“სამსახურებრივ მივლინებაში” ბიუჯეტის ხარჯზე არგენტინული სუფთა ჰაერით საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით სუნქავს. დელეგაციის ხელმძღვანელობის უმთავრესი ფუნქციის პატიოსნად შესრულებისა კი რა გითხრათ – საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს (3X3) სლოვენიასთან ტექნიკური წაგება ჩაეთვალა გამოუცხადებლობის გამო! დელეგაციის ხელმძღვანელთა პირველადი ვერსიით, თურმე საცობში მოხვდნენ. დავიჯეროთ? სტუმარი გუნდის მიყვანა არენამდე ორგანიზატორთა ვალია და უპატრონოდ ჩვენებს არავინ მიატოვებდა. უფრო სარწმუნოდ...
ბედნიერი და ბედნიერი ედენ აზარი
„ჩელსის” ბელგიელმა ვარსკვლავმა ედენ აზარმა კვირას, საუთჰემპტონში, გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა. ლონდონელებმა 3:0 მოიგეს. აზარი შესანიშნავ ფორმაშია, 7 გოლით ბომბარდირთა შორისაა. სტატისტიკოსებმა დათვალეს, რომ ის ყოველ 82 წუთში მეტოქის კარში ბურთს აგდებს, მაგრამ გოლებისგან განსხვავებით სიტყვებს, რომლებიც ვარსკვლავმა „სენტ მერიზე” თამაშის შემდეგ თქვა, საეჭვოა „ჩელსის” გულშემატკივარი გაეხარებინა. „ახლა მართლაც შესანიშნავ ფორმაში ვარ. ნამდვილად...
ჟოზე მოურინიუ და ხუთშაბათი
„მანჩესტერ იუნაიტედის”, უფრო სწორად კი ჟოზე მოურინიუს ამბავი უკვე სერიალის სახეს იღებს. კვლავ გრძელდება მითქმა-მოთქმა, რომ მის ნაცვლად კლუბის ხელმძღვანელობა ზინედინ ზიდანის მიყვანას აპირებს, პორტუგალიელი კი შეფებთან იანვრის სატრასფერო ფულზე აპირებს ლაპარაკს. მოკლედ, ასეა: ხუთშაბათს „მანჩესტერ იუნაიტედის” ოფისში დირექტორატის შეხვედრაა დანიშნული, მანამდე კი მოურინიუ აღმასრულებელ ვიცე-თავმჯდომარეს ედ ვუდვორდს უნდა შეხვდეს. ამბობენ, შეხვედრა სადმე ლონდონში გაიმართებაო....
ვართ თუ არა სპორტული ერი?
სათაურში დასმულ კითხვას მოკლე პასუხი აქვს: არა! თუმცა ცხადია, ამ პასუხს განმარტება სჭირდება და აი, ისიც: ამ და ამ ტიპის კითხვებზე პასუხი შეფასების კრიტერიუმების სწორად შერჩევაზეა დამოკიდებული. საქმეში ჩაუხედავი ხალხი, როგორც წესი, მედლებს ითვლის ხოლმე. მართლაც, ქართველებს 36 ოლიმპიური, 150 მსოფლიოს და ორასზე მეტი ევროპის ჩემპიონი გვყავს. შევუფარდოთ ახლა ეს რიცხვები მოსახლეობის რაოდენობას და ისეთ...
ჯონ ტერიმ კარიერა დაასრულა
არც “ჩელსი” და არც მოსკოვის “სპარტაკი” – ინგლისის ნაკრების კაპიტანმა ჯონ ტერიმ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. 37 წლის ტერიმ პროფესიულ ფეხბურთში 23 წელი გაატარა. ბოლო სეზონი “ასტონ ვილას” მაისურით ითამაშა. ბოლო შეხვედრა “ასტონ ვილას” შეადგენლობაში მაისში ჩაატრა და როგორც ახლა ირკვევა, ის მატჩი კარიერაში ბოლოც იყო. გამოსათხოვარი პოსტი ჯონ ტერიმ ინსტაგრამში გამოქვეყნა. იქამდე, სექტემბერში გაჩნდა...
ვადა ელ კლასიკომდე
„ელ კლასიკო” 28 ოქტომბერს არის. ის „კამპ ნოუზე” გაიმართება და, როგორც ამბობენ, „რეალის” თავკაც ხულენ ლოპეტეგისაც სწორედ ოქტომბრის ბოლომდე აქვს ვადა მიცემული. შაბათს, „რეალი” „ალავესთან” დამარცხდა 0:1, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდმა ბოლო ოთხი თამაშიდან სამი წააგო. სხვა სიტყვებით, მადრიდელებს 22 სექტემბერს „ესპანიოლთან” მოგების შემდეგ აღარ გაუმარჯვიათ. ცუდი შედეგების მიუხედავად, „რეალი” ცხრილში მაინც მეოთხე ადგილზეა,...
ბოლო აღმართი
მაშ ასე, 28-ე ტურით ელიგაში მეოთხე წრე დაიწყო. რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონი ბოლოსკენ დაიძრა და ახლა ყოველ მატჩს თუ ქულას განსაკუთრებული ფასი დაედება.. ვითარება ასეთია: ჩემპიონობისთვის „საბურთალო“ და „დინამო“ იბრძვიან. მესამე საპრიზო და ამავდროულად საევროთასო ადგილს კი ერთმანეთს „დილა“, „ჩიხურა“ და „ტორპედო“ ეცილებიან. ცხრილის ქვედა ნაწილში „სიონს“, „სამტრედიასა“ და „კოლხეთს“ შორისაა ელიტაში დასარჩენად პაექრობა...
ქამბექი პოგბას ტაქტიკით
შესვენებისას ტაქტიკური ცვლილებები პოლ პოგბას უთქვამს. „სანის” ინფორმაციით მოურინიუს უკითხავს და ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონსაც ზუსტად დაუსახელებია, რა უნდა შეეცვალა „მანჩესტერ იუნაიტედს”, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ „ნიუკასლთან” 0:2-ს აგებდა. ცხადია, პრემიერლიგის ბოლო ტურში მომხდარზე მოგახსენებთ — მეორე ტაიმში მანჩესტერელებმა სამი გოლი გაიტანეს და მოიგეს. კერძოდ, როდესაც პორტუგალიელ მწვრთნელებს ფეხბურთელებისთვის უკითხავს, აბა თქვენი აზრით რა არის შესაცვლელიო,...
ნიკამ დელ პოტრო ოთხში ამოიღო
ესეც თქვენი მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი და ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ხუანი. ნიკოლოზ ბასილაშვილი CHINA OPEN – ის ტრიუმფატორია. სწორედაც ტრიუმფატორი და არა უბრალოდ გამარჯვებული. ერთ კვირაში ხუთი დიდებული სანახაობა, ოთხი სეტწაუგებელი გამარჯვება და ფინალი ვისთან – ორმეტრია არგენტინელთან, მსოფლიო ათეულშიც შიშით და რიდით რომ ეპყრობიან. შიში და ნიკა ბასილაშვილი ანტონიმებია. ქართველმა პირველი სეტის სტარტზევე აართვა...
ჰაბიბი, ჰაბიბი…
შერეული ორთაბრძოლები სანახაობრივი სპორტია, UFC კი ყოველ ჯერზე ამ სანახაობას ფულის საჭრელ დაზგად გადააქცევს ხოლმე. ასე იყო 7 ოქტომბრის დილასაც, როცა ამერიკული ვას ვეგასში რინგზე მოქმედი ჩემპიონი ჰაბიბ ნურმაგომედოვი და ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი გავიდნენ. სატიტულო ბრძოლები სპორტის ამ სახეობაში ხუთრაუნდიანია, მაგრამ ოღრაში ბუკმეკერები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ვადამდე დასრულდებოდა… დანარჩენს კი უკეთ საქართველოს შიდოკანის ფედერაციის...









