საგანმანათლებლო ტურები მოუწყოს. მოგეხსენებათ, აბრამოვიჩი რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ ეროვნებით ებრაელია და მისთვის ჰოლოკოსტის თემა განსაკუთრებით მტკივნეული გახლავთ. რასაკვირველია, ოცდამეერთე საუკუნის ინგლისში ადამიანს ვერ გაკოჭავ და სხვა ქვეყანაში, კერძოდ პოლონეთში ექსკურსიაზე ძალად ვერ...

რონალდუს შეთქმულების თეორია
ჩანაწერი

რონალდუს შეთქმულების თეორია

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა დიდხანს ვერ უერთგულა დუმილის ტაქტიკას და ყველაფერს, რაც ბოლო თვეებში გადახდა, ფლორენტინო პერესის მიერ მოწყობილი შეთქმულება უწოდა. ამბავი იმით დაიწყო, რომ უეფამ “ოქროს ბურთი” ლუკა მოდრიჩს არგუნა და ეს არჩევანი ცერემონიამდე კარგა ხნით ადრე გახდა ცნობილი. კრიშტიანუს აზრით ამ საქმეში პერესმა უეფა იარაღად გამოიყენა. ამის შემდეგ 9 წლის წინანდელი საქმე ამოტივტივდა – ქეთრინ...

ხორხე სამპაოლი — არგენტინული მენტალიტეტის მსხვერპლი
ჩანაწერი

ხორხე სამპაოლი — არგენტინული მენტალიტეტის მსხვერპლი

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ „მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა ლეო მესიზე, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციაზე, მსოფლიოს ჩემპიონატზე და ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე. ასე მაგალითად, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტ კლაუდიო ტაპიაზე მას ცუდი არაფერი დასცდენია. ამასთან, სამპაოლიმ თავისი მომავალიც ახსენა. „გადავწყვიტე ცოტა ხანი დავისვენო, რათა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გავაანალიზო ყველაფერი, რაც მოხდა. ეს ანალიზი პირადად ჩემთვის...

რატომ უღრიალა ალექს ფერგიუსონმა მაიკლ ქერიკს
ჩანაწერი

რატომ უღრიალა ალექს ფერგიუსონმა მაიკლ ქერიკს

სერ ალექს ფერგიუსონის ღრიალი გასახდელში საფეხბურთო სამყაროსთვის ისევეა ცნობილი, როგორც თავად სერ ალექს ფერგიუსონი, წერს „მირორი” და მაიკლ ქერიკის ავტობიოგრაფიული წიგნიდან ფრაგმენტი მოჰყავს. წიგნი, რომელსაც ჰქვია „ხაზებს შორის” ნაწილ-ნაწილ იბეჭდება „ტაიმზში”. ამბავი, რომელსაც მაიკლ ქერიკი იგონებს იაპონიაში, კერძოდ იოკოჰამაში მოხდა. გეხსომებათ, 2008 წელს „მანჩესტერ იუნაიტედმა” მოსკოვში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „ჩელსი” დაამარცხა პენალტებით და იმავე წლის მიწურულს...

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ჩანაწერი

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

ესე იგი, ჩაახუტეს ზიდანს? უკეთესს ვის ჩაახუტებდნენ? მე მაინც იმის მხარეს ვარ, ბიჭის. ბიჭისთვის ჯერ ადრეა. ბიჭის დრო მოვა. რაღა ადრეა, ორჯერ ხომ იყო. მოიცა, შენ რომელ ბიჭზე ამბობ? ბიჭი ერთია, რონალდო. ჰმ… რა, ჰმ? რონალდო რაღა ბიჭია? ბიზონია, ბიჭი კი არა. ბიზონი კარსტენ იანკერია, რონალდო როგორაა ბიზონი? ყოველ შემთხვევაში ბიჭიც არ არის. აბა ვინ...

ნაკრებიდან ციხეში?
ჩანაწერი

ნაკრებიდან ციხეში?

რუსეთის საფეხბურთო ნაკრების წევრებს ციხე ემუქრებათ. მოკლედ: ზენიტელმა კოკორინმა და კრასნოდარელმა მამაევმა დაძმაკაცების ათი წლისთავის აღნიშვნა იმით დაიწყეს, რომ პეტერბურგი-მოსკოვის მატარებელში მთელი ვაგონი იქირავეს. მოწმეთა ჩვენებით, ვაგონ-რესტორანის ალკოჰოლის მარაგი მხოლოდ ამ ორმა აითვისა, მოსკოვში ჩავიდნენ და დაიწყო… “ვარსკვლავებს” გზად მავანი ბელორუსი შემოელახათ ისე, რომ ამ უკანასკნელმა ტვინის შერყევა მიიღო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის რუსეთის სახელმწიფო...