ჰოკეისტთა მეორე გამარჯვება

Home აქეთურ-იქითური ჰოკეისტთა მეორე გამარჯვება
ჰოკეისტთა მეორე გამარჯვება

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის II დივიზიონის B ჯგუფში აქტივში მეორე გამარჯვება ჩაიწერა.

რეიკიავიკში მიმდინარე ტურნირში, როლანდ სვანიძის გაწვრთნილმა გუნდმა, ბულგარეთი 10:3 გაანადგურა. ორი პერიოდის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო – 3:3.

ბოლო აკორდი მთლიანად საქართველოს ნაკრების გამოდგა – ჩვენებმა შვიდი შაიბა გაიტანეს და სოლიდური ანგარიშით მოიგეს. საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესოები ნიკიტა ბუკია და ივან კარელინი იყვნენ. ორივემ 4-4 გოლი გაიტანა და 2-2 ასისტი მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯერ ბელგიას (4:3) მოუგო, შემდეგ ისლანდიასთან (2:5) წააგო. ახლა ამ სამ გუნდს 6-6 ქულა აქვს, მაგრამ ბელგიას ისლანდიასთან სათამაშო დარჩა.

 

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.