ჭდე: ჰოკეი

Home ჰოკეი
ჰოკეის ველით საქართველოში…
ჩანაწერი

ჰოკეის ველით საქართველოში…

საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა ახლახან მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის A ჯგუფში თამაშის უფლება მოიპოვა. ახალ ზელანდიაში ჩვენებმა ყველა მეტოქე დაჩაგრეს და პირველობაც დამსახურებულად იზეიმეს. დღეს კი იმ გუნდების ვინაობა გაირკვა, რომლებიც A ჯგუფში ჩვენი გუნდის მეტოქეები იქნებიან – ბელგია, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ავსტრალია, ხორვატია და სერბეთი. შეჯიბრება ამ ჯგუფში გაისად, შესაძლოა, საქართველოში გაიმართოს, რაც კიდევ უფრო...

საქართველო აღზევდა
ჩანაწერი

საქართველო აღზევდა

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფში ბოლო მატჩში ტაილანდი 15:1 გაანადგურა და ამავე დივიზიონის A ჯგუფის საგზური მოიპოვა. გოლები დანილ დავიდოვმა (4), არტიომ კოზიულინმა (3), ტიმურ ბეშაროვმა (2), კონსტატინ გავრილენკომ, დანილ მეტლიუკმა, მაკარ ნიკიშანინმა, ალექსანდრ კირეევმა, ივან შვეცოვმა და ბორის კოჩკინმა გაიტანეს. ქართველმა ჰოკეისტებმა ჯგუფში ხუთივე თამაში მოიგეს და ტურნირი პირველ ადგილზე...

გამარჯვება ოვერტაიმში
ჩანაწერი

გამარჯვება ოვერტაიმში

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის II დივიზიონის B ჯგუფში მესამე ტურში დიდი ბრძოლა გადაიტანა, მაგრამ ბულგარეთთან, ოვერტაიმში, 8:7 მოიგო და A ჯგუფს კიდევ უფრო მიუახლოვდა. არადა, დასაწყისი სახარბიელო ვერ გამოდგა. ჩვენები პირველ პერიოდში 0:2 ჩამორჩნენ, მეორეს დასაწყისში კი, მესამეც გაუშვეს. თუმცა, შემდეგ ზედიზედ ხუთი შაიბა შეაგდეს და ბოლო პერიოდს 5:3 შეხვდნენ. თითქოს ყველაფერი დალაგდა, მაგრამ...

საქართველო გალიდერდა
ჩანაწერი

საქართველო გალიდერდა

საქართველოს ჰოკეის ნაკრები ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში მიმდინარე ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფს ლიდერობს. ეს დღეს გაირკვა, როდესაც ჩვენებმა მთავარ ფავორიტად შერაცხული მასპინძლები 5:0 დაამარცხეს. პირველ პერიოდში ტიმურ ბაშაროვმა გახსნა ანგარიში, რასაც მეორე შაიბა მაკარ ნიკიშანინმა მიაყოლა. ბაშაროვმა მეორე პრიოდშიც გაიტანა, შემდეგ კი მხარი დანილ მეტლიუკმა აუბა. მესამე პერიოდში თავი დანილ დავიდოვმა გამოიჩნა...

ჰოკეისტებმა მსოფლიო მოგებით დაიწყეს
ჩანაწერი

ჰოკეისტებმა მსოფლიო მოგებით დაიწყეს

ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში დაიწყო ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფის ტურნირი, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს. ჩვენების გარდა ტურნირში მასპინძლები, ისლანდიაი, ბულგარეთი, ჩინეთის ტაიპეი და ტაილანდი მონაწილეობენ. საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ისლანდიასთან გამართა და 4:0 დაამარცხა. ანგარიში პირველ პერიოდში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა ნიკიტა ბუკიამა გახსნა, ვინაც მეორე პერიოდში დუბლი მიითვალა. ამავე მონაკვეთში...

ჰოკეისტთა მეორე გამარჯვება
ჩანაწერი

ჰოკეისტთა მეორე გამარჯვება

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის II დივიზიონის B ჯგუფში აქტივში მეორე გამარჯვება ჩაიწერა. რეიკიავიკში მიმდინარე ტურნირში, როლანდ სვანიძის გაწვრთნილმა გუნდმა, ბულგარეთი 10:3 გაანადგურა. ორი პერიოდის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო – 3:3. ბოლო აკორდი მთლიანად საქართველოს ნაკრების გამოდგა – ჩვენებმა შვიდი შაიბა გაიტანეს და სოლიდური ანგარიშით მოიგეს. საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესოები ნიკიტა ბუკია და ივან...

საქართველომ წინსვლა წააგო
ჩანაწერი

საქართველომ წინსვლა წააგო

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა 2022 წლის II დივიზიონის B ჯგუფის მეორე მატჩი ისლანდიასთან 2:5 წააგო და, ფაქტობრივად, ზედა ჯგუფში გადასვლის შანსი დაჰკარგა. რეიკიავიკში მიმდინარე ჯგუფურ ეტაპზე როლანდ სვანიძის გუნდის უმთავრესი მეტოქე სწორედ ისლანდია იყო. მასპინძელი გუნდი ტურნირისთვის უკეთესი მომზადებული აღმოჩნდა და, დიდი ალბათობით, A ჯგუფში თამაშის უფლებას მოიპოვებს. ჩვენები, ასევე დიდი ალბათობით, მეორე ადგილზე დარჩებიან, მექსიკისა...

ამერიკამ ლატვიელი მეკარე იმსხვერპლა
ჩანაწერი

ამერიკამ ლატვიელი მეკარე იმსხვერპლა

აშშ-ში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა ლატვიის ჰოკეის ეროვნული ნაკრების 24 წლის მეკარე მატის კივლენიექსი. ამ წუთისთვის არსებული მონაცემებით, ჰოკეის კლუბ „კოლამბუსის” რამდენიმე წარმომადგენელი ერთად გავიდა მდელოზე, სადაც საზეიმო სალუტი იყო დაგეგმილი. როგორც ჩანს, ორგანიზატორები ფეერვერკის ხარისხმა აზარალა – ერთმა გასროლამ იმავე წამს დაკარგა ტეაექტორია და ახალგაზრდა მეკარეს მკერდში მოხვდა. მას გადარჩენის შანსი არ...

იცანით პეტრ ჩეხი?
ჩანაწერი

იცანით პეტრ ჩეხი?

„გუილდფორდ ფენიქსი” ინგლისური ჰოკეის გუნდია, რომელშიც ცნობილი პეტრ ჩეხი ითამაშებს. თავად გუილდფორდი ქალაქია ლონდონიდან 40 კილომეტრში, „ფენიქსი” კი მეორე ლიგის სამხრეთ დივიზიონში გამოდის და კვირას „სვინდონ ვაილდქეთს” ხვდება. მაგრამ, დავანებოთ თავი ვის და სად ხვდება გუილდფორდის ჰოკეის გუნდი, რადგან საეჭვოა მომავალში ჩვენ მისი თამაშები გავაშუქოთ. აქ მთავარი ჩეხის ამბავია. ოთხშაბათ საღამოს, სპორტული საზოგადოება გააოცა ცნობამ...

პეკინი და ენერგია
ჩანაწერი

პეკინი და ენერგია

პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი ეკოლოგიური ინიციატივების წამოწევით არის დაკავებული. ოლიმპიურ ობიექტებზე „მწვანე“ ელექტრო ენერგიის გამოყენების კვალდაკვალ, ჩინელებმა ბრძოლა გამოუცხადეს გარემოში მოჭარბებული ნახშირორჟანგს (CO2 ). ყინულის ყველა დარბაზი აღჭურვილი იქნება ახალი ბუნებრივი გამაგრილებელი სისტემებით, რომელიც პრაქტიკულარ არ აბინძურებს ჰაერს. 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელთა განცხადებით, მსგავსი შედეგის მისაღწევად საჭიროა 1.2 მილიონი ხის დარგვა...