საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის II დივიზიონის B ჯგუფში აქტივში მეორე გამარჯვება ჩაიწერა. რეიკიავიკში მიმდინარე ტურნირში, როლანდ სვანიძის გაწვრთნილმა გუნდმა, ბულგარეთი 10:3 გაანადგურა. ორი პერიოდის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო – 3:3. ბოლო აკორდი მთლიანად საქართველოს ნაკრების გამოდგა – ჩვენებმა შვიდი შაიბა გაიტანეს და სოლიდური ანგარიშით მოიგეს. საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესოები ნიკიტა ბუკია და ივან...
