34 წლის არგენტინელმა ვარსკვლავმა კარლოს ტევესმა გაზეთ „კლარინთან” ინტერვიუში მეტად უცნაური რამ თქვა: „ფეხბურთი არასდროს მყვარებია და არასდროს ვყოფილვარ მისი გულშემატკივარი”.
„ბოკა ხუნიორსის” თავდამსხმელისგან, რომელსაც კარიერაში ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორებიცაა „კორინთიანსი”, „ვესტ ჰემი”, „მანჩესტერ იუნაიტედი”, „მანჩესტერ სიტი” და „იუვენტუსი” ასეთი რამის მოსმენა მართლაც უჩვეულოა.
მაგრამ, ტევესმა ეს არ იკმარა და თემა კიდევ უფრო გაშალა: „თუ „ბარსა” „რეალს” ეთამაშება და იმავდროულად სადმე გოლფის ტურნირი ტარდება, გოლფის ნახვა მირჩევნია”.
ფორვარდმა, რომელსაც არგენტინის ნაკრებში 76 თამაში აქვს ჩატარებული თქვა, რომ ფეხბურთი მისთვის სიღარიბისგან და კრიმინალური გარემოსგან თავის დაღწევის გზა იყო.
„მე ბავშვობაში ბევრი პატარა უბნის ახალგაზრდასავით ვცხოვრობდი — გარშემორტყმული ნარკოტიკებით, იარაღითა და ძარცვით. ამასთან შედარებით კი ბურთის გორება მერჩივნა”.
ევროპის უძლიერეს ლიგებში თამაშის შემდეგ კარლოს ტევესმა ჩინეთშიც სცადა ბედი. იქ, „შანხაი შენჰუაში” რასაკვირველია დიდი ხელფასი ჰქონდა, მაგრამ წარმეტებას ვერ მიაღწია და მშობლიურ „ბოკა ხუნიორსში” დაბრუნდა.
„მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად ის არის 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. ტევესი, გახლავთ ინგლისის, იტალიის, არგენტინისა და ბრაზილიის ჩემპიონი.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
დავთარი25/03/2026 | 21:25ახალი კაპიტანი
