საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის II დივიზიონის B ჯგუფში მესამე ტურში დიდი ბრძოლა გადაიტანა, მაგრამ ბულგარეთთან, ოვერტაიმში, 8:7 მოიგო და A ჯგუფს კიდევ უფრო მიუახლოვდა.არადა, დასაწყისი სახარბიელო ვერ გამოდგა. ჩვენები პირველ პერიოდში 0:2 ჩამორჩნენ, მეორეს დასაწყისში კი, მესამეც გაუშვეს. თუმცა, შემდეგ ზედიზედ ხუთი შაიბა შეაგდეს და ბოლო პერიოდს 5:3 შეხვდნენ.
თითქოს ყველაფერი დალაგდა, მაგრამ დასკვნითი 20 წუთი ფრიად დაძაბული გამოდგა. ბულგარელებმა ისევ გაგვითანაბრეს, საქართველო ისევ ორი შაიბით დაწინაურდა, მაგრამ მატჩი მაინც ფრედ მორჩა – 7:7.
გამარჯვებულის ვინაობა დამატებით დროში გაირკვა, სადაც გადამწყვეტი გოლი ბორის კოჩკინმა შეაგდო. საქართველოს ნაკრებში თავი ასევე მაკარ ნიკიშანინმა (3), ნიკიტა ბუკიამ (2), ივან კარელინმა და კონსტანტინ გავრილენკომ გამოიჩინეს.
ოვერტაიმში მოგებით საქართველოს 100 %-იანი მაჩვენებელი აღარ აქვს, მაგრამ ჯგუფს 8 ქულით ლიდერობს. ჩვენებს კიდევ ორი მატჩი დარჩათ ჩასატარებელი: 2 მაისს ტაივანთან, ხოლო 3-ში – ტაილანდთან. ამ ჯგუფის გამარჯვებული A ჯგუფის საგზურს მოიპოვებს.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი27/09/2026 | 17:52რამაზ სვანაძე – იმედია, ისეთ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომ გულშემატკივარს გავახარებთ
სიახლეები26/09/2026 | 12:18სანიოლი სვანაძემ შეცვალა
სიახლეები26/09/2026 | 00:47სტარტი წაგებით…
სიახლეები24/09/2026 | 20:08ხვიჩა კვარაცხელია: ამ ოთხ მატჩში ყველაფერს გაეცემა პასუხი
