კრიშტიანუ რონალდუ „რეალიდან” „იუვენტუსში” გადავიდა. ახლა საინტერესოა ვინ დაიკავებს მის ადგილს მადრიდში. „შპორტ ბილდი” წერს, რომ „თეთრების” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ყველაფერს ნეიმარის ყიდვა ურჩევნია, მაგრამ ბრაზილიური GloboEsporte-ს ვარაუდით „რეალი” დიდ წინააღმდეგობას წააწყდება და არა მხოლოდ „პარი სენ ჟერმენის” არამედ საკუთრივ ფეხბურთელის მხრიდანაც.
მიზეზი: ნეიმარს მადრიდში გადასვლა იმიტომ უნდოდა, რომ რონალდუსთან წყვილში დიდი ტიტულების მოგების ეიმედებოდა. ანუ, ბრაზილიელი თავდამსხმელი „სანტიაგო ბერნაბეუზე” იგივეს გამეორებას აპირებდა, რაც „კამპ ნოუზე” ლეო მესისთან ერთად გააკეთა. ახლა, როდესაც კრიშტიანუ იტალიაში გადაბარგდა, დიდი შანსია ის „რეალში” მთავარი ვარსკვლავის როლში დარჩეს და ჩემპიონთა ლიგისა თუ სხვა ტიტულების მოგება პირადად მოსთხოვონ. სხვა სიტყვებით, შეიძლება განმეორდეს ის, რაც „პარი სენ ჟერმენში” ხდება.
კატალონიური „სპორტი” წერს, რომ რონალდუს ტურინში გადასვლის შემდეგ ნეიმარი ყველა ღონეს ხმარობს რათა „პარკ დე პრენსზე” დარჩეს. პარიზული კლუბის შეფებიც მოწადინებულები არიან, რომ 26 წლის ვარსკვლავს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი.
მოგეხსენებათ, „პარი სენ ჟერმენში” „იუვენტუსიდან” ვეტერანი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი გადავიდა. როგორც ამბობენ, ეს კიდევ ერთი მიზეზია ნეიმარისთვის, საფრანგეთში რომ დარჩეს.
ფორვარდი პსჟ-მ „ბარსელონასგან” შარშან 222 მილიონ ევროდ იყიდა. პარიზულ კლუბთან მისი კონტრაქტი 2022 წლამდეა ძალაში.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
