ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში დაიწყო ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფის ტურნირი, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს. ჩვენების გარდა ტურნირში მასპინძლები, ისლანდიაი, ბულგარეთი, ჩინეთის ტაიპეი და ტაილანდი მონაწილეობენ.
საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ისლანდიასთან გამართა და 4:0 დაამარცხა. ანგარიში პირველ პერიოდში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა ნიკიტა ბუკიამა გახსნა, ვინაც მეორე პერიოდში დუბლი მიითვალა. ამავე მონაკვეთში თითო შაიბა ტიმურ ბეშაროვმა და კონსტანტინ გავრილენკომაც მიითვალეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.
პირველ ტურში ბულგარელებმა 5:3 მოუგეს ტაილანდს, ხოლო ახალზელანდიელებმა ჩინეთის ტაიპეის 3:1 აჯობეს.
ხვალ, საქართველოს ნაკრები ფავორიტ მასპინძლებს დაუპირისპირდება. გეტყვით, რომ პირველ ადგილზე გასული გუნდი მომავალი წლიდან მეორე დივიზიონის A ჯგუფში ითამაშებს, ხოლო ბოლოადგილოსანი მესამე დივიზიონში დაქვეითდება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი21/06/2026 | 23:04საქართველო ლატვიაში გაფრინდა
სიახლეები19/06/2026 | 19:58ულან – ბატორი ჯერ უმედლოდ
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
