1979 წელი ქართული ფეხბურთისთვის საკმაოდ ტევადი გამოდგა – თბილისის „დინამომ“ პირველად ითამაშა ჩემპიონთა თასზე – მეთექვსმეტედფინალში ინგლისის ჩემპიონ „ლივერპულს“ მოუთავა საქმე და მომდევნო ეტაპზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჩემპიონ „ჰამბურგერ შპორტფერაინს“ დაეტაკა. მაშინ დასავლეთ გერმანიაში ორი გუნდი ბობოქრობდა – მიუნხენის „ბაიერნი“ და „ჰამბურგი“. ეს გუნდები ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესონი იყვნენ. „ჰამბურგს“ ჰყავდა ევროპის 1978-1979 წლების საუკეთესო ფეხბურთელი...
წინ, ევროპისაკენ, ავტოქარხნის გავლით!
რაღაც წვიმები მოგვეძალა. გასაკვირიც არაა – შემოდგომა მოვიდა. თანაც, წვიმა ჩვენს სტადიონზე კარგად დაცდილი რამ არის, ხომ გახსოვთ, „ლივერპულიც“ წვიმაში გავაცურეთ. ეს ამბავი ზუსტად ჩვიდმეტი წლის წინათ იყო. აჰ, ნეტავ იმ დროებას – ყიფიანმა მარჯვნიდან ჩამოაწოდა, გუცაევი კი ბურთიანად შევარდა კარში. მერე ჭილაიამ გადაიარა მოედანი და კიდევ ათასი რამ. დიახ, ძალიან წვიმდა, მაგრამ საამაყო დროება...
ორი ნაბიჯი ფედერერამდე
ნიკოლოზ ბასილაშვილმა პარიზის მასტერსი გამარჯვებით დაიწყო. პირველ წრეში მისი მეტოქე ავსტრალიელი ჯონ მილმანი გახლდათ, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 35-ე ადგილს იკავებს. პირველ სეტში ნიკამ ერთი მოწოდება აართვა მეტოქეს და მშვიდად მივიდა 6:4-მდე. მეორე სეტი არ შედგა – მილმანმა ტრავმა მოიმიზეზა და კორტზე აღარ გავიდა. მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი იქნება. 32 წლის ვეტერანი რეიტინგის...
ეს დინამო, ის დინამო
გასულ შაბათს „დინამომ“ ის დრო გაგვახსენა, ეროვნული ჩემპიონატის პირველ წლებში რომ მიგვაჩვია. ქინქლაძე-არველაძეების თაობა რამდენიმე თავით მაღლა იდგა მოწინააღმდეგეებზე და ერთ მატჩში 8 თუ 10 გოლი იშვიათობა არ იყო. 12:4-იც გვახსოვს 1993-ში, „დინამომ“ რუსთავის „გორდას“ რომ მოუგო. ეს მატჩი დღემდე ყველაზე უხვგოლიანად ითვლება ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში. „დინამოს“ ოფიციალური ვებ-გვერდი კი გვამცნობს, რომ სტუმრად 8 ბურთი...
როგორ გაილახა მწვრთნელი…
ასეთი რამ კრივის მრავლისმნახველ ექსპერტებსაც არ ახსოვთ. ქართველი პროფესიონალი მოკრივე ლევან შონია რვარაუნდიან ბრძოლაში ბულგარელ სპას გენოვს დაუპირისპირდა. ქულებით ბულგარელმა გაიმარჯვა და… განაწყენებულმა შონიამ ჯერ მეტოქეზე გაიწია და როცა რეფერიმ არ მიუშვა, საკუთარ მწვრთნელს ორჯერ გემრიელად უთავაზა! ეტყობა, ამ უკანასკნელმა იწყინა და თავადაც წაუთაქა შეგირდს. მოკლედ, მაგარი სანახაობა შედგა! არადა, ბრძოლა სუპერმძიმესონოსანი კუბარტ პულევისა და...
შეწყვიტეთ გინება!
„კამპ ნოუზე” ნამდვილი სპორტული სულის დემონტსტრაცია მოხდა: „ბარსელონას” ფანები ტრიბუნებიდან „რეალის” კაპიტან სერხიო რამოსს ერთხმად „ბ…ის შვილს” ეძახდნენ, მაგრამ მისმა კოლეგამ და ყოფილმა თამაგუნდელმა ესპანეთის ნაკრებში, ჟერარდ პიკემ ხალხს ჟესტით მოუწოდა სკანდირება შეეწყვიტა და გააჩერა.
რეალში მწვრთნელი შეიცვლება
მადრიდული „მარკა” წერს, რომ „რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი თავის დირექტორატს უახლოეს საათებში მწვრთნელის საკითხზე დაელაპარაკება და ხულენ ლოპეტეკის სავარაუდოდ ანტონიო კონტე შეცვლის. „ელ კლასიკოში” 1:5 დამარცხება, როგორც ჩანს მადრიდელთა შეფების მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი იყო. „მარკა” წერს, რომ კონტე ესპანეთის დედაქალაქში შესაძლოა ორშაბათსვე, ანუ დღეს, ის კი არა და დილითვე ჩაფრინდეს. და თუ კონტეს ასე...
დადასტურდა…
უკვე არაერთი ბრიტანული წყარო ადასტურებს იმას რომ ლესტერული ავიაკატასტროფისას კლუბის პრეზიდენტი, ტაილანდელი ვიჩაი სრივასრივადჰანაპრაბჰა ვერტმფრენში იმყოფებოდა. შეგახსენებთ, გუშინ ლესტერი-ვესტჰემის მატჩის შემდგომ, კლუბის მფლობელის ვერტმფრენი სტადიონიდან ორას მეტრში სამოცი მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და აფეთქდა. თავდაპირველად ისიც ითქვა რომ ბორტზე ლესტერის მწვრთნელი კლოდ პიუელიც იმყოფებოდა, თუმც ცოტა ხნის წინ პიუელმა ოფიციალური კომენტარი გააკეთა და განაცხადა რომ ჯანმრთელადაა...
რეალმა 50 გოლი დაკარგა
დღეს „ელ კლასიკოა” — „კამპ ნოუზე” „ბარსელონა” „რეალს” მასპინძლობს. ეს გახლავთ ესპანეთის ორი უდიდესი კლუბის 272-ე დაპირისპირება, რომელიც აგრეთვე იმით არის საინტერესო, რომ 2007 წლის მერე პირველია, რომელშიც მონაწილეობას არც მესი მიიღბს და არც რონალდუ. თამაშის დაწყებამდე საათებია დარჩენილი. მოახლოებული მატჩის შესახებ აზრი ჰკითხეს პეპ გვარდიოლას — „ბარსას“ თავკაცს 2008-12 წლებში. მექსიკური Univision-ისთვის მას ინტერვიუ ყოფილმა თანაგუნდელმა, „ბლაუგრანასა”...
პრეზიდენტის ვერტმფრენი სტადიონთან ჩამოვარდა
შაბათ საღამოს, „კინგ პაუერ სთედიუმის” გვერდით ჩამოვარდა „ლესტერის” მეპატრონის ვიჩაი სრივასრივადჰანაპრაბჰას ვერტმფრენი. ჯერაც არავინ ადასტურებს იმყოფებოდა თუ არა კატასტროფის დროს ბიზნესმენი ბორტზე. Sky Sport-ის თქმით, შესაძლოა რამდენიმე ადამიანი დაღუპულიყო. ვერტმფრენი „ლესტერისა” და „ვესტ ჰემის” თამაშის (1:1) შემდეგ აფრინდა, მაგრამ მყისვე უმართავი გახდა, დაენარცხა და ცეცხლის ალებად იქცა. კატასტროფის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ მაშველები, რომლებიც შოკირებულ თვითმხილველებს სთხოვდნენ...








