საქართველოს ჰოკეის ნაკრები ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში მიმდინარე ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფს ლიდერობს. ეს დღეს გაირკვა, როდესაც ჩვენებმა მთავარ ფავორიტად შერაცხული მასპინძლები 5:0 დაამარცხეს.პირველ პერიოდში ტიმურ ბაშაროვმა გახსნა ანგარიში, რასაც მეორე შაიბა მაკარ ნიკიშანინმა მიაყოლა. ბაშაროვმა მეორე პრიოდშიც გაიტანა, შემდეგ კი მხარი დანილ მეტლიუკმა აუბა. მესამე პერიოდში თავი დანილ დავიდოვმა გამოიჩნა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
დღესვე ისლანდიელებმა 8:4 აჯობეს ბულგარელებს, ხოლო ჩინეთის ტაიპეიმ 7:3 ტაივანს მოუგო.
ორი ტურის შემდეგ საქართველოს 6 ქულა აქვს; შემდეგ 3-3 ქულით ერთბაშად ოთხი გუნდია – ჩინეთის ტაიპეი, ისლანდია, ბულგარეთი და ახალი ზელანდია; ბოლოზე უქულო ტაივანია. 30 აპრილს ჩვენების მეტოქე ბულგარეთის ნაკრები იქნება.
შეგახსენებთ, პირველ ადგილზე გასული გუნდი მომავალი წლიდან მეორე დივიზიონის A ჯგუფში ითამაშებს, ხოლო ბოლოადგილოსანი მესამე დივიზიონში დაქვეითდება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
