მადრიდული „მარკა” წერს, რომ „რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი თავის დირექტორატს უახლოეს საათებში მწვრთნელის საკითხზე დაელაპარაკება და ხულენ ლოპეტეკის სავარაუდოდ ანტონიო კონტე შეცვლის.
„ელ კლასიკოში” 1:5 დამარცხება, როგორც ჩანს მადრიდელთა შეფების მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი იყო. „მარკა” წერს, რომ კონტე ესპანეთის დედაქალაქში შესაძლოა ორშაბათსვე, ანუ დღეს, ის კი არა და დილითვე ჩაფრინდეს.
და თუ კონტეს ასე სასწრაფოდ ჩაყვანა არ მოხერხდა, მაშინ ოთხშაბათს, სამეფო თასზე „მელილას” წინააღმდეგ გუნდს სანტიაგო სოლარი უხელმძღვანელებს.
ადრეც ვწერდით, რომ კონტემ „ჩელსის” 9,5 მილიონი გირვანქის გამორთმევაზე უარი უთხრა და „მარკა” დარწმუნებულია, რომ ის „ლოს ბლანკოსის” მომავალი მწვრთნელი იქნება.
„ბარსელონასთან” დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ ფლორენტინომ „კამპ ნოუ” ისე დატოვა, რომ თავის მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან არ ულაპარაკია.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
