გულშემატკივრისთვის ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ ლეო მესის შესახებ მთლად ტაქტიანად არ ილაპარაკა. 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ერთმანეთს შეადარა მესის თამაში „ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრებში და თქვა, რომ ის „ბარსელონას” მაისურით სხვა დონეზე თამაშობს. მარადონამ თანამემამულეებს მოუწოდა მესის ლიდერობა აღარ მოსთხოვონ, რადგან ფეხბურთელი, რომელიც თამაშის წინ ოცჯერ შედის ტუალეტში, ვერასდროს გახდება ლიდერი.
მარადონამ, რომელიც არგენტინაში ბევრისთვის დღესაც კერპია, დასძინა, რომ მასზე რომ იყოს, „ბარსას” ლიდერს ნაკრებში აღარც კი გამოიძახებდა.
მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს მესის ნათესავი, მაქსი ბიანკუჩი გამოეხმაურა. ეს ბიანკუჩი 34 წლისაა და პარაგვაის მეორე დივიზიონის გუნდ „რუბიო ნუში” თამაშობს. მას მეტსახელად ყველა „მესის ბიძაშვილს” უძახის და მან მარადონას უმეცარი უწოდა.
„ლეოზე ასე ლაპარაკი უმეცრებაა. სამწუხარო მოსასმენია, როდესაც მავანი, რომელიც ტრაბახობს, რომ ლიდერია, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელს, რომელსაც ამ სახელს კიდევ დიდხანს ვერავინ შეეცილება, ასე ცუდად იხსენიებს. და თან ის ამას აკეთებს იმ დროს, როდესაც ნაკრებს მხარში დგომა სჭირდება. არადა, რომ ჰკითხო ის „ალბისელესტეს” დიდი მოყვარულია”, — თქვა მაქსი ბიანკუჩიმ.
მესის ნათესავის გამოსვლას არგენტინაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. მესისტები მარადონას მისდგნენ და განაცხადეს, რომ ფიზიკურად და მენტალურად ავადმყოფ ნარკომანს ლეოზე ასე ლაპარაკის უფლება არ აქვს.
მარადნოას მხარდამჭერებმა კი ხელები გაშალეს: რა თქვა დიეგომ არასწორედ, იქნებ ვინმემ აგვიხსნასო.
„მორჩით მესის საუკეთესო ფეხბურთელად მოხსენიებას, იმიტომ, რომ ის საუკეთესო არ არის!” — დაწერეს მათ სოციალურ ქსელებში.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
სიახლეები18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
სიახლეები17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
სიახლეები11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
